7 წელი იგივე “გარდაქმნა”

ჩაბნელებული ქუჩები, უსაქმურთა ახალგაზრდების ბირჟები, უშუქობა (გრაფიკით), დაბალი ხეფასები, დაბალი პენსიები, უგაზობა, ხშირი ქურდობის, ყაჩაღობის და ხულიგნობის შემთხვევები, ჩაბურულ შუშებიან მანქანაში “ქურდული” სიმღერები, ტანსაცმელი – ჭარბობდა შავი ფერი, პოლიციის (ჟარგონი) “ბოზები” – ვაღიაროთ რომ ბევრი რამ შეიცვალა 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ზოგი რამ უკეთესისკენ ზოგიც უარესობისკენ, ვისთვის როგორ, მაგრამ მოდი დავიწყოთ იმით რა გაკეთდა ამ დროის განმავლობაში – მუდმივი დენი, დასაქმებული ადამიანები, მერიის წარმატებული მუშაობა, გზები და სკვერები, მაღალი პენსიები, მუდმივი გაზი, პატრული რომელიც ცდილობს ყველანაირი დანაშაულის აღმოფხვრას (ზემოთ აღნიშნული (ტერმინი) “ბოზებიც” გარდაიქმნა და დღეს ქვია თანამშრომელი) და ბოლოს თითქოს საზოგადოების დამოკიდებულება ტაბუ დადებულ თემებთან ოდნავ შეიცვალა და ბოლოს ბათუმი, კიდევ რა ჩამოთვლის. 

არ ვიცი ეს რამდენად დამაკმაყოფილებელია 7 წლის მუშაობის შედეგად მაგრამ მე ვთვლი რომ ეს ცოტა არ არის, თუნდაც იმიტომ რომ წინა წლებთან შედარებით საქართველოს ბევრად მეტი ტურისტი და ინვესტორი ყავს, არ გეგონოთ მხოლოდ საზღვარგარეთიდან შემოსული ხალხი მიხაროდეს თუნდაც ეს ჩინელები, თავიანთმა ქვეყანამ რომ ვერ დაიტია და გამოყარეს! =)) ჩვენ კი როგორც ერთერთი პატარა რიცხოვანი ქვეყანა მივიღეთ, მათაც ისარგებლეს ჩვენი სტუმართმოყვარეობით და მჭიდროდ დაიდეს ბინები. სხვა გზას რომ არ დავადგეთ დავუბრუნდები იქ საიდანაც დავიწყე, დღეს აღარ ჭრის კაი ბიჭობა და ბირჟაზე დგომა სახელის დასამკვიდრებლად, ჩამონათვალში ავღნიშნე “თითქოს საზოგადოების დამოკიდებულება ტაბუ დადებულ თემებთან ოდნავ შეიცვალამეთქი” და რას ვგულისხმობდი, ადრე გოგონები თუ გიჟდებოდნენ “ქურდულ ჟარგონებზე” მოსაუბრე და ბირჟავიკ ბიჭებზე ახლა იზიდავთ განათლებული, ზრდილობიანი და საქმიანი ბიჭები, ალბათ ეს შავი ფერიც ბოლო-ბოლო ამოუვიდა ყელში, თუმცა არ შეცვლილა ერთი რამ -ამ ქართულ ესტრადას არ დაადგა საშველი =)) მე როგორც თინეჯერების დროთა აღმწერელი ავღნინავ იმასაც რომ თიეჯერებიც შეიცვალნენ, მათი ყურადღება ასეთუისე სწავლაზეა გადატანილი, სკოლებში 97% შემცირდა ზეგავლენა უფროს კლასელებისგან პატარებზე. თუმცა უცვლელი დარჩა დამოკიდებულება სიგარეტთან ანუ მინიმუმ 7 წლიდან ყოველი მეორე ეწევა. სექსს რაც შეეხება, აბა გაგებედა და ეს სიტყვა წარმოგეთქვა ქუჩაში საჯაროდ ან თუნდაც კაფეში, ყველა შენ გიყურებდა და გაოგნებულები ენა უვარდებოდათ, მაშინ ალბათ ეს მხოლოდ ტელევიზორებში არსებობდა და ისიც ზასაობა (ტერმინი ზასაობაც მგონი ახალია), ახლა?? ახლა სექსი, სექსი და მხოლოდ სექსი =)) უცვლელი დარჩა ცირკის (მარცნივ) მიმდებარე ტერიტორია =)) ეს ზოგადად მაგრამ ჩემი ცხოვრებაც ხომ შეიცვალა?? 7 წელი გავიდა მას შემდეგ ბოლო-ბოლო 😀 შევიცვალე მეც როგორც ფიზიკურად 😀 ასევე აზროვნების მხრივ, ჩამოვყალიბდი და გამიჩნდა მიზნები ცხოვრებაში რასაც ვეცდები რომ მივაღწიო, ადრე თუ ვერ ვიტანდი ჯაზს ახლა ვგიჟდები =)) ხო 7 წლის წინ როცა 5-ე კლასში ვიყავი წელს უკვე აბიტურიენტი ვარ და ვნერვიულობ =)) შევეშვი სმს ფართს რომელიც 2 წელი გრძელდებოდა, მქონდა 7 არაჩვეულებრივი დაბადების დღე და ახალი წელი 😀 ბევრი ოცნება ამიხდა და უამრავიც დამრჩა, რისთვისაც ვცოცხლობ რომ ავიხდინო და ბოლოს ჩემი აღმოჩენა ბლოგი =)) ნუ 7 წელი დიდი დროა და მნიშველოვანი გარდაქმნების ყველას ერთად გახსენება რა თქმა უნდა ძნელია =)) მომავალ პოსტამდეეე…..

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, თინეიჯერები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “7 წელი იგივე “გარდაქმნა”

  1. :)) ძალიან კარგი პოსტია მართლა. სიმართლე გითხრა რაც შეეხება “პოლოტიკას” არ გეთანხმები მაგრამ რაღაც მომენტში მართალი ხარ. კი გაიზარდა პენსიები მაგრამ სამაგიეროდ ცხოვრება გახდა უფრო ძვირი. ისე რომ ეს პენსია მიზერული ხდება. რაც შეეხება კაი ბიჭობას სამწუხაროდ ეს მოუშორებელი ჭირია საქართველოსთვის არ გეგონოს რომ ეს ყველფერი აღარ ჭრის. ნელ-ნელა ისევ ბრუნდება თუმცა ეხლა უფრო აგრესიულები ხდებიან და რაღაც სექტანტებს უფრო მაგონებენ. გოგოებზეც რა მოგახსენო მათ ყოველთვის იზიდავდათ და იზიდავთ გასროკილი ბიჭები მხოლოდ ჩემი დედას რომ გაიზძახიან და ესეც მენტალიტეტის ბრალია. რამე კარგი თუ ხდება დღეს ( არ ვგულისმობ გალამაზებულ თბილისსა და ბათუმს, მე უფრო ხალხის მენტალიტეტს ვგულისხმობ) ეს არა მერიის და ა.შ. დამსახურება არამედ დროის დამსაურებაა. ხალხმა დაიწყო საზღვარგარეთ გასვლა. მიდიან, მოწონთ, ზოგი რჩება ვისაც კი ამის საშუალება არ აქვს აქ ჩამოდის და ცდილობს საქართველო დაამსგავსოს უცხოეთს, სწორედ აქედან გამომდინარე ხდეაბ ის რომ დღეს თავისუფლად შეგიძლია ახსენო სექსი როგორც სენ თქვი. მოკლედ მთავარი მაინც მენტალიტეტია, მაგრამ მენტალიტეტი და არა ტრადიციები!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: