ოცნებას კაცი არ მოუკლავსო

დღესდღეისობით ბევრი ოცნება მაქვს, ზოგიერთის ასრულებამდე ცოტაღა მიკლია, თუმცა არის ისეთი ოცნებებიც რომლებსაც დრო სჭირდება. ახალგაზრდებს ბევრი ოცნება აქვთ, ზოგი ძალიან მარტივი და ზოგიც ძალიან საინტერესოა, თუმცა არსებობენ ადამიანები რომლებიც პესიმისტურად არიან განწყობილები და თვლიან რომ ოცნებას არავითარი შედეგი არ მოაქვს და უბრალოდ წყლის ნაყვაა მაგრამ მაინც ხომ ნათვამია “ოცნებას კაცი არ მოუკლავსო”, ხოდა მეც მომინდა გამომეკითხა ახალგაზრდა თაობა თუ ვის რა ოცნება და მიზანი აქვს ცხოვრებაში და თითქმის უმეტესობას საზღვარგარეთ მოგზაურობა უნდა, რა თქმა უნდა არ გამკვირვებია თუმცა იყო ერთი ახალგაზრდა გოგონა (რომელმაც არ ისურვა მისი სახელი და ფოტო დამედო პოსტში) რომელმაც განმიცხადა მინდა ამ დაწყევლილ ქვეყნიდან გავაღწიოო (საქართველოს გულისხმობდა) და სადმე სხვაგან “არ აქვს მნიშვნელობა” ვიცოხვროო, აქ კი ჩემი სეხნიას ერთერთი საინტერესო პოსტი გამახსენდა და ვაჩვენე მაგრამ პასუხი აღარ მოუწერია. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო თვითონ ნახეთ თუ რაზე ოცნებობენ, ანუ რა მიზნები აქვთ ცხოვრებაში ახალგაზრდეებს =)) 

ანრი

ანრი

-არ ვოცნებობ ძმაო არაფერზე, რადგან დავიბადე ესეიგი რაღაც უნდა შევქმნა, ხოდა შევქმნი კიდეც, მაგას ოცნება არ უშველის მაგას ქმედება უნდა. ერთმა არაბმა იცი რა თქვა? ნეტა ის მომცა ქართველი რომ მეორეთ ინატრებსო! აბა ერთხელ ინატრე, მერე კარგად დაფიქრდი, დათვალე რას იყიდიდი და ისე გამოვა რომ არ გეყოფოდა, ხოდა აი მეორეთ რომ ინატრებდი ის უნდოდა იმ არაბს რა. ჩემი მიზანი ცხოვრებაში და არა ოცნება ის არის რომ უნდა შევქმნა, ავაშენო, დავეხმარო და ვიმეგობრო.

ანანო

ანანო

-ბრაზილიაზე ძაან არაფერი, რავი მემგონი ეგრე მაგრა ეხლა არაფერი არ მინდა, ქრისტეს ქანდაკების ნახვა მინდა ძაან. და სხვა ოცნებებს რაც შეეხება ზუსტად ვიცი რომ ცხოვრებაში მექნება 2 წამი ყველაზე ბედნიერი ალბათ,ნუ შეიძლება 10იც მქონდა და 700იცმაგრამ დღეს ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ რომ ყველაზე ბედნიერი ვიქნები ორ მომენტში,ერთი როცა ვიმშობიარებ და შვილს მუცელზე დამიწვენენ და მეორე როცა ბრაზილიაში ქრისტეს ქანდაკებასთან ხელგაშლილი ვიდგები. აი ესეც ჩემი ორად ორი ოცნება =))

კახა

კახა

-ვოცნებობ დიდ და ლამაზ სიყვარულზე, მინდა ისე ვუყვარდე როგორც მე შემიძლია სიყვარული, დაუსრულებლად, გიჟურად, გაუნელებლად… მინდა ისეთი ადამიანი იყოს ჩემს გვერდით ვინც ყველაფერში გამიგებს და ვეყვარები ისე როგორც მე შემიძლია. მატერიალური ოცნებები ხშირად მისრულდება და ამისრულდება ყოველთვის, ასე რომ ჩემტვის დავიტოვებ, სულ რამდენიმე წელიწადში ზუსტად ვიცი რომ ვიქნები წარმატებული კარიერის მქონე ადამიანი, მექნება დიდი სახლი ამერიკაში და საკუთარი თვითმფრინავი. დანარჩენი რა გითხრა, ისიც ვიცი რომ ვიმოგზაურებ ძალიან ბევრს.

ნინი

ნინი

-რაზე ვოცნებობ და ვინც მე მიყვარს ოდესმე შემიყვარებდეს = )) ნუ რავიი, ჩემი საკუთარი სახლი რო მქონდეს, პატარაც რომ იყოს მაგრამ კარგად მოწყობილი და საყვარელი  =)) ბევრი ფული, შესაბამისად მეყოლებოდა ჩემი საყვარელი ავტომობილი, ვიქნებოდი უფრო მეტად ქველმოქმედი და რაც ყველაზე ძალიან მინდა აღარ დავინახავდი ქუჩაში ამდენ გაჭირვებულ ღარიბ ადამიანს.

no name

no name

-იცი რა კახი? მე ვიყო კარგად, ჩემი საყვარელი ადამიანები იყვნენ კარგად და საქართველოს გარდა ყველგან ვიცხოვრებდი. არ ღირს ჩამოთვლა სავარაუდო ქვეყნების რადგან ძალიან დიდი სია გამომივა. არ მინდა ამ ჩამორჩენილ ქვეყანას შევალიო ჩემი ცხოვრება და საქართველოში “ამოვლპე”, მინდა ცივილიზაციაში გავიდე და უკან არასდროს მოვიხედო, მე ეს არ შემრცხვება რომ ვთქვა ქართველი ვარმეთქი უბრალოდ არ მინდა საქართველოში ცხოვრება, ადრე არასდროს მინატრია “ნეტავი სხვა ქვეყანაში დავბადებულიყავიმეთქი” მაგრამ ახლა მინდა რომ სხვაგან ვიცხოვრო, რა თქმა უნდა ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად, თან ისე რომ არაფერი მაკლდეს… აი ეს არის ჩემი ოცნება, საკმაოდ არაპატრიოტულია მაგრამ ფაქტია…

ანუკი

ანუკი

-ვოცნებობ იმას რომ ვიცოდე სხვაზე მეტი და ვიცხოვრო ბედნიერად ჩემს საყვარელ გერმანიაში =)) სხვა პატარპატარა ოცნებებიც ბევრი მაქვს მაგრამ მთავარი მიზნები მხოლოდ გერმანიას უკავშირდება.

სულ ეს იყო. ვიცი რა თქმა უნდა უფრო საინტერესო, მაშტაბური და ლამაზი ოცნებებიც აქვთ ახალგაზრდებს მაგრამ ვინადიან პოსტი დაიწერა გამთენიისას 6სთ-ზე, შესაბამისად ვერ დავეკონტაქტე ყველას ოცნებების გამოსაკითხად =)) ასე რომ ჩვენი რესურსებიდან გამოდინარე ვთვლი რომ ახალგაზრდებში მთავარი მაინც ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა და ყველაფრის მიუხედავად მაინც ფულია (რითაც ყველა ოცნებას ვერა მაგრამ უმეტეს ნაწილს მაინც აისრულებ) 🙂

Advertisements
Categories: გამოკითხვები, თინეიჯერები, ინტერვიუ/რესპოდენტი | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “ოცნებას კაცი არ მოუკლავსო

  1. მაგარია! 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: