My New Year’s Day

ახალი წელი. ეს დღესასწაული ჩემს დაბადების დღეზე მეტად მიყვარს, ამ დღეს არანორმალურად ბედნიერი ვარ. ტრადიციად მქონდა ოჯახში შეხვედრა, დალოცვა და შემდეგ მეგობრებთან მოკურცხვლა 😀 მაგრამ ეს ბოლო 2 წელი ქუჩაში შევხვდი და არც ისე ცუდად, თოვლის ფიფქები, ფეერვერკი, ცოტა სასმელი, სიმღერა, საყვარელი ადამიანები და მათ სახეზე ბედნიერი ღიმილი, მოდი და ნუ იქნები ამ დღეს შენც ბედნიერი 🙂 თოვლის ბაბუის ბავშვობაშივე არ მჯეროდა და მშობლებთან ვაწყობდი საქმეებს თუ რა საჩუქარი უნდა მოეტანა თოვლის ბაბუას. ნაძვის ხის მორთვა ყოველთვის მეზარებოდა მაგრამ ყოველ წელს მაინც მე ვრთავდი ჩემი გემოვნებით. ერთდაერთი რაც მაღიზიანებს ახალი წლის წინა დღეებში ეს გაუთავებელი ასაფეთქებლების ბათქა-ბუთქია 😀 ახალ წელს ბევრი დალევა არ მიყვარს,  მირჩევნია ფხიზელი თვალით გავერთო.  საჩუქრებს რაც შეეხება უბრალოდ იმდენი მეგობარი მყავს და იმდენი ვიყრით ერთად თავს ახალ წელს რომ ყველას რომ რაღაც ვაჩუქო მართლა გავკოტრდები, ღმერთმა გვამრავლოს 😀 დამდეგ ახალ წელს ანუ 31 დეკემბერს დილიდანვე ვემზადები ახალი წლის შესახვედრად, რომ გითხრათ სარკეში ვტრიალებ და ვიპრანჭებითქო მოგატყუებთ მგრამ ვცდილობ საუკეთესოდ გამოვიყურებოდე განსაკუთრებით ამ დღეს 😀 მოკლედ სულ ეს არის ჩემი ახალი წელი რომელიც ერთი დღით ბედნიერს მხდის.

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “My New Year’s Day

  1. სიმართლე, რომ გითხრა მაინცდამაინც არ ვიკლავ ხოლმე მომზადებით თავს, მაგრამ წელს რაღაც სხვანაირად ველოდები მეც ახალ წელს და შენმა პოსტმა უფრო გამიმძაფრა მოლოდინი, გილოცავ დამდეგ ახალ წელს და გისურვები შენი ოცნებების ასრულებას :)) და გიტოვებ ჩემს საყვარელ ფრაზას : Make a wish and your Dreams always come true… :))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: