ვრცელი პოსტი “თინეიჯერებზე”

ბლოგი ნაწილობრივ ეძღვნება თინეჯერებს, მათ ცხოვრებას, ინტერესებს, გართობას და მიზნებს. მეც ვწერდი, ვახასიათებდი, ვაკრიტიკებდი მაგრამ ჯერჯერობით “მე” ტაიმაუტი ავიღე და კითხვით “რას ფიქრობენ დღევანდელ თინეჯერებზე” უკვე ზრდასრულ ადამიანებისკენ გადავედი, რას ფიქრობენ ისინი დღევანდელ ახალგაზრდებზე, როგორ ფიქრობენ რა შეიცვალა წინა თაობებთან შედარებით, რა დაიკარგა და რა განვითარდა, ამაში კი ჩემი საყვარელი facebook-ის მეგობრები დამეხმარნენ, მათგან კი უამრავი საინეტერესო აზრი და მსჯელობა მოვისმინე, უამრავი შენიშვნა და მოწოდება დავაფიქსირე. რჩევები, შენიშვნები და კრიტიკა, სამწუხაროდ მეტი ვერაფერი მოვისმინე მათგან. პასუხებიდან გამომდინარე მივხვდი რომ არ უნდა იყვნენ მაინცდამიანც კმაყოფილები თინეჯერებისგან, ამაში კი ნაწილი ხელისუფლებას, ნაწილი კი არასწორ აღზრდას აბრალებს. თვლიან რომ რადიკალურად განსხვავებული თაობა მოდის. მთავრობისგან უამრავ მოულოდნელ სულპრიზთან და დაუფიქრებელ სასწავლო რეფორმებთან ერთად ეცვლებათ ფსიქიკა, ხასიათი და ხდებიან აგრესიულები, რადგან ამ სასჯელს როგორც კონტროლს ისე აღიქვამენ რაც მათ აზროვნებაზე ზეგავლენას ახდენს. თვლიან რომ მშობელი იმ პრობლემებისდა გამო რაც საქართველოში არსებობს (უმუშევრობა, მატერიალური სიდუხჭირე და სხვა) ვერ ახერხებს სწორად მიუდგეს მოზარდს, გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები და თუნდაც იყვნენ მათი მეგობრები. მათ ხომ უამრავი სხვა პრობლემა და საზრუნავიც აქვთ მაგრამ შვილთან დამოკიდებულების, ურთიერთობის კონტროლს მეტნაკლებად ახერხებენ. facebook-ზე უამარვმა მეგობარმა მომაწოდა საინტერესო მოსაზრება თუ არგუმენტი მაგრამ აქედან ორი ადამიანის დამაფიქრებელი პასუხიც საკმარისი იყო რომ პოსტის მიზანი თქვენთვის თვალნათლივ მეჩვენებინა. ქალბატონი თეას პასუხი ისეთი ამომაწურავი იყო რომ არაფერი შემეძლო მეთქვა გარდა მადლობისა, ბატონი დავიდის პასუხი კი ჩემთვის ცოტა სამსჯელოა მაგრამ ამ დროისთვის არაა საჭირო ამ თემაზე დებატები, ძალიან გამიგრძელდება სიტყვა, მოკლედ თვითონ გაეცანით ზრდასრული ადამიანების პასუხებს კითხვაზე “რას ფიქრობენ დღევანდელ თინეჯერებზე??”

თეა გიგუაშვილი -წერა საიდან დავიწყო არ ვიცი იმდენად ბევრია დღეს ჩემს ქვეყანაში პრობლემა გამოხმაურებისათვის ვეჭვობ, ან დრო და ან ენერგია გეყოს ადამიანს.
გუშინ ჩემმა ერთმა საინტერესო მეგობარმა ფეისბუქიდან კითხვა დამისვა რას ფიქრობთო თინეიჯერების პრობლემებზე, იქნებ მითხრათო თქვენი აზრი… ბევრი ვიფიქრე და ვცადე ჩამოყალიბება რამდენად გამომივა მათთვის მმინდვია.
ჩვენ კომინუსტების დროინდელი ბავშვობა გავიარეთ, თუმცა ჩემი თინეიჯერობის ასაკი ცვლილებებს დაემთხვა და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ამ პერიოდთან სამდურავი ცალსახად არ მეთქმის. ვსწავლობდით, ვერთობოდით, კაფეში დავდიოდით, საღამოებს ვაწყობდით, ჰოო რომენტიკულ საღამოებს, დისკოთეკებზე დავდიოდით, კინო და თეატრი არსებობდა მაშინ და იქაც აქტიურად დავდიოდით, ვკითხულობდით… ანუ ვცხოვრობდით!!!!
ჩემს სასწავლო ცენტრში აბიტურიენტები სწავლობენ, ისინი 17-18 წლისანი არიან. 6 წელია ვარსებობთ და 6 წელია წლიდან წლამდე იცვლებიან თაობები, მახსოვს პირველი ნაკადი ხალასი ბავშვები, კარგი აზროვნებით და ნაკლები საზრუნავით. ყველა მათთვის საინტერესო თემაზე გვიწევდა საუბარი, ტაბუს გარეშე, ეს სიახლე იყო მათთვის და მოგვენდნენ, ვუყვარდით… ოჯახად ვცხოვრობდით ლამის, ბავშვები დღეში 5-6 საათს ატარებდნენ ჩვენთან და შესაბამისად ძალიან ახლობლები ვიყავით ერთმანეთის. მსჯელობდნენ, სწავლობდნენ, დისკუსიაში შემოდიოდნენ, თავიდან გაუბედავად ლაპარაკობდნენ, მერე კი თამამად გაბედულად, საკუთარი თავის შეგრძნებით… მერე წლითი წლობით ეტყობოდათ ბავშვებს პრობლემები… ანუ თანდათან დავშორდით… თუმცა კი არ დავშორდით რაღაც ბზარი გაჩნდა, ეს ბზარი ბოლო ორი წელია რაც შევნიშნე უბრალოდ ვერ დავადგინე, ბავშვები აღარ იყვნენ ხალასები თუ ჩვენ ვეღარ ველაპარაკებოდით ისე გაბედულად და დამაჯერებლად ნათელ მომავალზე…. მერე? მერე ჩვენთან ნასამართლევი თინეიჯერები გაჩნდნენ საპროცესდო შეთანხმებით გამოშვებულები სასაცილო ბრალდებებით მაგრამ ჩემს თვალწინ ითრგუნებოდნენ ბავშვები და ვერაფერს ვშველოდი… მერე? მერე… ეს ასაკი საინტერესო ასაკია, საკუთარი თავის ძებნის, თვითდამკვიდრების და ერთ დღით აღმოვაჩინე, რომ ერთერთ ჯგუფში ხუთი ბავშვიდან ორი ლესბიანკობას ხმამაღლა ჩემულობდა, ორი ნარკომნობდა და ერთიც ათასგვარ სისულელეს სჩადიოდა, რომ რამით დაემტკიცებინა რა მაგარია, კიი გაიარა იმ ყველაფერმა კეთილი კი არადა გროტესკული დასასრულით, სულზე მივუსწარით ბიჭებს ძაალიან ბევრი ვიმუშავეთ რომ ნარკოტიკს არ გაკარებოდნენ, დამწყებები იყვნენ და გაამართლა, ჩემი ხმამაღალი ლესბიანკებიდან კი ერთერთს მეორეს ძმა შეუყვარდა არადა, არ გამოუწვევია გაოცება ჩემში მათ საქციელს მანამდე, როცა აფიშირებდნენ ერთმანეთი გვიყვარსო, ვკითხე კაცი გყვარებიათმეთქი, არაო არ მოგვწონანო დალოცვილო რაც არ იცით რა არ მოგწონთ, ჯერ სცადეთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობა და მერე გადაწყვიტეთმეთქი სექსუალური ორიენტაცია, ამ თემაზე საუბარი იოლი არ იყო, ფორმის შერჩევა სჭირდებოდა უბრალოდ, მე მივუდექი პრინციპიოთ „არაფერი განსაკუთრებული თქვენისთანები ბევრია, იქნებ ორიგინალობა სხვა რამეში გეცადათ?“ და გაამართლა ანუ თვითდამკვიდრება ყველაზე დიდი პრობლემაა დღევანდელი თინეიჯერებისათვის, არასრულფასოვნების კომპლექსი ყველაზე მძაფრად ამ ასაკას ახასიათებს და თუ არ დაითრგუნა მერე სხვადასხვა ფორმით ჰპოვებს გამოვლინებას… დათრგუნვა კი ასე იოლი არაა, აქ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ოჯახმა, საზოგადოებამ , პედაგოგმა… თუმცა მათთვის ვის გვცალია? დღევანდელ თაობას პრაქტიკულად მარტოს უწევს საკუთარი პრობლემების პირისპირ დარჩენა… ცხოვრების პირობების გაუარესებამ მათთან უფრო მეტად დაგვაშორა. ბიჭები საპირისპირო სქესთან ურთიერთობას ამ ასაკში სწავლობენ თუ ბავშვს ფინჯან ყავაზე გოგონას დაპატიჟების და გაცნობის საშუალება არა აქვს ხომ ვინმემ უნდა უთხრას რომ ყვავილის დაკრეფა მინდორშიც შეიძლება, ან მეზობლის ბაღჩაში, უარეს შემთხვევაში, ისე ყვავილებიანი კაცები მე პირადად მაინცდამაინც არასოდეს მხიბლავდა მაგრამ ურთიერთობის ხელოვნება ხომ უნდა ასწავლოს ვინმემ? ხომ უნდა აუხსნას ვინმემ რომ მათ თავს ახალი არაფერი ხდება? უბრალოდ ფორმებია შეცვლილი იქნებ ტექნოლოგიებიც? ამას თან ერთვის თაობათა ბრძოლა… ჩემს შვილს გრძელი თმა აქვს, მას მოსწონს მისი ვარცხნილობა, მე კი მაღიზიანებდა რაღაც პერიოდის განმავლობაში მაგრამ დღეს აღარ, ეს მისი გადაწყვეტილებაა მე მის გემოვნებას პატივს ვცემ. ჩემი შვილი ეწევა, მე არ მინდა ეწეოდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა არ გამოვდივარ მორალისტად ეს ხომ არაფერს შეცვლის? აი თუკი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისტი თავად ვიქნებოდი შედეგი იქნებ გამოეღო ან იქნებ არც? ამას მშობლის პოზიციიდან ვლაპარაკობ, მე ვცდილობ ჩემი შვილის მეგობარი ვიყო… პირადზე იშვიათად და მსუბუქად ვსაუბრობთ, მე ვცდილობ ჩემი ყველა გადაწყვეტილება გავიუზიარო… თვითონ უჭირს გახსნა, თუმცა არ მწყინს, მისი პირადი მისია, თუ დასჭირდება ალბათ მეტყვის…. ოღონდ ნუ მომატყუებს…

სკოლა… დღეს სკოლაზე საუბარი ძალიან მიჭირს, სკოლაზე, რომელშიც წესრიგის დასამყარებლად მანდატური სჭირდება, სადაც სოლიდარობას და სიყვარულს კი არა შიშს ასწავლიან და როგორი უნდა იყო სამაგალითოდ რომ ჩაგთვალონ? მორჩილი!!!! როგორ შეიძლება თავისუფალი სული ჩაკლა და სტანდარტული თაობა ცივი სისხლით და რობოტული პრაგმატიზმით გამოზარდო? მაგრამ თუ ეს თაობა საკუთარ მშობლებთან დასაპირისპირებლად გჭირდება აუცილებელიც კია!!! მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი, ან ჩემი პოლიცია-ეს სკოლების სავალდებულო თავისუფალი თემებია დღეს… და როგორ მოიქცეს ბავშვი თუ არ უყვარს რომელიმე მათგანი ან არც ერთი? ეს თემა არ განიხილება, მათი სიყვარული ვალდებულებაა და მორჩა…ანუ მე მირჩევნია ჩემმა შვილმა სკოლაში არ იაროს!!!

გართობა… სად გვცალია გართობისთვის? კომპიუტერული თამაშები ან სოციალური ქსელებია მათი კომუნიკაციის და გართობის ერთადერთი საშუალება, იშვიათად ღატაკი პიკნიკი, უფრო იშვიათად კი ღამის კლუბი, კინო ან თეატრი (რაიონებში კიარადა ჩემს ქალაქში პრაქტიკულად რომ არ არსებობს)…
დაბოლოს რა მდგომარეობაში არიან ჩვენი თინეიჯერები? დაბნეულები არიან! მათ იციან რომ რაღაც აკლიათ რაღაც ისე არ არის მაგრამ რა??? გათითოკაცებულებს უჭირთ მარტო გამკლავება ამ კითხვებზე და ადვილად პოულობენ გამოსავალს სხვები უკეთ არიან, ეს მათ უჭირთ ურთიერთობების აწყობა, ეს მათ არ უმართლებთ სიყვარულში, მათ არაფერი გამოუვათ!!! ეს ყველაფერი მათში ნიჰილიზმს წარმოშობს რაც არცთუ იშვიათ შემთხვევაში სუიციდით ან მცდელობით მაინც მთავრდება… მათ აქვთ პროტესტის გრძნობა… იქნებ ვერც აცნობიერებენ რის ან ვის მიმართ, მაგრამ ხშირად აგრესიაში ვლინდება და ეს წლითიწლობით უფრო თვალშისაცემი სდება
დაბოლოს…. რაა საშველი???
დაუბრუნეთ ბავშვებს სილაღე!!! მე მინდა საღამოს ქუჩაში მოსიარულეს ძველებურად მესმოდეს მათი ხალასი კისკისი, მე მინდა ჩემს დაბლა, სტალინის ბაღში აივნიდან ვხედავდე შეყვარებულ წყვილებს, მე მინდა ისინი ძველებურად მენდობოდნენ!!! მე მინდა დამაჯერებლად შემეძლოს მათ ვუთხრა, ყველაფერი კარგად იქნება!!!!

David Amirejibi -ძალიან მოკლედ რომ გითხრა – თინეჯერები ატარებენ თავის თავში არასაკუთარ პრობლემებს, რომელთა ჩამოყალიბება მოხდა დიდებში (მშობლები, ახლობლები, მასწავლებლები, უფროსი და ავტორიტეტული პირები და სხვა). მშობლების ნევროტიზმი ხდება გადაულახავი ფსიქოლოგიური ბარიერი, რადგანაც თინეიჯერებს არ ესმით, ვერ აცნობიერებენ ამ ნასესხები, თუ ნაჩუქარი ნევროტიზმის მიზეზებს, მის გენეზისს – ვერც მის რაობას და ვერც როგორობას.
არასაკუთარი ნევროტული კომპლექსის დაძლევა ურთულესი ამოცანაა, კვალიფიცირებული ფსიქოლოგის დახმატრების შემთხვევაშიც კი.
ბავშვები აღიქვამენ გარემოს დიდების თვალით. ისინი ხშირად ატარებენ თავის თავში მშობლების შფოთვას, პოსტსტრესულ ტრავმატულ რეაქციებს ისე, რომ არ ესმით მათი მნიშვნელობა. ხშირად, ბევრი მოზარდისთვის საერთო, არასაკუთარი პრობლებური განწყობა, სტრესული რეაქციები და ფსიქოლოგიური დაცვის სტრატეგიები, ბავშვთა ჯგუფებში ხდება ერთგვარი გამაერთიანებელი ფსიქოემოციური ფაქტორი – სოლიდარობის ენა, რომელიც განაპირობებს სოლიდარულობას მათ რეაქციებშიც. ბავშვთა ნევროლოგიაში არეკლილი მშობლების ფსიქოლოგიური ტრავმეტიზმი, ნევროტულობა – აერთიანბთ ბავშვებს, რომლებიც ერთნაირად გრძნობენ, ხედავენ და რეაგირებენ. მაგრამ, იგივე განწყობები განსხვავებულ სოციალურ გარემოში ( ადამიანები, რომლებიც არ ატარებენ თავის თავში ნევროტიზმს), შეიძლება ასეთი თინეიჯერების აგრესიულობის ქვეცნობიერი მიზეზეიც გახდეს. არასაკუთარი ნევროტიზმი მართავს ბავშების სოციალური აფილაციის ტენდენციასაც დამათ აგრესიასაც.
ბავშვებში, ბრმად და უსიტყვოდ აირეკლება დიდების შინაგანი მდგომარეობა, რომლისაც მათ არ ესმით, მაგრამ იღებენ მას, როგორც უპირობო, ავტორიტეტულ რეალობას – ჭეშმარიტ, მართალ გრძნობებს, განწყობებს, მსოფლხედვას.. და პასუხობენ აგრესიით იმ ადამიანთა ქმედებაზე, რომლებიც არ “იზიარებენ” მდგომარეობათა ამ უტყვ ენას.
“ის, ვინც ვერ გრძნობს ისე, როგორც ჩვენ – გვაყენებს ამით შეურაცყოფას და დამნაშავე ჩვენი და ჩვენი მშობლების წინაშე – ეს მათი ბრალია, რომ ქვეყანა ასეთი ცივი, დაუნდობელი და უასამართლოდ აგრესიულია ჩვენს მიმართ..” – ასე გრძნობენ მოზარდები.

Advertisements
Categories: გამოკითხვები, თინეიჯერები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “ვრცელი პოსტი “თინეიჯერებზე”

  1. გამოხმაურება: Tweets that mention ვრცელი პოსტი “თინეიჯერებზე” « Kakhi's World -- Topsy.com

  2. ზე პოსტი იყო საღოლ! ასეთი ინფორმაციის მოძიებას დიდი შრომა სჭირდება, თუ ვინმე შემედავება თვითონ სცადოს!

  3. გამოხმაურება: როგორ აღმოჩნდი ჩემთან?? « Kakhi's World

  4. დავიწყოთ იმით, რომ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოვიდა.
    გავაგრძელოთ იმით, რომ ეს ოირვე ადამიანი საკმაოდ კარგად აზროვენბს.
    და ცოტა კიდევ გავაგრძელოთ, იმით, რომ ამ სწავლაზე ასეთი დიდი აჟიოტაჟი შექმნეს. დავიჯერო, ეს სისტემა არ ურჩევნიათ? ახლა ზუსტად ვიცი, იმ ფიზიკის სწავლა ჩემთვის აუცილებელია, იმ ქიმიისაც, იმ გეოგრაფიისაც, რომელიც სულ არ მჭირდება მისაღებ გამოცდებში. ის რომ, დღევანდელი თაობის უმრავლესობამ სულ არ იცის, 1914 წელს რა მოხდა, ან 39.. ეს უკვე საზიზღრობა და საშინელება კი არა, უკვე სრული ამაზრზენობაა. ძალიან მომწონს ეს სისტემა, ჰო, გინდ ციხეში ვიგრძნო თავი, ზუსტად ვიცი, ეს ისევ ჩემთვის კეთდება. და თუ მე იმას გავიაზრებ, რომ ამ ყველაფერს ჩემი კარგი მომავლისთვის აკეთებენ, მაშინ აღარც კარცერში მეგონება თავი, და აღარც ზეგავლენის ქვეშ.

  5. admin

    შემძრა პოსტმა! რა ვქნათ? გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს, ეს განათლების სისტემა რომ ძირში მოსათხრელია, ამას დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ ხელისუფლებას ხომ არ გადავაყოლებთ ბავშვებს? :(((

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: