წითელი ისტორია

შუა ქუჩაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ქარში და წვიმაში, მარტო მიაბიჯებს ბიჭი რომელსაც ფიქრებისგან გაბრუებულს არ ესმის როგორ მიყვება უკან აცრემლებული გოგო. მიდის და თანდათან ისე იხრება თითქოს მძიმე ტვირთს მიათრევსო, უნდა შეჩერდეს, ჩამოჯდეს, სიგარეტი მოწიოს, უკეთ დაფიქრდეს, აწონ-დაწონოს, გადაწყვიტოს, რაიმე მოიმოქმედოს მაგრამ არა, არ უნდა ისევ ერთ წერტილში გაიყინოს, უნდა სხვაგან, სხვა მხარეში გადაიხვეწოს, დაივიწყოს ვინ იყო, ვინ უყვარდა, ვის ან რატომ გაურბის, . იმ ფიქრებში თუ სად წავიდეს რიყეს მიადგა, ეკლესიაში ასვლა მოუნდა მაგრამ ვერ გაბედა, ღმერთის შეეშინდა, შეეშინდა ჭიშკარი დაკეეტილი არ დახვედროდა, უკანასკნელი სანთელი არ ჩამქრალიყო. ბარდიულზე ჩამოჯდა, სიგარეთს მოუკიდა მაგრამ ქარმა უცებ ჩააქრო, გადააგდო და თავი ხელებში ჩარგო.

შემოდგომა იყო, ხეებს ფოთლები სცვიოდა, გაყვითლებული ფოთლები ჰაერში დაქროდნენ, შორიდან მისი წარსული დალანდა, მაღალი, გაშლილი თმით რომელსაც ქარი ათამაშებდა, აცრემლებეული თვალები რომელიც დაბრუნებას და პატიებას ითხოვდა, ტუჩები რომელიც სიცივისგან აკანკალებულიყო. დაინახა, კი დაინახა მაგრამ უნდოდა გამქრალიყო, წასულიყო, დაკარგულიყო და აღარ ენახა. წამოდგა გზა განაგრძო, ხიდზე გავიდა, ზემოთ გზას აუყვა, მთაწმინდაზე ავიდა, თბილისს გადმოხედა, ისევ ძველი დრო გაახსენდა, თვალები დახუჭა და თითქოს წარსულში დაბრუნდა, თითქოს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს, მაგარამ არ ცდილობს, უფრო სწორედ არ სურს. სახლში შევიდა, ჩამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა, დამტვერილი თაროდან კონიაკი აიღო და სულმოუთქმენლად დალია, სიგარეტით და კონიაკის ბოთლით ხელში, აივანზე გავიდა. ეზოს გადახედა და ისევ წარსული გადაეშალა წინ. არა, არა, უნდა დაივიწყოს, ამას შეძლებს, უბრალოდ დრო სჭირდება, დროც მალე გავა და მერე ალბათ აღარც გაახსენდება და მითუმეტეს მოენატრება. შესცივდა, სახლში შევიდა და საწოლზე ლამაზად დაკეცილი, ფერადი, თხელი კაშნე დახვდა, ეს მისი იყო, აქ დარჩა, მაშინ, მის დაბადების დღეზე რომ იყო აქ, რა კარგი დრო იყო, არა უნდა დაივიწყოს, ხომ ვთქვით რომ ამას ის შეძლებს?! საწოლზე ჩამოჯდა, კონიაკი ბოლომდე ჩაცალა, ბოთლი დაბლა დააგდო, ეტყობოდა სიმთვრალე, თავბრუ ეხვეოდა, წამოწვა, ფიქრს ისევ ძილი ამჯობინა და უცებ ჩაეძინა.

“ღამეა, ქუჩა ცარიელია, ლამპიონები ანათებენ ცარიელ გზას, სადაც მარტოა, მიდის და თანდათან ნათდება. სკვერშია, აქაც არავინაა. ერთ-ერთ სახლში შევიდა, უამრავი ხალხი იყო, არავის იცნობდა, ყველას გვერდს უვლიდა, უცებ ნაცნობი სახე მოხვდა თვალში და უკან გაყვა, მკრთალი ლანდი რომელიც ძალიან გავდა იმ გოგოს, რომელიც რიყესთან დალანდა. აცრემლებული ერთ-ერთ ოთახში შევიდა, ესეც შეჰყვა, მაგრამ იქ მხოლოდ გოგო არ იყო, იქ ვიღაც სხვა შავგვრემანი ბიჭი იჯდა, რომელსაც გოგო კოცნიდა. ჩუმად გამოვიდა ოთახიდან. იქვე კარებთან ჩაიკეცა. იცნო… ის არის…”

გამოეღვიძა, ოფლში ცურავდა, ინსტიქტურად საათს დახედა, არსად ეჩქარაბოდა, არსად ელოდებოდნენ. წამოდგა აივანზე გავიდა, ქარი ჩამდგარიყო, მზესაც გამოღვიძებოდა, მაგრამ მაინც ციოდა, გრილი ნიავი უბერავდა, სუფთა ჰაერი ქროდა, ღრმად, ხარბად ჩაისუნთქა, ირგვლივ მყუდროება სუფევდა, სიჩუმე იყო თითქოს ქვეყნად მარტო იყო და ეს ესიამოვნა, დატკბა სიჩუმით. თვალები რატომღაც აუცრემილანდა, ალბათ გაახსენდა როგორ იდგნენ გამთენიისას ამ აივანზე და როგორ შეჰყურებდნე ამომავალ მზეს ჩახუტებულები, როგორ ოცნებობდნენ ბედნიერ მომავალზე რომელიც დღეს… ცრემლები სახეზე შეაშრა ამ ფიქრებში და მწარედ გაეღიმა, სახლში შევიდა, კედელზე გადაჭრილი სანადირო თოფი დაინახა, ჩამოხსნა, ტყვიები შიგ ეწყო, აივანზე გავიდა, მზე უკვე ათბობდა არემარეს, ფურცელზე უცებ რაღაც დაწერა, ფეხზე წამოდგა იარაღს თვალებში ჩახედა და ჩახმახს გამოკრა… წითელი აივანი, წითელი იარაღი, წითელი ფურცელი, სისხლით შეღებილი ორი სიტყვა “ვერ დაგივიწყე”…

 

Advertisements
Categories: ჩემი შემოქმედება | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 4 Comments

პოსტის ნავიგაცია

4 thoughts on “წითელი ისტორია

  1. რატომ ჭრიან სანადირო თოფებს ეგ ვერ გავიგე მარტო! 🙂

    • არც მე ვიცი ზუსტად აქსიომა მაგრამ ალბათ მოკლე (გადაჭრილი) იარაღი უფრო მოხერხებული და კომფორტული სახმარია =)

  2. მწარე რაელობა

  3. გამოხმაურება: როგორ აღმოჩნდი ჩემთან?? « Kakhi's World

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: