“გოგონების” დაპირისპირება

ახვლედიანის ქუჩაზე ახალგაზრდა გოგონებს შორის მოხდა დაპირისპირება, რომელიც ერთ-ერთი მათგანის, მსახიობ სალომე ბეზარაშვილის დაჭრით დასრულდა. მას სახეზე 54 ნაკერი დაადეს.

გოგონებს შორის ფიზიკური დაპირისპირება სკოლებშიც საკმაოდ ხშირია. ჩხუბის მიზეზად ბიჭი სახელდება, რომელიც ორმა გოგონამ ვერ გაიყო. საუბარია 16 წლის მოზარდებზე. თუმცა, ეს ფაქტი ერთადერთი არ არის.

სკოლაში მოხდა შემთხვევა, როდესაც მე-9 კლასის მოსწავლე გოგონამ მის თანატოლთან ინტერნეტში ფოტოების დადების გამო იჩხუბა. ეს იყო გოგონებს შორის საკმაოდ სერიოზული ფიზიკური დაპირისპირება. შემდეგ ერთ-ერთმა მეორეს დააყენა სამეგობრო წრე და შეურაცხყოფა მიაყენა. კლასიდან გამოსვლისას გოგონას დახვდნენ და სკოლის შენობიდან გაათრიეს. პრაქტიკულად, ერთ გოგონას უპირისპირდებოდა 15-მდე თანატოლი.

და კიდევ უამრავია თბილისში ასეთი დაპირისპირება თანატოლებს შორის რომელიც სხვადასხვა მიზეზებისდაგამო ხდება, თინეიჯერების უმრავლესობა პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ გზას ძალის დემონსტრაციით ცდილობს და ფიზიკურ თუ მორალურ ზიანს აყენებს თანატოლს. ეს გადმონაშთია იმ პერიოდის რომელიც საქართველოს ცივილიზაციის არაფერი სცხოდა და თინჯერები სისხლიან გარჩევებსაც არ ერიდებოდნენ პირდაპირ ქუჩაში. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ახლაც ხდება, სქესის და ასაკის განურჩევლივ. რაღა თქმა უნდა ამაში კი თვითონ ოჯახია დამნაშავე.დღეს youtube-ზე გადავაწყდი ერთ ასეთივე შემზარავ ვიდეოს რომელიც ბავშვთა უფლებების დარღვევას და მასზზედ ძალადობას შეიცავს რომელის მთვარი გმირიც თინეიჯერია. ადრე თუ იყო “კაი ბიჭობა” ახლა გოგონებმა, სუსტი სქესის წარმომადგენლებმა შეითავსეს ეს ფუნქცია და არც თუ ისე სუსტი ძალით უპირისპირდებიან ერთმანეთს შუა ქუჩაში, რიგითი მოქალაქეების თანდასწრებით.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გოგონები არც თუ ისე სასაცილოდ კაიფობენ დაზარალებულზე როგორც თვითონ ოპერატორი ფიქრობს. ერთერთი მთავარი გმირი სახელად ჟანა რომელსაც ენას ვერავინ შეუბრუნებს (და თუ შეუბრუნებს თმებით ითრევს როგორც ვიდეოში ჩანს) ცდილობს დაამტკიცოს რომ ის მსხვერპლზე და მსხვერპლის გვერდით მდგომ ბიჭზე ძლიერია. მიზეზი კი უკან მიძახილი უცნობი რეპლიკებია რომელიც ჟანა და ოპერატორი გააღიზიანა, უცნობი დაპირისპირების შედეგად როცა მისაღებმა მისაღები მიიღო დაზარალებული ნებდება და სიტუაციის განეიტრალებას ცდილობს (შემეშვი) მაგრამ ჟანამ “შეჩემამ” კვლავ გაუღვიძა ველური ინსტიქტები და თმებით ასფალტზე ათრია მსხვერპლი, აქ კი ერთვება დაზარალებულის მეგობარი “ბიჭი” არა თავისი მეგობარი გოგოს დასაცავად არამედ მხოლოდ და მახოლოდ გასაშველებლად. ამ ვიდეოს ავტორი კი ცდილობს მომავალ თაობებს შემოუნახოს ჟანას სიძლიერე, გაბედულობა და ზრდილობიანი ლექსიკონი, ცდილობს რომ შემდეგ თავისივე “სასტავში” გაავრცელოს ვიდეო თუ როგორი “კაი გოგოა” და რომ მასთან დაპირისპირება ბევრს ძვირად დაუჯდება. შედეგი კი თვალნათლივ არის, საზოგადოება მას არ მიიღებს როგორც ცივილიზებულ, განათლებულ და ზრდილობიან ადამიანს თუმცა არამგონია ადარდებდეს მას საზოგადოებისგან წამოსული აგრესია, უამრავი კომენტარი თუ შეძახილი, გინება თუ მუქარა: დაისაჯოს!

Advertisements
Categories: თინეიჯერები | ტეგები: , , , , , , , , | 12 Comments

პოსტის ნავიგაცია

12 thoughts on ““გოგონების” დაპირისპირება

  1. საცოდავები არიან და შველა უნდათ!

  2. ეს ვიდეო რაღაც კატასტროფაა : s

  3. martalia eseti ragacebii martla xdeba,magram am videos rac sheexeba ubralod megobrebma imaimunes da meti araferi

  4. კახი …. ძალიან კარგი ბლოგერი ბრძანდებით და ერთი წინადადება უნდა შემოგთავაზოთ…. შებიძლიაათ, რომ თქვენს მკითხველს შესთავაზოთ ვიდეო ბლოგები? მაგალიად როგორც http://www.youtube.com/watch?v=oePuDPEsROs&feature=relmfu ჩარლი , რომელმაც სულ ცოტა ხანში ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა მისი ვიდეო ბლოგებით …თუ რამეს გადაწყვეტთ გთხოვთ შემატყობინოთ …მაინთერესებს დაველოდო თუ არა თქვენს ვიდეო ბლოგებს

    • დიდი მადლობა. ვეცდები სამომავლოდ აუცილებლად დავდო ვიდეოპოსტი, კონკრეტულად როდის ვერ გეტვით

  5. რა საცოდაობაა, ო ღმერთო.. : ს
    უნდა წვდე და გაგლიჯო, ფუფუ.. : ს

  6. უკაცრავად და კახა ბენდუქიძე რომ ატარებს თავისუფალი უნივერსიტეტის მენეჯერის ადგილზე კონკურსს თქვენი ასაკის ხალხიც არიან?

  7. ზუსტად არ ვიცი მაგრამ არამგონია. ასაკს და შესაბამის განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს (ალბათ)

  8. გამოხმაურება: ქუჩური მორალი(ანუ ბილწსიტყვაობა) « პროტესტი საზოგადოებას!

  9. vaime ra gveshveleba? 😦 gveshveleba rame? :S

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: