ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდეო!

დიდი ხანი ვფიქრობდი ეს პოსტი დამეწერა თუ არა რადგან თემამ ისე აღმაშფოთა და გადამრია მეშინოდა ცხელ გულზე ზედმეტი არ მომსვლოდა, ზედმეტად მწვავე არ გამოსულიყო და შემდეგ არ მენანა მაგრამ გულში ვერ ვაჩერებ და დავიცალო მირჩევნია, ბევრი ალბათ შემეწინააღდეგება, პირიქით მე გამაკრიტიკებს მაგრამ რა ვქნა “ყველას თავისი აზროვნება და ლოგიკა გვაქვს”.

დავიწყოთ იმით რომ სრულიად შემთხვევით ნოჩურას ბლოგზე გადავაწყდი პოსტს რომელიც ასახავდა საქართველოში უამრავ გაჭირვებულ ოჯახთაგან ერთერთს, მათ უმძიმეს პირობებს, ოჯახი 9 სულისგან შედგება- დედა, მამა და 7 მცირეწლოვანი ბავშვისგან, რომელიც დახმარებას ითხოვენ სახელმწიფოსგან და უკმაყოფილონი არიან ფონდ “იავნანას” საჩუქრით, რომელმაც საზოგადოების გულისხმიერების დახმარებით მათ ბინა გადასცა. ოჯახი სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში სოციალურ დახმარებას 220 ლარს იღებს რომელიც თვიდან თვემდე ძლივს ყოფნის, ისიც მხოლოდ პურის საყიდლად. არცერთ მცირეწლოვან ბავშვს არ აქვს ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი, თბილი ლოგინი და მთელი დღის გატარება ცივ და გაყინულ ბეტონზე უწევთ. ოჯახს თავი მეზობლების დახმარებით და ქველმოქმედებით გააქვს. მათი მთელი ქონება 4 დანგრეული საწოლი, 1 მაგიდა, 2 მორყეული სკამი და შავ – თეთრი ტელევიზორია, რომელიც ოჯახს ერთ-ერთმა არასამთავრობომ აჩუქა.

მაია სიფრაშვილი (ბავშვების დედა)

მაია სიფრაშვილი (ბავშვების დედა)

მაია სიფრაშვილი (ოჯახის დიასახლლისი) – „პური არც ახლა გვაქვს. კარტოფილი მეზობელმა მომცა და იმას ვხარშავ. მეზობელმა მომცა ცოტა ყურძნის წვენიც და თათარა გავაკეთე. დღეს მოხარშული კარტოფილი და თათარა უნდა ვჭამოთ. სარეცხის ფხვნილი 3 თვეა არ მიყიდია და მეზობლებმა რა ტანსაცმელიც გვაჩუქეს, დასარეცხი ყრია. ანაგაში ყველა მაღაზიაში ვალი მაქვს. ფეხსაცმელი არცერთ ბავშვს არ აქვს. არც საწოლი გვაქვს და არც ლოგინი. სიცივისგან ლამის გავიყინოთ“

ავთანდილ სიფრაშვილი, ბავშვების მამა

ავთანდილ სიფრაშვილი, ბავშვების მამა

ავთანდილ სიფრაშვილი (ბავშვების მამა) – „შეშას ვერ ვყიდულობთ და ტოტებს ტყიდან ყოველდღე ზურგით ვეზიდები. ბევრის მოტანა არ შემიძლია და რაც მომაქვს, რამდენიმე საათი გვყოფნის. ნაგავზე მუყაოს ყუთებს, მანქანის საბურავებს ვაგროვებთ და იმას ვწვავთ. ბავშვები სულ გამურულები არიან, რეზინი რომ იწვის შავი კვამლი აქვს და ოთახში სუნთქვაც კი გვიჭირს“.

ძალიან მიჭირს ამის თქმა მაგრამ რაც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ოფიციალურ საიტზე – საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ გამოხმაურება ამ ფაქტთის შესახებ წავიკითხე მით უფრო დავრწმუნდი რომ მშობლები არაფერს აკეთებენ, არც ცდილობენ რომ რამეთი მაინც გამოასწორონ პირობები და რადგან ერთხელ გაუმართლათ და ფონდმა იავნანამ საზოგადოების მხარდაჭერით დაასაჩუქრა ისევ ხალხის იმედათ იბარებენ ჟურნალისტებს და აქვეყნებენ თავიანთ უმძიმეს პირობებს. აქვე მინდა გაგაცნოთ საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ გამოხმაურება ამ ფაქტთან დაკავშირებით. მე ბევრს აღარ გავაგერძელებ, თვითონ განსაჯეთ მაგრამ ყოველი მხირვ რომ მიუდგე მაინც ბავშვები ზარალდებიან მშობლების უმადურობისდა გამო! და მაინც ვიტყვი “როცა ადამიანს, კაცს არ შეგწევს ძალა შეინახო და უპატრონო ოჯახს და მითუმეტეს 7 მცირეწლოვან ბავშვს მაშინ არ უნდა იყო მხოლოდ გულისხმიერი ადამიანების ქველმოქმედების იმედად და სხვაზე დამოკიდებული, უნდა გქონდეს იმის უნარი რომ გაინძრე და თუნდაც ორი კაპიკი შემოიტანო და ღამე ბავშვები მშივრები არ დააძინო ბორბლის ნაწვავ სუნში და ნაფოტების სითბოში!” ვაღიარებ და ვნანობ რომ რასაც გავეცანი ფაქტებს ცხელ გულზე მშობლებზე გამწარებული ვიფიქრე შეგნებულად არ დავეხმარებიმეთქი მაგრამ გული აქ მეტკინა რადგან ბავშვები იჭყლიტებიან და რჩებიან ულუკმაპუროდ, მშივრები. შეძლებისდაგვარად დავეხმარები ყველანაირად მაგრამ მხოლოდ ბავშვების გამო რადგან მძულს მასეთი მუქათახორა ადამიანები როგორებიც მათი მშობრები არიან… პოსტი ძალიან გაიწელა მაგრამ საქთქმელს მოვრჩი.
აქვე სურათები მშობლებისგან დაჩაგრული ბავშვების

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდეო!

  1. mec zustad eg vtqvi rom ra daashaves bavshvebma idioti mshoblebis xelshi da zustad magitom gadavcyvite daxmareba . mshoblebs ki magrad gavamatraxebdi!

  2. ar minda uzrdelad mogechvenot, magram, amaze vityodi, tu traki ar kondat ojaxis shenaxvis, amdens ragas tyn…robdnen. bavshvebi codoebi ar arian?

    • მეც მაგას ვგულისხმობდი დასაწყისში რომ ვთქვი დიდი ხანი ვფიქრობდი და ვხარშავდი თემას. ძაან გადამლაშებული და უხამსი პოსტი რომ არ დამეწერა. რა თქმა უნდა გეთანხმები

  3. ვაჰ, შემარწუნებელია მაგრამ ერთი ვერ გავიგე, იქ რომ ფოტოებია მოცემული ასეთი დანგრეული სახლი უყიდა იავნანამ თჲ ასე როგორ გააპარტახეს?

    • არ ვიცი, რა გითხრა აბა ნიკა 🙂 ელემენტარული იავნანამ ბინა გადასცა, საცხოვრებელი ადგილი “ნორმალურ” პირობებში და მაგათ ყველაფერი მუქთა უნდოდათ ალბათ და მასე არაა არა 😡 საჭმელ-სასმელს იავნანას ფონდ სთხოვდნენ, ზამთარში შეშაზე იავნანასთან წუწუნებდნენ, ბავშვების სწვალა განათლება, ჩაცმა-დახურვაზეც იავნანას მიმართავდნენ და სინდისიც კაი პირუტყვიაო (ნათქვამია) 😐

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: