ვინ არის ჩე გევარა??

როცა პირველად გამოჩნდა მაისურებზე, ქუდებზე, ჯინსების მარკებზე და ასევე სხვადასხვა აქსესუარებზე ვიღაც უცხო კაცის სურათი ახალგაზრდებმა დასვეს შეკითხვა – ვინ არის?? : )) ხოდა ამას მოყვა ბევრი ვარაუდი, ხან რომელიღაც რეკლამის სახე იყო, ხან სიმპატიური მოდელი და ხანაც მომღერალიც ეგონათ, მაგრამ როგოღაც გაიგეს რომ ეს იყო ჩე გევარა, შედგემ მოიძიეს ინფორმაციები ამ ადამიანის შესახებ და გაიგეს რომ ეს ადამიანი იყო გმირი, ხოლო ვინც არ იცით თუ როგორ მიიღო ეს წოდება მან ახლავე გაგაცნობთ…

მისი სრული სახელი და გვარია ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა, დაიბადა 14 ივნისს 1928 წელს, საყოველთაოდ ცნობილია როგორც “ჩე გევარა“, ან “ელ ჩე” იყო არგენტინელი ექიმი,მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი. გევარა ფიდელ კასტროს 26 ივლისის მოძრაობის წევრი იყო, რომელმაც 1959 წელს კუბაში მთავრობის გადატრიალება მოახდინა. ახალ მთავრობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პოსზე სამსახურისა და პარტიზანული ომის თეორიასა და პრაქტიკაზე რამდენიმე წიგნის დაწერის შემდეგ გევარა კუბას ტოვებს 1965 წელს, რათა რევოლუციურ გარდაქმნებში დახმარებოდა ჯერ კონგო-კინშასას (შემდგომში წოდებული კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), ხოლო შემდეგ კიბოლივიის პარტიზანებს, სადაც ის აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ მოწყობილი სამხედრო ოპერაციის შედეგად დაკავებულ იქნა. დაჭერის შემდეგ აგენტი ფელიქს როდრიგესის ცნობით მან გევარა დაკითხა და ბოლივიელ ჯარისკაცებს გადასცა მისთვის სიკვდილის განაჩენის სისრულეში მოსაყვანად. გევარა ბოლოვიის არმიის ჯარისკაცთა ხელში გარდაიცვალა ლა-ჰიგერაში, ვალეგრანდესთან, 1967 წლის 9 ოქტომბერს. სიკვდილის შემდეგ, გევარა მყისვე მსოფლიო სოციალისტური რევოლუციური მოძრაობების გმირი ხდება. მას უნდოდა ინჟინერი გამხდარიყო, მაგრამ მას შემდეგ რაც თავის მეგობართან ერთად იმოგზაურა არგენტინის გარშემო და ნახა თუ როგორ პირობებში ცხოვრობდა თავისი მოძმე ხალხი, გადაწყვიტა გამხდარიყო ექიმი რათა ცოტათი მაინც დახმარებოდა ხალხს და შეემსუბუქებინა მათი მძიმე მდგომარეობა. ალბერტო კონდას გევარას ფოტო მისი მრავალი მოდიფიკაციით მთელ მსოფლიოში გავრცელდა და “მე-20 საუკუნის სიმბოლო და მსოფლიოში ყველაზე განთქმული ფოტოსურათი” გახდა. სიმღერა ჩე გევარას…

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “ვინ არის ჩე გევარა??

  1. თამარა

    მომეწონაააა!… ჩე გევარა მართლაც რომ ნამდვილი გმირი იყო…

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: