დღეს ვიღვიძებ და გვერდით ოთახიდან კურიერის ჟურნალისტის როგორც ყოველთვის დაბნეული ხმა მეუბნება რომ დღეს ამა და ამ ადგილას და დროს მოხდა დაპირისპირება ლ.გ.ბ.ტ-ს და მ.მ.კ-ს წევრებს შორის. ხალხის ყვირილმა და ჩხუბის ალიაქოთმა დამაინტერესა და გავედი. ვხედავ სურათს – ახალგაზრდა ბავშვები დგანან ხელებ გაშლილები და ერთ მუშტად შეკრულ მღვდლებს, რომლებიც მათ გზას უკეტავდნენ და არ აძლევდნენ გასვლის საშუალებას ხმა მაღალი ტონით ეწინააღმდეგებოდნენ. იყო ხელჩართული ბროძლის კადრებიც..
იქვე იმყოფებოდნენ პატრულის თანამშრომლები და გაურკვეველი მიზეზების გამო აკავებდნენ მათ ვინც მ.მ.კ-ს თქმით პრობაგანდას უწევდნენ არატრადიციულ ორიენტაციას და ზოგადად ლ.გ.ბ.ტ საზოგადოებას.
რით ვეღარ გაიგეთ რომ ეს ტურისტების ნაკადის გაზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ე.წ აღმშენებლობა ქვეყანაში ვერ იმოქმედებს “ქართულ მენტალიტეტზე” და ყოველთვის იარსებებს უმცირესობა საქართველოში. არ არსებობს რომ თბილისის ქუჩებში ლგბტ აღლუმი ჩატარდეს, ან ჩატარდეს ისე რომ სულ მცირე შეტაკება და როგორც დღევანდელი ისეთივე სცენები არ დაიდგას. ვერ ვხვდები, ნუთუ გგონიათ რომ უკვე მოვიდა დრო ქართველი ერი შეეგუოს და მიიღოს ლგბტ საზოგადოებას?? ჯერ ადრეა ამისათვის, თან ძალიან ადრე.
მ.მ.კ კი მგონია რომ დღეს უბრალოდ ძალიან, ძალიან უსამართლო იყო. შეიძლება რაიმეს აკრიტიკებდე და შენთვის მიუღებელი იყოს მაგრამ ეს გზების გადაკეტვა და ახალგზარდებში (გამვლელებში) აგრესიის ჩამოყალიბება და ცემა-ტყეპვის გამართვა რაღა უბედურებაა. ისინი რომ არ გამოჩენილიყვნენ ალბათ მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა (ნუ არც ამ მსვლელობის მომხრე ვარ მაინცდამაინც). Read more










































ბოლო კომენტარები