14 თებერვლის მეშინია

ღამის ზუსტად 3 საათი იყო, როცა მივხვდი, რომ შანსი არ იყო დამეძინა და ლეპტოპი ჩავრთე. მუსიკის მოსმენა მომინდა, რამე წყნარის და youtube-ში შევედი, ფავორიტ ვიდეოებში, სადაც მოულოდნელად ნინო ჩხეიძის “იებს” გადავაწყდი მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს საიდან გაჩნდა იქ, თუმცა არც დავმალავ და ვიტყვი რომ მომწონს მისი ორი თუ სამი სიმღერა. ჩავრთე, ვუსმენდი და მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა, სიგარეტს  ინსტიქტურად მოვუკიდე მაგრამ მივხვდი რომ ეს არა, უფრო რაღაც განსხვავებული მაკლდა, მინდოდა, უფრო მჭირდებოდა. საბოლოოდ ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, რომ მიმხვდარიყავი, ის რაღაც განსხვავებული – სიყვარული იყო. 3 წელია არავის უთქვამს ჩემთვის და არც მე მითქვამს სხვისთვის – მიყვარხარ!. ეს სიტყვა ძალიან უცხო გახდა ჩემთვის. თუმცა ყოველთვის ვამბობ და ვცდილობ დავამტკიცო, რომ სიყვარული არ არსებობს და სიყვარულს მხოლოდ ფიზიკურ ლტოლვაში ვაიგივებ მაგრამ ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს. ვაღიარებ იმასაც, რომ ბევრჯერ მიფიქრია (მომნატრებია) ჩემს ძველ lovestory-ზე, რაზეც წინა პოსტში მოგიყევით, მაშინ უფრო მხიარული ვიყავი. მხიარულობაზე გამახსენდა და მქონდა “პესიმისტური” პერიოდი, როცა არაფერი მაინტერესებდა და “კაიფით” ვუყურებდი ყველაფერს, სხვებმა ეს მაშინ ამ “თავისუფლებასაც” დააბრალეს მაგრამ ამას არ მივაქციე ყურადღება. ახლა უკვე 14 თებერვალიც მოდის, სიყვარულის დღე და არ ვიცი ვის მივულოცო, ან ვინ მომილოცავს :დ

რომანტიკოსი ვარ მაგრამ რაში გამოვხატო არ ვიცი, ალბათ ამიტომ ვწერ ამ პოსტსაც, რომელიც არაფერია იმ ყველაფერთან რასაც ზოგადად ადამიანები განიცდიან, გრძნობენ. არც კი ვიცი რატომ მომინდა ამ თემაზე დამეწერა, ალბათ სიყვარულის დღე რომ მოდის მეშინია მარტოობის შეგრძნების. მეშინია მაგ დღეს ქალაქის ქუჩებში არ მომიწიოს გავლა და იქ უამრავი წყვილის დანახვა. მარტოობის მეშინია, სიყვარული მჭირდება. გამიგონია სიყვარული თავისით მოვა, ისე, რომ ვერც გაიგებ როდისო მაგრამ ჩემაგან ალბათ ძალიან შორს არის და ვინ იცის როდის მოვა. კიდევ გამიგონია – “უსიყვარულოდ კაცი ფერფლია, ერთი სულის შებერვაც კმარაო” და არ მინდა ასე იყოს, არ მინდა გადატანითი თუ პირდაპირით მნიშვნელობით ასე თქვან ჩემზე, მონდომება ალბათ არ კმარა სიყვარულს, დრო ჭირდება, დრო, დრო კი გადის მაგრამ… 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “14 თებერვლის მეშინია

  1. სიყვარული თავისით მოდის, ეგ არ არის პრობლემა. უბრალოდ როცა მოვა მერე ეცადე ამბიციას არ გადააყოლო. ადამიანი შეუცვლელია და ერტ ადამიანზე უკეთესი მეორე ვერასდროს იქნება. სისულელეა რაიმე რჩევის მოცემა, უბრალოდ როცა ვინმესთან თავს კარგად იგრძნობ ახლის ძებნას ნუ დაიწყებ და ეცადე ადამიანები გააიდეალო და არა პირიქით იდეალს არ უნდა ეცადო რომ დაამსგავსო. შეიყვარე ისეთი როგორიც არის და მიიღე თავისი ნაკლოვანებებით და ღირსებებით. სიჯიუტე სიყარულის დროს სიგიჟეა. თუ ვერ გაპატია ან არ უნდა პირველი ნაბიჯის გადადგმა დაფიქრდი რამდენად ღირებულია ის შენთვის და მერე იმოქმედე. ან შენ გადადგი პირველი ნაბიჯი ან დაასრულე და უკან აღარ მიიხედო. ჩემს ბლოგროლში მინდა რომ იყო და გამატებ კიდეც. 😉

    • მადლობ აქსიომა =)) გავითვალისწინებ თუმცა იმ ნაბიჯებზე რომელსაც ალბათ ჩემი წინა პოსტიდან გამომდინარე წერ ძალიან გვიანია.

  2. “მეშინია მაგ დღეს ქალაქის ქუჩებში არ მომიწიოს გავლა და იქ უამრავი წყვილის დანახვა.” სწორედ ამიტომ 14 თებერვალს სახლში ჩავიკიტე, ყველანაირი კავშირი გავწყვიტე ცივილიზაციასთან. მობილური, კომპიუტერი, ტეელვიზორი გამოვრთე. დავჯექი ჩემს ოთახში, დავიწყე საყვარელი წიგნის კითხვა და ტკბილეულის ჭამა. აი ასეთი იყო ჩემი 14 თებერვალი. ახლა შენს ბლოგ რომ ვკითხულობდი ისეთი შეგრზნება დამეუფლა, რომ ჩემს დღიურს ვკითხულობდი. 😀

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: