ომი – საკუთარ თავთან!

ბლოგი რომ გავხსენი პირველ რიგში ვიფიქრე პირადს არასდროს დავწერდი, მხოლოდ ზოგად თემებზე ვილაპარაკებდი და ისე გამოვიდა ჩემი ყველაფერი თინეიჯერებს გადავაბრალე, უფროსწორად დღევანდელი თინჯერების ცხოვრების აღწერაში ვწერდი ყველფაერს ჩემსას მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაზე ფიქსრისთვისაც მოვიცალე, პირველ რიგში დავრწმუნდი იმაში რომ ვარ უცნაური ხასიათის ადამიანი, ამიტომ არ მიმართლებს სიყვარულში ალბათ, თუმცა ჩემი უცნაურობა იმაში მდგომარეობს რომ ძალიან, ძალიან, მეტისმეტად სწრაფად ცვალებადი ხასიათი მაქვს, ანუ ერთ წამს თუ რაღაც არ მომწონს და უკმაყოფილო ვარ, მეორე წუთს შეიძლება სიგიჟემდე მომწონდეს, ჩემი თავის ზოგჯერ მე თვითონ არ მესმის, არ ვიცი რა მჭირს ან რატომ, როგორ დავკარგე საყვარელი ადამიანი, რომელთანაც უამრავი დრო მაქვს გატარებული და რომელსაც ხუთი თითივით ვიცნობდი. ერთადერთი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში ვისთანაც მსიამოვნებდა ურთიერთობა, მისი გარეგნობა, აზროვნება და საუბარი მიზიდავდა. აი ასე, უაზროდ “დაგვავიწყდა” ერთმანეთი. ჩემი უცნაური ხასიათის გამო ვიჩხუბეთ, თუმცა დამნაშავე ორივენი ვიყავით მაინც არ ვტყდებოდით და პრინციპულად ერთმანეთისგან ველოდებოდით პატიებას, თუმცა დრო გავიდა და ჩვენს ისევ არ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი, სულ ცოტა ხნის წინ  facebook-ზე დამამატა [მე მაშინ მყავდა 1874 მეგობარი და გადავწყვიტე წამეშალა აქედან ყველა ვისაც არ ვიცნობდი და შემთხვევით ისიც მივაყოლე, ახლა კი ვეღარც ვპოულობ რადგან მისი გვარიც კი აღარ მახსოვს]. იმიტომ მოვიყვანე ეს მაგალითი რომ ჩემს უცნაურ ხასიათს არაჩვეულებრივი, სიყვარული შეეწირა. ალბათ იტყვით ეგ სიყვარული არაა და ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან მოხდებოდაო მაგრამ ასე არაა.

შემიძლია შევიყვარო სიგიჟემდე მაგრამ დავივიწყო წამებში, შემიძლია ვაპატიო შეცდომა მაგრამ არ დამავიწყდეს წყენა და ა.შ. იცით რატომ მომინდა ამ პოსტის დაწერა? ჩემს ძველ დისკზე მისს სურათებს გადავაწყდი და 2 წლის განმავლობაში მასთან გატარებული ყოველი დღე, ღამე, საათი და წამი, მისი თითოეული სიტყვა და გაღიმებამ ყველაფერმა ერთად ჩამიქროლა თვალწინ კინო ლენტასავით და მივხვდი რომ ის დრო მომნატრებია, მაშინ 16 წლის ვიყავი, სულმთალად ბავშვი და ბევრ რამეს ალბათ ვაზვიადებდი, ბუზს სპილოდ ვაქცევდი, უაზროდ ვეჭვიანობდი ნუ “ვბავობდი” მაგრამ ახლა რომ ის დრო დაბრუნდებოდეს ყველაფერი გაცილებით სხვანაირად იქნებოდა.აი ახლაც, ვფიქრობდი პირადს არასდროს დავწერთქო და რამხელა პოსტი დამიწერია, ესეც ჩემი უცნაურობა და საკუთარ თავთან დაპირისპირება!

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 4 Comments

პოსტის ნავიგაცია

4 thoughts on “ომი – საკუთარ თავთან!

  1. გამოხმაურება: 14 თებერვლია მეშინია « Kakhi's World

  2. “უცნაური ხასიათის ადამიანი, ამიტომ არ მიმართლებს სიყვარულში ალბათ, თუმცა ჩემი უცნაურობა იმაში მდგომარეობს რომ ძალიან, ძალიან, მეტისმეტად სწრაფად ცვალებადი ხასიათი მაქვს.”- მარტო შენ არ გაწუხებს ეგ უცნაურობა, სამწუხაროდ, მეც მიმწარებს სიცოცხლეს ასე, რომ შენი მშვენივრად მესმის.მართლაც, რომ ომია საკუთარ თავთან. მაგრამ ამ უცნაურობას ჩემთან “სამოქალაქო ომი სულსა და ხორცს შორის” ჰქვია.

  3. შემიძლია შევიყვარო სიგიჟემდე მაგრამ დავივიწყო წამებში,
    yvelaze sashineleba ki piriqitaa romelic me mchirs xolme:D:D mokled unda sheeechvio mag shen ucnaurobas da roogorme gaugo mere mogvardeba yelafei:)

    • ამ პოსტის შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა და მგონი ყველაფერი შეიცვალა ^^ ეხლა რომ ვკითხულობ მიკვირს ჩემი ნაწერის 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: