დარჩი ცოცხალი!

 

მოდით ღრუბლებო და მომეცით დემონის ძალა,

ღამის სიბნელემ დამიფაროს მოწმის თვალთაგან,

თქვენ დამეხმარეთ დავამარცხო ის ვინც გადარჩა

რომ მათმა სისხლმა განმიახლოს სისხლი მარადჟამს,

რომ ჩემმა სახემ არ დაკარგოს მისი მშვენება,

ამას ვლოცულობ ამისთვის გთხოვ დემონის ძალას.

მოგესალმებით, თუ უკვე წაიკითხეთ ელიზაბეთ ბათურის ლოცვა და ახლა ამ ნაწერს კითხულობთ საბედისწერო შეცდომა დაუშვით რადგან თქვენივე წარმოთქმულ სიტყვებს შეეწირებით! ზუსტად მაშინ როცა დემონის ხელი შეგეხებათ თქვენი სიკვდილი გარდაუვალი გახდება, გერუჯის ბაღში 200 წლის წინ გრაფის მეუღლემ ელიზაბეთ ბათურიმ ქალთა პანსიონი გახსნა, ის რაც ამ გოგოებს დაემართათ იმდენად შემზარავი იყო რომ ამის შესახებ ჩანაწერები ფართო საზოგადოებისათვის მკაცრად გასაიდუმლოებული დარჩა, ელიზაბეთ ბათური ერთ მშვენიერ დღეს როცა ბაღში თავისივე მოშენებულ ვარდებს ათვალიერებდა, შემთხვევით მოახლე გოგონას ხელი გაეჭრა და სისხლი დედოფალს დაეწვეთა, დედოფალი გაბრაზდა მაგრამ შენიშნა რომ მისი კანი შედარებით გაახალგაზრდავდა და დარბილდა, ამის შემდეგ მან თითქმის ყველა გოგო წამებით მოკლა და მათ სისხლში ბანაობდა. გერუჯის დემონი ისევ აღდგა, მხოლოდ ერთი შანსი გაქვს თუ მოგიახლოვდა ვარდი გადააგდე მაგრამ ამისათვის ცოცხალი უნდა დარჩე!!

ეს ფილმი “დარჩი ცოცხალი” უკვე დიდი ხანია ჩემი ფავორიტი ფილმია [ფილმის საყურებლად დააჭირეთ აქ =)) იმედია მოგეწონებათ] მისი შინაარსი მარტივია მაგრამ არა მომაბეზრებელი, ნაკლები დიალოგები და მეტი მოქმედება, სწრაფად ნვითარდება მოვლენები და ყველაზე დაძაბულ მომენტში არ წყდება კადრი, პერსონაჟები კარგად თამაშობენ და მონტაჟის არაჩვეულებრივია. პირველად რომ ვუყურე [დაახლოებით 1წლის წინ] კაი ხანი თამაშებს ვერიდებოდი, მართალია ვიცი რომ ეს არის სცენარი, კამერები და რაც მთავარია მონტაჟი მაგრამ ისეთი ზეგავლენა მოახდინა ჩემში ახლა ამ თამაშის დისკი მინდა ისე როგორც არასდროს არაფერი [რასაც აუცილებლად ვიშოვი =))] მხოლოდ ეს ფილმი არა, უამრავი ფილმი არსებობს ისეთი რომელიც ადამიანზე, უფრო სწორედ ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს და თუნდაც იცოდეს რომ ეს მხოლოდ თამაშია მაინც იჯერებს, ილუზიაში ეჩვენება და ხშირ შემთხვევაში რეალობაშიც გადმოაქვს კიდეც. ცხოვრება და კინო რომ ერთმანეთთან მჭიდრო კავშორშია ეს ყველამ ვიცით, სულაც იმით რომ უამრავი კინოა რეალურ ფაქტებზე აგებული და ასევე ბევრს ვსწავლობთ ფილმიდან, სათავგადასავლო, მელოდრამა, კომედია, დრამა, დოკუმენტური, ისტორიული, დეტექტივი და სხვა და სხვა ჟანრის ფიმებიდან.  მაგრამ ყველაზე მეტი მძაფრსიუჟეტიან ან საშინელ ფილმებიდან გვამახსოვრდება ყველაზე მძაფრი შეგრძნება და ასე რომ ვთქვათ შემზარავი პერსონაჟები რომელბიც შიშს, ცუდ შეგრძნებებს და გაზვიადებულად რომ ვთქვათ მოჩვენებებსაც კი. ფილმი ადამიანში ყველანაირ ემოციას იწვევს სიხარულს, მწუხარებას, მონატრებას და სიყვარულს. ფილმში მთავარია კარგი მსახიობი, პროფესიონალი ოპერატორები და რა თქმა უნდა კარგი მონტაჟი, ზოგჯერ მსახიობზე დიდ როლს მუსიკა თამაშობს და სწორედ მოსუკალური გაფორემაბა აღუძრავს მაყურებელს ემოციებს.

რაც შეეხება ზოგადად ქართულ კინემატოგრაფიას, ბოლო 3 წლის მანძილზე შედარებით გაუმჯობესდა მაგრამ ვერ ვიტყვით შემართებით წინ მიქრისო, მიღოღავს მაგრამ მონდომებულია აშკარად და ვნახოთ რა იქნება, თუმცა აქვე მინდა გავიხსენო ერთერთი ქართული მძაფრსიუჟეტიანი/საშიში ჟანრის ფილმი რომლის მსგავსი ჯერ არ გადაუღიათ ქართველებს და ერთადერთია, ეს არის სპამი, ემოციური და საშიში სცენარით, კარგად დამუშავებული და გაფმორმებული კადრებით, პრემიერა გასული წლის მაისში იყო თუმცა ბაზარზე ჯერ არ გამოჩენილა, მიზეზი გაურკვეველია. სულ ესაა ჩემი ორიოდე სიტყვა კინოსთან და მათგან გამოწვეული ემოციებთან დაკავშირებით.

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “დარჩი ცოცხალი!

  1. ann

    spamze amboben ar vargao, ravi.. me seazone vnaxe da momewona, araa sashishi, mara qartulis kvalobaze zedmetad kargia 😀 ❤

  2. რა ძალიან საინეტერსო პოსტები გაქვს.
    დიდი მადლობა.

  3. გამოხმაურება: ჩემი MTV და ჩემი hollywood «

  4. likamamulashvili@yahoo.com

    განსაკუთრებით დასაწყისში ლექსი მოემწონა, ძალიან გავს სიკვდლზე დაწერილ ლექსებს, შესაძლოა ავტორი სხვადასხვაა, მაგრამ სულისკვეთება ერთია :))))))))))

  5. cuga93

    მაგარი ფილმია მეც ძალიან მიყვარს 🙂 პოსტიც მომეწონა, ზოგადად მომწონს შენი პოსტები 🙂

  6. გამოხმაურება: ჩიორა «

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: