მე და ოფიცერი??

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს აბიტურიენტებისთვის შეიარაღებული ძალების ღია კარის დღე მთელი საქართველოს მასშტაბით გამართა. სკოლებიდან აბიტურიენტები ავტობუსებით სამხედრო ბრიგადების ბაზებზე მიგვიყვანეს. აბიტურიენტებისთვის სპეციალური გამოფენები მოეწყო. ყაზარმაში შესვლამდე დაგვატოვებინეს მობილურები, ფოტოაპარატები, ფლეშკები და მიკრო ჩიპებიც კი. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ სამხედროების ცხოვრებისა და მუშაობის პირობებს. მათ შორის მეც დიდი ინტერესით ვათვალიერებდი მათ საცხოვრებლებს, იარაღებს, მძიმე არტილერიას მიუხედავად იმისა რომ არ ვაპირებ “დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში” ჩაბარებას. ჩვენთვის ოფიცრებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის პრეზენტაციაც გამართეს, გაგვაცნეს აკადემიაში ჩაბარებისა და სწავლის პირობები. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელი ადგილით, კვებით, უნიფორმით, სამედიცინო მომსახურებით. თავდაცვის აკადემიაში ჩაბარების შემდეგ მსმენელი აფორმებს ხელშეკრულებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და იღებს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს. აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას. აკადემიური პროგრამები – აკადემიის საბაკალავრო პროგრამები ხორციელდება ორი სკოლის მეშვეობით: ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლა- აეროდრომებისა და საავტომობილო გზების მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები; ბიზნესისა და მართვის სკოლა – ზოგადი მენეჯმენტი, ლოგისტიკა და ექსპედირება. აკადემია მოამზადებს ოფიცრებს ქვეითი, საინჟინრო, ლოგისტიკის, სატანკო, მექანიზირებული, არტილერიის, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციით. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 2011 წლის 25 მარტს იწურება.

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 8 Comments

პოსტის ნავიგაცია

8 thoughts on “მე და ოფიცერი??

  1. ისე მოგიხდებოდა ფორმა , ხო იცი…. :PPPPPP

  2. აბაა 😀 რიგითო ერთი ნაბიჯით წინ და ადგილზე იარ ერთი-ორი ერთი-ორი …! :D:D:D

  3. მასოვს ეს დღე… ჩვენი კლასიდანაც წაიყვანეს ბიჭები…ეს ადგილე ჩემთვის ძალიან დაცნობია, მაგრამ იმის მიუხედავად რომ ჩემს ქალაქშია მაინც არასდროს ვყოფილვრ … ისე გოგონებიც რომ წაეყვანათ რა დაშავდებოდა?:)

  4. ვაიმეეე …. მართლა? არა ისე ყველა ჩვენ როგორ უნდა გვატყუებდეს რა!!!!:( და ტქვენ როდის იყავით ზუსტი დრო რომ მითრატ შეგიძლიათ? თუ არ შეწუხდებით

  5. ააა ხო მე გორშჰი მეგონა … კარგით დიდი მადლობა ყურადგება რომ მომაქციეთ:):):):):):):)

  6. ეს სასწავლებელი ზუსტად ჩემთვის იქნებოდა, ბიჭი რომ ვიყო… ან ცოტა ყოჩაღი გოგო

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: