შეყვარებული იდიოტი

ზის და ფიქრობს, ფიქრისგან სისხლი ტვინში უგუბდება და ადექვატურობას კარგავს, აზროვნების უნარს კარგავს. პარალიზებული ზის და მთელი ეს დრო ფიქრობს მაგრამ ერთი ფიქრის დასრულებას ვერ ასწრებს რომ მეორე ფიქრი ჩაუქროლებს, მერე მესამეც აყვება და საბოლოოდ არეული, დაბნეული და გაოგნებული, იმედგაცრუებული და დამარცხებული მუშტს ისეთი სიმწრით კრავს, თითქოს მართლა შეეძლოს არარეალური მაგრამ მყარი კედლის განგრევა, ჩამოშლა, გაქრობა და დავიწყება. ეს უკანასკნელი აქამდეც იცოდა რომ შეუძლებელი იყო მაგრამ თურმე შეუძლებელია არაფერია, ეს სხვა გამოცდილებამ დაუდასტურა, მხოლოდ დროა საჭირო, დრო და შორი მანძილი, თუმცა ამ შემთხვევაში გაბრაზება და ტკივილი იმაზე ძლიერია, რომ არაამქვეყნიური ხმით, ყველაზე უკანასკნელი სიტყვების ბოლო ხმაზე ღრიალიც კი არ ერიდება.

იმ წუთებში ყველაფერზე ერთად ფიქრობს, გარდა იმისა, თუ რას იფიქრებენ სხვები, ზის სამარისებულ სიჩუმეში და სიმწრის ღიმილი აქვს ტუჩებზე შემხმარი. როცა ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ცოტაც, სულ ცოტა დროც და ყველაფერი იდეალურად აეწყობოდა (და თუმცა გულის სიღრმეში მაინც არ ჯეროდა ბოლომდე ამის) ზუსტად მაშინ თვალწინ თმამად აუფრიალეს სადომაზოხისტური რეალობა, სადაც თვითონ გაყო თავი, იცოდა ეს მაზოხიზმი რასაც ნიშნავდა მაგრამ მაინც გარისკა. Continue reading

Categories: My Life | Tags: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მე შენი სურათი ვიპოვე

სამწუხაროა, როცა ყველაფერს ხმამაღლა და თამამად ვერ იტყვი, უფრო სწორედ არ იტყვი, იმიტომ რომ ეს რაღაც კონკრეტული მხოლოდ შენ არ გეხება და თავს ზემოთ ძალა არ არის, გიწევს მიკიბ-მოკიბული ფრაზებით წერო ის ისტორია, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება, გაგახსენდება და შიგადაშიგ სახეზე წამიერი ღიმილით დასრულდება ხოლმე🙂

არადა წლები გავიდა, ის ინტრიგა, აღფრთოვანება და ემოცია კი ჯერ ისევ კარგად მახსოვს.. პირველი პოსტი, რომელმაც ამაფორიაქა და ამრია, კონკრეტულ გრძნობებზე დამაფიქრა; პირველი პიემი, რომელიც არც თუ ისე კარგად ჩაიარა; პირველი ზარი სკაიპში, რომელიც ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე მოველოდი და პირველი შეხვედრა, რომელიც ხელახლა დაბადებას გავდა🙂

მოვრჩები ამ სასაცილო პათეტიკას და პირდაპირ დავწერ, დღემდე ვნანობდი, გული მწყდებოდა, რომ შენი არცერთი სურათი არ მქონდა, თავი ბოლო იდიოტი მეგონა ამის გამო.. როგორ შეიძლებოდა მე შენი, თუნდაც მხოლოდ ერთი სურათი მაინც, არ მქონოდა?!🙂 Continue reading

Categories: My Life | Tags: , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

რაც არ გკლავს – ის გაძლიერებს

ამ რამოდენიმე დღის წინ საინტერესო, ნაცნობ და თან ძალიან მტკივნეულ სიტუაციას, სრულიად შემთხვევით შევესწარი და გამომდინარე იქიდან, რომ არ მინდა დავკონკრეტდე ამ სიტუაციაზე, ვეცდები მაქსიმალურად აღვწერო ის ძველი იმედგაცრუება, რომელიც გამახსენა და ამომიტივტივა თავში + დამარწმუნა აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომ სწორია..

არც ისე შორეულ წარსულში, სადაც ორ სამყაროს შორის ვიყავი გაჩხერილი და ორივეს თავისი მიზიდულობის კანონი გააჩნდა, ვერც ერთს ვერ ეყო ბოლომდე იმის ძალა, რომ ‘გადავებირე’.. ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ რომ ვთქვა – ადრე, რომელიღაც პოსტში ვწერდი ”ეს, მთელი ბავშვობა და ერთად გატარებული წლები არ მემეტება დასაკარგად-მეთქი„ მაგრამ როცა ადამიანს ცდილობ რომ ყველაფერი გაუგო, აპატიო, ბევრი გაუტარო და ა.შ ბოლოს ძალიან ზარალდები, თვითონ ზარალდები, ორმაგად და მე პირდაპირ გადავწყვიტე, რომ აღარაფერი მეცადა და ისე დამეტოვებინა ყველაფერი, როგორც იყო, უბრალოდ ის დარჩა ჩემს გვერდით და მე აღარ ვცდილობდი მასში დადებითის და უარყოფითის ძებნას..

ერთმანეთის ცხოვრებაში ვიყავით ყველაზე ნაცნობები – ყველაზე უცხოებივით.. ჯერ დროის ფაქტორი, მერე პატარა დინსტანციები, მერე უხერხული სიჩუმეები და ბოლოს ვეღარც სასაუბრო თემის პოვნა – აქ მივხვდი, რომ მე ის დავკარგე, ის ადამიანი დავკარგე ვის გამოც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე.. უანგაროდ.. ვის გამოც იმ ადამიანთან იდეალური ურთიერთობა დავთმე, რომელსაც ალბათ სიცოცხლეზე მეტადაც ვუყვარდი და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ, მართალია მან არ იცის, ვერც გაიგებს და ვერც მიხვდება მაგრამ მე ვცდილობდი ყველანაირად შემენარჩუნებინა ჩვენი ურთიერთობა.. უშედეგოდ..

Continue reading

Categories: My Life | Tags: , , , , , , , , , | 2 Comments

მთვრალი, ქუჩებში, აპლიკაციიდან

ძალიან არ მინდა ეს პოსტი ხვალ, ზეგ ან მაზეგ ვინანო, რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში ვწერ.. არც ის მინდა ვინმეს ეგონოს – დეპრესიულ ტიპებს რომ ახასიათებთ ის მჭირს, არ ვქვითინებ ახლა და არც რაიმეს განვიცდი, უბრალოდ წერა მომინდა. ალბათ, ცუდ ხასიათზე ვარ და მაგიტომ უფრო. წინასწარ ვიცი, რომ სისულელეებს დავწერ, თან მობილურით მეორედ ვპოსტავ ბლოგზე და შეცდომებიც უამრავი იქნება მაგრამ მე ხომ აღარ ვშლი უკვე დაწერილს🙂
მოკლედ, რისი თქმაც მინდა არც ისე უცნაურია, უბრალოდ მე გამიკვირდა, როცა დავფიქრდი: -რა გამაბედნიერებდა ეხლა?! და პასუხი იყო -სხვა სიყვარული!!..
საქმე იმაშია, რომ მე სიყვარული მასწავლეს (პირდაპირი გაგებით), განმიმარტეს და ამიხსნეს, თუ როგორ უნდა მიყვარდეს (მრავლობითში რა ცუდად ჟღერს🙂 არადა ‘ის’ ყოველთვის ‘ერთადერთი’ იყო, არის და იქნება..)
ხოდა ეს, სხვა სიყვარული მჭირდება, უფრო სწორედ სხვანაირი სიყვარული.. აქამდე ნასწავლისგან განსხვავებული, არაპუნქტუალური, არაპროგნოზირებადი, გიჟური და არადამოკიდებული გარე ფაქტორებზე.. ძალიან ბევრს სხვა დამოკიდებულება გექნებათ ამ ყველაფრის მიმართ, ვიცი და იტყვით – ეგ რაღა სიყვარულია-ო მაგრამ ალბათ გადავაწყდები ოდესმე იმას, ვინც ჩემსავით ფიქრობს.. სულელურად ჟღერს მაგრამ ალბათ ზოგჯერ ყველაფერს სიტყვებით ისე კარგად ვერ გადმოსცემ, როგორც საჭიროა (მითუმეტეს ჩემნაირი მთვრალი), თუმცა იმედია მაინც მიხვდებით, მიმიხვდებით.. რატომღაც წარმოვიდგინე,  რომ ფართო აუდიტორიას ვესაუბრები ეხლა და ბოლოს გამახსენდა, ბლოგზე რომ კაცი შვილის ჭაჭანება არ არის🙂
დეპრესიაში ნამდვილად არ ვარ, თუმცა ყველა საკმაოდ მყარი მიზეზი მაქვს საამისოდ, რომ ვიყო.. ალბათ ამაში სხვა ახალ-ახალი გარემოებები და ‘სახეები’ მეხმარებიან.. თორემ არც ისეთი ძლიერი ვარ, როგორიც მანამდე.. ზოგჯერ შემომეპარება ხოლმე გულჩვილობა და ფაქ, ისეთ სისულელეზე ავჩუყდები ხოლმე (მუსიკაზე, ფილმის სიუჟეტზე, სიმღერის ტექსტზე, წიგნის პერსონაჟზე, ერთხელ ნახატზეც კი) რომ ბოლოს გულიანად მეცინება🙂
მარტო ყოფნას ერთადერთი ცუდი თვისება ის აქვს, რომ ძალიან მარტივად უშვებ ძალიან ბევრ და დიდ შეცდომებს.. შეგნებულად არ ვუწოდებ მათ გამოუსწორებელს.. მხოლოდ ერთი სიმთვრალე და კონკრეტული სიტუაციები კმარა, რომ (დროებით მაინც) დაწყობილი, დამშვიდებული და დალაგებული ცხოვრება ავურიო და მერე ისევ ამის დალაგებას, დაწყობას ან სულაც დავიწყებას დიდი ხანი მოვუნდე..
მითხრეს – ყურადღების დეფიციტში ხარ და მაგის ბრალია, ასეთი დაბნეული რომ ხარ-ო.. ალბათ ასეც არის, იმდენად ვიყავი ‘კონტროლს’ მიჩვეული, რომ..🙂
ძალიან, ძაალიან ცუდი მომენტია, როცა კარგად ვხვდები და ვაანალიზებ, თუ რამდენ ადამიანს გავუცრუე იმედები და არ აღმოვჩნდი ისეთი ძლიერი, როგორიც მათ ვეგონე, ოდესღაც..
ნამდვილად არ ვარ იდეალური ადამიანი და ეს არავისთვის არასოდეს დამიმალავს მაგრამ შემიძლია ვიყო რეალური, უბრალოდ ის ვინც ვარ და მე ესეც სრულებით მაკმაყოფილებს ჩემი სინდისის წინაშე რომ (შედარებით) მაინც სუფთა ვიყო..
დღეს იმდენ ახალ, უცნობ და ნაცნობ სახეებს შევხვდი რომ ავირიე, ბევრიც ბევრს მივამსგავსე და გამახსენა, ძალიან ბევრი დავლიე და რაც აღსანიშნავია -მარტომ, რატომღაც დიდი ხანია უკვე რაც მომწონს მარტო დალევა და თრობა, მერე უფრო თავისუფლად ვგრძნობ ხოლმე ალბათ თავს.. უკვე თენდება, დავდივარ ქუჩებში, მთვრალი, როგორც ამას წლების წინ ვაკეთებდი და მოწყენის საშუალებას არ ვაძლევ საკუთარ თავს, ვფიქრობ და თან ამას ვწერ.. ბულშით – ეს სხვანაირი სიყვარულიც, ბულშით – ეს უწიპუწი რომანტიკულობაც, ბულშით – ქარაგმებით საუბარი.. სახლში მინდა..🙂
მე არავის ვეძებ და არც არაფერს.. მე უბრალოდ მთვრალი ვარ და ვიდრე ისევ რაიმე შეცდომა დამიშვია გავხსენი ვორდპრესის აპლიკაცია და წერა დავიწყე, მეტი არაფერი🙂 ტაქსი მოვიდა, ამას დავდრაფტავ და მერე დავდებ :* ძალიან მომენატრა ბლოგი❤

Categories: My Life | Tags: , , , , , , , , , , | 2 Comments

აღარანაირი პირადი

რამდენჯერ ყოფილა მომენტი, როცა ფიქრებში წასულს და შემდეგ დაბრუნებულს გამეფიქრა – ნეტავ ეხლა ვორდპრესის ნიუ პოსტი მქონდეს გახსნილი-მეთქი (ანალოგიური ხდება მუსიკაზეც), იმიტომ რომ ზოგჯერ მხოლოდ იმ მომენტში, იმ წუთებში არის რაღაც კონკრეტული მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი, მერე დრო გადის და ეკარგება მნიშვნელობა, ანდაც სულაც გვავიწყდება ხოლმე, რისი აღწერა ან მოყოლა გვინდოდა.. ეს დღეებია მინდა დავწერო, რომ ჩემი მცირე ხნიანი დაკვირვებით მივხვდი, რომ ადამიანები ზოგჯერ ძალით იზღუდავენ საკუთარ თავებს და ჩარჩოებში იკეტებიან, არავინ არაფერს უკრძალავს, არავინ არაფერში აკრიტიკებს, საერთოდ არავინ არაფერს ერჩის მაგრამ მაინც აქვთ განცდა, რომ “ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ..” საბოლოოდ არც აქვთ პასუხი და არც იციან რატომ, განა არ უნდათ, ან არ შეუძლიათ – უბრალოდ არ შეიძლება”..🙂 სასაცილოა..

მაგას თავი დავანებოთ და.. რამოდენიმე დღის წინ ფეისბუქზე უწყინარი პოსტი დავწერე, ისეთი, ლირიული, დიდი არაფერი, უბრალოდ ვრცლად საკუთარ თავზე, ცოტათი ზედმეტი დეტალებით:

Continue reading

Categories: My Life | Tags: , , , , , , , , , , | 2 Comments

არასოდეს

ვიცი, რომ არასოდეს წაიკითხავ.. და თუ მაინც წაიკითხავ, დარწმუნებული ვარ, ვერ მიხვდები ბოლომდე რისი თქმა მინდა და რას ვგულისხმობ, ვერ მიხვდები რატომ არ არის არსად არცერთი სმაილი, არცერთი ემოცია, არცერთი სიტყვა და წინადადება მომავალზე.. თუ წაიკითხავ და მართლა ვერაფერს მიხვდები, თუ შენთვის მართლაც არაფრის მთქმელი პოსტი დამიწერია – უბრალოდ გათიშე ტაბი და არც ის მითხრა რომ ეს წაიკითხე – არასოდეს!!

“არასოდეს” ძალიან ზოგადი და თანაც პირობითი ფორმაა, თუმცა ეს არასოდეს მთელი მარადიულობაა მაშინ, როცა ჩვენი ერთად ყოფნა წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ჯერ მეგონა, რომ მე ვიყავი დამნაშავე, შემდეგ შენ გადმოგაბრალე, ბოლოს სხვებს.. მაგრამ რაც არ უნდა მივედ-მოვედო დამნაშავეს ვერ ვიპოვი. სიმართლე რომ ვთქვათ არც არაფერი დაშავებულა, არც დაშავდება, რადგან ვიცი როგორი ბედნიერიც ხარ ახლა, მართალია ჩემთან არა მაგრამ ხომ ხარ.. მასთან.. რა მნიშვნელობა აქვს..

Continue reading

Categories: Uncategorized | დატოვე კომენტარი

ყველაფერს ვამჩნევ – არაფერს ვიმჩნევ

თითქმის ორი თვე გავიდა, რაც ბლოგზე აღარ შემომიხედავს და აღარაფერი დამიწერია. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ პერიოდში, ბევრი რამ გაირკვა და თავისი სახელი დაერქვა; თუმცა მაინც იყო, არის და ალბათ სულ იქნება ისეთი რაღაცებიც, რაც არასოდეს გაირკვევა ბოლომდე და ალბათ ჯობია არც არასოდეს აიხსნას – ვინ, რა, როგორ, რატომ და ა.შ..

უბრალოდ დრო გადის, გადის და მით უფრო მიჩნდება უსამართლობის განცდა, რომ “საზოგადოება” იმაზე მეტს ითხოვს ზოგჯერ, ვიდრე ერგებათ, ვიდრე ეკუთვნით, ვიდრე იმსახურებენ, არადა რა მარტივი იქნებოდა ზოგჯერ ჩემნაირების მართვა, ჩემნაირებზე ზეგავლენის მოხდენა, რომ არა ის, რაც უკვე კარგა ხნის წინ გავიარე.. არ ვტრაბახობ მაგრამ “ზრდის საფეხურები” (რომელზეც ამასწინათ ვწერდი, ისე ჩამოვაყალიბე და შევასრულე, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ ამაზე აქ მეწერა, რადგან ეს იმაზე გაცილებით ინდივიდუალური აღმოჩნდა და იმდენად პირადულ კონტექსტებში, ვიდრე ზოგადად აქ ვწერ ხოლმე), შეიძლება ითქვას პირველი საფეხურიდან ერთი ნახტომით ბოლოში გავედი და ერთ რამეს მივხვდი – ზოგჯერ ადამიანები იმდენად სულმდაბლები არიან, რომ მე მესმის იმათი ვისაც ანთროპოფობია ჭირს და მგონი საკმაოდ საფუძვლიანადაც.. Continue reading

Categories: My Life | Tags: , , , , , , , , , | 2 Comments

let’s get lost..

ყველაზე პირდაპირი ადამიანებიც კი არ ლაპარაკობენ იმას, რაც ნამდვილად უნდათ რომ თქვან და ყვველაზე თამამი ადამიანებიც კი არ ამბობენ იმას, რაც სინამდვილეში აქვთ სათქმელი.. “ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების” – ეს ამ ორმა წინადადებამ გამახსენა და ერთი-ერთშია ის, რაც მთელი ამბებით და პატარ-პატარა ისტორიებით მინდოდა დამეწერა.. ხო, ყველამ კარგად ვიცით (მეტ-ნაკლებად), რომ ყველაზე მეტ შეცდომას ის უშვებს, ვინც ბევრს ლაპარაკობს და სამწუხაროდ ყველაზე ნაკლებად ის განიცდის ამას, ვინც უსმენს.. არაფერი პირადული – ეს ისე..🙂

..რამდენიმე კვირის წინ საკუთარი თავი გამახსენეს იმ პერიოდში, როცა პირველად აღმოვაჩინე, როცა მივხვდი და როცა ბოლომდე გავიაზრე – რომ ნამდვილად მიყვარდა; მაშინ გაცილებით ემოციური, მორცხვი და მორიდებული ვიყავი, ვიდრე ეხლა ვარ მაგრამ ამის თქმა მაინც არ გამჭირვებია.. ხოდა, დღეს მთელი დღეა ვავლებ პარალელებს ჩემსა და მას შორის და გულწრფელად მეცინება, რადგან მეც რამდენიმე დღის წინ ისეთივე რეაქცია მქონდა, როგორც მას – და მე მიკვირდა მაშინ, რატომ ეჩვენება წარმოუდგენლად, ან საერთოდ, ხომ არ გონია ვატყუებ მეთქი🙂 Continue reading

Categories: My Life | Tags: , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები

ძალიან ბევრჯერ დამიშვია შეცდომა და ერთ გუბეში ორჯერაც გამიტოპია, ხშირად სამჯერაც და მეტჯერაც მაგრამ არასოდეს, არასოდეს მითამაშია ის პიროვნება და ის ტიპაჟი, რომელიც არ ვარ და არც მინდა რომ ვიყო.. იმას რომ ეჭვიანი საერთოდ არ ვარ – აქამდე ჩემს მოკრძალებულად მცირე დადებით თვისებებში ერთ-ერთ მთავარ თვისებად ვთვლიდი, თურმე მართალი არ ვყოფილვარ და ესეც უარყოფითი აღმოჩნდა, ოღონდ ამას ეხლა მივხვდი, გვიან🙂 თუმცა არასოდეს, არაფრის გამო არ დავიწყებ (ყალბ) ეჭვიანობას და იმ მარაზმს, რაც სხვისი მძულს და გამოცდილებიდან ვიცი – რაც არის!!.. არასოდეს გამჩენია ეს განცდა და ეს სულაც არ არის ზედმეტად თვითდაჯერებულობის ბრალი, ეს უბრალოდ ნდობის ფაქტორია, მეტი არაფერი, აი ეს არის ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა.. სამწუხაროდ ზოგს ურჩევნია ეჭვიანობის სცენები დადგა, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ იგრძნოს, რომ დაინახოს, რომ დაიჯეროს – რომ ის სულ ერთი არ არის შენთვის.. Continue reading

Categories: My Life | Tags: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ზრდის II საფეხური – საკუთარი თავისთვის

უკვე რამდენი დრო გავიდა, რაც სხვაზე, არავისზე აღარ მიფიქრია, არცერთ კონტექსტში.. აი თუნდაც ეხლა – წარმოდგენა არ მაქვს ვისთვის ვწერ პოსტს, რატომ ვწერ, ვინ წაიკითხავს, ან ვინ მინდა რომ წაიკითხოს, საერთოდ წაიკითხავენ თუ არა.. პიანინოზე, გიტარაზე მუსიკას ვისთვის ვწერ, ათასში ერთხელ ვისთვის ან რატომ ვხატავ ხოლმე.. რატომ ან ვისთვის ვწერ თუნდაც წიგნს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბოლოს ალბათ დღის სინათლეს ვერც და არც იხილავს, ჩემივე გადაწყვეტილებით.. ეს მხოლოდ რამდენიმე პრიმიტიული მაგალითია, თუმცა საკმაოდ დიდი ხანია უკვე “სხვის” ან “სხვების” გამო აღარაფერს ვაკეთებ.. DSC03145ddffგულწრფელი ვიქნები და ვიტყვი – პირველ რიგში ჯერ საკუთარი თავისთვის ვწერ, საკუთარი სიამოვნებისთვის ვწერ მუსიკას (ვისთვის კარგს, ვისთვის როგორ), ვხატავ ნახატს და ამ პოსტსაც არავის ვუძღვნი, რა თქმა უნდა..🙂 ალბათ იმიტომ რომ საბოლოოდ არავინ არაფერს არ მიფასებს და ამას ეხლა მივხვდი, ან ალბათ იმიტომაც რომ ახალ წელს ჩაფიქრებული/დაგეგმილი “საკუთარი თავისთვის” დავიწყე ცხოვრება, რაც მსიამოვნებს, რაც მინდა და რასაც ადრე ვერ ვამჩნდევდი.. მარტივად რომ ვთქვა – იმ თხოვნაზე, რომელიც მაინცდამაინც “არ მეპიტნავება”, თავის მთხოვნელიანად – უარის თქმა ვისწავლე, რაც მაინცდამაინც დიდად საამაყო არ არის, თუმცა.. Continue reading

Categories: My Life | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

კიდევ ერთხელ, უკანასკნელად და სამუდამოდ!!..

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა მაგრამ ვერ გადამიწყვეტია დავწერო თუ არა, დავწერო თუ არა.. ზოგჯერ მავიწყდება კიდეც ბლოგერი რომ ვარ, საერთოდ, საკუთარ თავს, როგორც ბლოგერად ვერასოდეს აღვიქვამდი, ამ ბოლო დროს ხომ მითუმეტეს.. ბლოგერი რა, უბრალოდ ზოგადი თემებიდან, დროთა განმავლობაში საკუთარ პირადზე წერა დავიწყე, ბევრი რამე მაქვს დაწერილი, უამრავი პირადი ისტორია მაქვს მოყოლილი, ზოგჯერ უპრინციპოდ გულახდილი და პრინციპულად პირდაპირი ვიყავი პოსტებში, რამდენიმე საიდუმლოც კი მექნება ალბათ სადმე გაპარული, დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა თავის დროზე მაგრამ არასოდეს, არასოდეს მიფიქრია ამდენი დამეწერა თუ არა პოსტი.. ჯერ ერთი, ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის მაშინ ვწერდი, როცა ნამდვილად “მეწერინებოდა” და მეორეც, ალბათ მარტივი იყო ადრე წერა საკუთარ ცხოვრებაზე, როცა არაფერი ხდებოდა მნიშვნელოვანი..

კაცმა რომ თქვას არც ახლა ხდება რაიმე გრანდიოზული მაგრამ “გაზრდის საფეხურებიდან” დაწყებული და მას მერე აწრიალებული საკუთარი tumblr_m3lx02M1C91qe4vldo1_500თავი იმდენჯერ დავიჭირე სულ სხვა პიროვნებად გადაქცეული, რომ გამკვირვებია და გამიფიქრია: -ჰმ, ამას ხომ ადრე არ ვიტყოდი, არ გავაკეთებდი, არც კი მომაფიქრდებოდა.. და “ზრდის” ამ პროცესებით კმაყოფილი, ზოგჯერ იმედგაცრუებულიც, ინსტიქტურად ისევ ნოსტალგიებში ვვარდები ხოლმე.. შემდეგ კი, რაღა თქმა უნდა, ეჯახება ძველი და ახალი, ნაცნობი და უცნობი, სასიამოვნო და არასასიამოვნო, მოულოდნელი და მოსალოდნელი, საყვარელი და არც ისე კარგი ადამიანები ერთმანეთს – თავისი უცნაური, გაუცნობიერებელი საზომი შკალის ერთეულით და ვრწმუნდები, რომ ყველაფერი ამ ქვეყნად მართლაც ფარდობითია.. დრო კი, ჰოი საოცრებავ, მართლაც წარმავალი, მოკლედ სიტყვების (და ჩემი ალბათ ბევრისთვის გაუგებარი წინადადებების) ზედმეტი რახარუხით რომ არ გავაგრძელო, მე გადავწყვიტე დამეწერა!!..

კიდევ ერთხელ, უკანსკნელად და სამუდამოდ!!.. Continue reading

Categories: My Life | Tags: , , , , , , , , , , , | 3 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: