ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ VS პროფილი

„ღამის შოუს სტუდიის“ და ნანუკა ჟორჟოლიანის ერთობლივი, ყოველკვირეული, არაპოლიტიკური თოქ–შოუ, რომელიც ეთერში გადის ყოველ სამშაბათს, საღამოს 22 საათზე, „იმედის“ არხზე.


გადაცემა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ !!! თითქოს კატეგორიული ტონია, მაგრამ რეალურად თხოვნა, ხალხმა უყუროს გადაცემას, რომელიც მხოლოდ მათ განწყობაზე ზრუნავს! უყუროს გადაცემას, სადაც ყველაფერი არაფორმალური, ბუნებრივი და გულწრფელია.
სწორედ ამ ჩანაფიქრს მოჰყვა კრიტიკა და გაუგებრობა, მაშინ, როდესაც „ნანუკას შოუ” ეთერში გავიდა. მაყურებელმა, რომელიც კარგად დავარცხნილ, ქუსლებიან ფეხსაცმელზე დამდგარ წამყვანს იყო მიჩვეული დასვა კითხვა – რა არის ეს? ან სად არის პიჯაკი? ან გაზეპირებული ტექსტები, რომელიც წამყვანს არ უნდა ეშლებოდეს.
პასუხი მარტივია. უბრალოდ არ არის. აქ არის ის, რაც რეალურად ხდება, არავინ გარწმუნებთ, რომ ჟურნალისტს არაფერი ეშლება. აქ არ ჰყვებიან ისტორიებს, რომლებიც ბევრჯერ მოგისმენიათ და აქ არ ცდილობენ გაგაცნონ, ან შეგახსენონ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.
ეს ყველაფერი კი არაფორმალურად, ჩვეულებრივ ხდება. ისე, როგორც რეალურად, თითქოს თქვენთან გადაცემის წამყვანი სტუმრად მოდის რამდენიმე მეგობართან ერთად.
მხოლოდ კვირაში ერთხელ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გაგართოთ!

და განახლებული “პროფილის” მესამე სეზონი. “პროფილი” პირველი არაპოლიტიკური ტოქშოუა, რომელმაც ყველაზე რეიტინგული გადაცემის სტატუსი 2 წლის განმავლობაში შეინარჩუნა. 

ახალ სეზონში – კვლავ გამორჩეულად გულახდილი ისტორიები, მუსიკალური პრემიერები, უცნობი გმირები და ყველა დროის ვარსკვლავები… ადამიანების ბედს ჩვენ კვლავ თქვენთან ერთად ვცვლით.

გადაცემის სტუმრები ყველაზე პირადულს თქვენ განდობენ. ყველაფერი ის, რაც გიყვართ და გენატრებათ, მხოლოდ ჩვენთან და მხოლოდ ჩვენი მაყურებლისათვის.

რით გავს ან რითი განსხვავდება ეს ორი შოუ? დავიწყოთ წამყვანებით, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ხასიათებით ასევე ჩაცმულობით, ნანუკა თამამი და ზოგჯერ ინტრიგანი, მაია კი ზედმეტად მორცხვი და რეალისტი… პროფილში სენტიმენტალური თემები, რომელსაც ცრემლები მოსდევს, ამიტომ საზოგადოებამ პროფილი გააიგივა ტირილთან და ცრემლებთან… ნანუკას შოუ კი სულ მხიარული, უდარდელი და ჭორებით აღსავსე, ამით კი მიიზიდა ცნობისმოყვარე დიასახლისები, რომლებსაც აინტერესებთ ყველა და ყველაფერი… ნანუკას შოუს ყავს კიდევ ერთი “ვითომ D.J” როსტო, რომელიც დღემდე ვერ გაუგია მაყურებელს რას აკეთებს, ან რა ფუნქცია აკისრია. ასევე ძაღლი სახელად ბუბუ, რომელიც არაფერს აკეთებს გარდა სტუმრების დაშინების და მის ფეხებთან კოტრიალის გარდა… მაია კი მარტო, სტუმრებთან და სტუდიაში დამსწრე მაყურებელთან ერთად ცდილობს გაამართლოს ამ 2 წლის განმავლობაში დამსახურებული რეიტინგი… ნანუკას შოუში მე ჯერ არ მომისმენია დარდიმანდული ქართული სიმღერა, ხოლო პროფილში Hip-Hop, გამომდინარე აქედან გემოვნებას ნუ შევეხებით 🙂 მოკლედ ეს ორი გადაცემა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა შეიძლება გაიგივება მხოლოდ იმით რომ ორივე არაპოლიტიკური და გასართობი გადაცემაა..

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ VS პროფილი

  1. ann

    hmm.. es nanukas vitom gulwrfeloba da a.sh sulac ar momwons.. sheidzleba iyo bunebrivi,magram dzlit bunebrivoba ar momwons .. es chemi azria.. arc maia momwons 😀 (ra pretenziuli var ) martalia axali varcxniloba mouxda,magram.. isev is maiaa mainc :p 😀

  2. likuna

    ar momwons ki ara, mezizgeba nanukas shou. ra gulwrfeloba, ras ambobt.nanuka ar tamasobso… me ki mgonia rom yvelaze metad eg tamashob bunebrivi adamianis rols rac magrat ar uxdeba. magxela qali 15 wlis mozardivit icvams da azrovnebs, me magari sazizgroba mgonia da ra vqna? tviton ki ar unda gaidzaxodes bunebrivi da ushualo varo, xalxma unda tqvas.me ki jerjerobit mzgavsic araferi gamigia da imedi maq mase iqneba yoveltvis.ai, maia ufro sayvarelia,martla bunebrivia da reaqciebic bunebrivad etyoba xilme . maia yoveltvis maiad darcheba, araambiciur da sayvarel adamianad, ar gamikvirdeba nanukam dzegli ro daidgas tavisuflebis moedanze.arajansagi ambicia yoveltvis iwvevs agresias!

  3. გამოხმაურება: ბლოგი 1 წლისაა ^^ « Kakhi's World

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: