რა არის სიბერე?? “მეც დავბერდები”

სიბერე – მაინც რა არის ასეთი??

სიბერე ალბათ სწორედ ის დროა როცა ყველა თავის ცხოვრებას გადახედავს, გაიხსენებს, დაფიქრება და შეაჯამებს რა უკეთებია კარგი და რა ცუდი, მიხვდება რა ადამიანია, როგორი მაგალითი იყო მომავალი თაობებისთვის. სიბერე ალბათ ის დროა როცა უნდა თქვა და გააკეთო ის რისიც ახალგაზრდობაში გეშინოდა, როცა წარსულში დაშვებული შეცდომები აღიარო და მოინანიო, როცა არაფერი დაგრჩენია გარდა იმისა მომავალ თაობაზე იზრუნო. მაინც რა არის ადამიანი?? რომ იბადება – ტირის, გარშემომყფთ ყველას უხარია, რომ მოკვდება კი ყველა მოთქვამს მის გარდა… სიბერე ყოველთვის ასოცირდება ჭაღარა თმასთან, დაღლილ-დანაოჭებულ კანთან და რა თქმა უნდა სიკვდილის მოახლოებასთან. სიბერე ის დროა როცა უბრალოდ უნდა დაჯდე და დატკბე განვლილი ცხოვრების მოგონებებით, დაკარგული მეგობრების, ლამაზი დღეების, მხიარული თავგადასავლების გახსენებით, მაშინ ყველა წყენა და ტკივილი გავიწყდება ალბათ… მოხუცი რატომღაც დღევანდელ მოზარდებში დაჩაგრულია, თუნდაც ერთ მაგალითს გეტყვით: მეეზოვე ქუჩას გვიდა, გვერძე სკამზე ახალგაზრდა წყვილი ისხდნენ და მოურიდებლად ეალერსებოდნენ ერთმანეთს, მოხუცი იმ ადგილს მიუახლოვდა ბიჭმა კი აგრესიულად მიმართა -გადი რა ქალო იქით მოგავე!…  ქალს რა თქმა უნდა ეწყინა მაგრამ მაინც დალოცა -კარგი შვილო, ოღონდ შენ იყავ კარგად… განა ეს ცოტაა?? ასე რომ სანამ დროა გავუფრთხილდეთ, მათ მხოლოდ ელემენტარული ყურადღება და პატივისცემა სჭირდებათ, ხომ მათი დამსახურებაა თუნდაც აქამდე რომ მოვედით, ზოგს ალბათ ზედმეტად სენტიმენტალური გეგონებით მაგრამ ქუჩაში იმდენ ამაზრზენ ფაქტს წავსწრებილვარ რომ არ შემეძლო ეს პოსტი არ დამეწერა…

უბრალოდ გვახსოვდეს ყველას რომ “ჩვენც დავბერდებით”

და მაშინ მოვიმკით რასაც დავსთესავთ…

ლევ ტოლსტოისიბერე სულ ორი ნაბიჯით უსწრებს სიკვდილს…

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , | 4 Comments

პოსტის ნავიგაცია

4 thoughts on “რა არის სიბერე?? “მეც დავბერდები”

  1. ძალიან კარგად წერ. ყოჩაღ ესე გააგრძელე 🙂

  2. სხვათაშორის მაგაზე ბევრს ვფიქრობ, ჩვენც რომ დავბერდებით იმას ვგულისხმობ და ლამის დეპრესიამ შემიპყროს რომ წარმოვიდგენ როგორ ჩამირბენენ ახალგაზრდები გვერდით და მე რო მივჩანჩალებ … :შ
    მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ალბათ ასეთი დეპრესიული არ იქნება : )

  3. აუ რა დრო იქნეაბ რომ დავბერდები დაჩლიფინს დავიწყებ რა,,,, ;დ :დ მერე პროტეზი და კორეგა აუჰ :დ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: