ჩემი სამომავლო ექსპერიმენტი

ვიცი “ჩემ შესახებ”-ში დავწერე სიჩუმე და მარტო ყოფნა არ მიყვარსთქო მაგრამ ამ ბოლო დროს რაც დრო გადის, ჩემს თავში ვყალიბდები და ხასიათი მეცვლება მით უფრო მინდა მარტო ცხოვრება. მინდა დამოუკიდებლად ვიცხოვრო (ფინანსურ მხარეს ჯერჯერობით არ ვგულისხმობ =D). არ ვიცი გამიჭირდება თუ პირიქით მაგრამ ის ვიცი რომ კომფორტულად ვიქნები. არავინ გამაღვიძებს, არავინ აღარ იბოდიალებს ჩემს ნივთებში, არავინ აურევს ჩემს “დესკტოპს” და ა.შ. სწავლას რომ დავამთავრებ ალბათ ისედაც მარტო მომიწევს ცხოვრება, დედისერთა ბიჭი მარტო სახლში მატერიალურად მშობლებისგან განებივრებული, ზედმეტად ხურუშიანიც არ ვარ, ცოტას მეც მივდგები-მოვდგები და დავსაქმდები, პარალელურად ვისწავლი, ცოტას გავერთობი 🙂 თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ოცნება არ არის, თითქმის ყველა ჩემი მეგობრის და ზოგადად თინეიჯერების ოცნებაა, მარტო ცხოვრება, დამოუკიდებლად საქმეების მოგვარება და პრობლემებთან გამკლავების ექსპერიმენტების ჩატარება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ალბათობა დიდია უკან, სახლში დაბრუნების (ამ შემთხვევაში ასაკს გააჩნია) მაგრამ ვფიქრობ მე მზად ვარ. დარწმუნებული ვარ “ჩემი სახლი” მუდამ იქნება განათებული (სიბნელის შიში მაქვს), სუფთა (სანიტარიას დიდ ყურადღებას ვაქცევ ყველაგნ და ყოველთვის) და ცოტა ხმაურიანი (მეზობლებს მოუწევთ როგორმე ამიტანონ :D). არ ვიცი რა იქნება მომავალში სხვა მაგრამ ეს გადაწყვეტილია, სწავლას რომ დავამთავრებ პირველს რაც მეორე დღეს გავაკეთებ წინასწარ შერჩეულ ბინაში გადასვლა იქნება. ან შეიძლება სხვა ბინაში გადასვლა არც დამჭირდეს (იმას თუ რატომ შემდეგ პოსტში დავწერ)  მაგრამ ფაქტი კი ერთია რომ ძალიან მინდა მარტო ცხოვრება. ამას იმიტომ არ ვაპირებ რომ ვინმესგან განვთავისუფლდე ან რომელიმე ოჯახის წევრი მომბეზრდა 😀 უბრალოდ პატარა ექსპერიმენტის ჩატარება მინდა რომელიც ვფიქრობ გაამართლებს.

Advertisements
Categories: თინეიჯერები, My Life | ტეგები: , , , , , , , , | 9 Comments

პოსტის ნავიგაცია

9 thoughts on “ჩემი სამომავლო ექსპერიმენტი

  1. წარმატებებულ ექსპერიმენტს გისურვებ და რაც შეიძლება მალე. ისე ძალიან მაგარია მარტო ცხოვრება. თუ გინდა თავდაყირა დადექი–არავინ გეტყვის გასწორდიო. :DDDD

  2. მადლოობ აქსიომ =)) აბა რაა, მარტო ცხოვრებას რა სჯობს

  3. რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებ. იმედია, განახორციელებ შენს მიზანს.
    მაინტერესებს, რამდენი წლის ხარ?

  4. მარტო ცხოვრება მართლა მაგარია :))) მეექვსე თვე იწყება , რაც მარტო ვცხოვრობ და ამაზე კარგი არაფერია… არავინ გაწუხებს, ზედმეტად არავის აწუხებ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო… წარმატებულ ექსპერიმენტს გისურვებ.. (რაც მალე, მით უკეთესი 🙂

  5. “არავინ გამაღვიძებს, არავინ აღარ იბოდიალებს ჩემს ნივთებში, არავინ აურევს ჩემს “დესკტოპს” და ა.შ. ”
    – .- .- ალბათ,ჩემი შვილიც შენებრ ფიქრობს…

  6. kaxi radgeshixar aaaaaaa? marto ginda cxovreba? neta axla vin gishlis , axla marto arcxovrob?:D:D:D

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: