ქართული ესტრადა =))

ქართველებს ერთი რამ გვახასიათებს, ჩვენსას ყოველთვის მწვავედ ვაკრიტიკებთ, ვლანძღავთ და არ ვაძლევთ განვითარების უფლებას. უცხოურს მაგალითად ევროპულს ყველაფერს ვაქებთ და ვადიდებთ გინდ არ მოგვეწონოს მაინც ვთვლით რომ კარგი ნამუშევარია რადგან ამა თუ იმ პროდუქტში ბლომად ფული ჩაიდო და არ გვაქვს უფლება ვთქვათ რომ ცუდი და უხარისხოა, ქართველებს კი სად გვაქვს ფული და ფინანსები იმისთვის რომ კონცერტები ვმართოთ ყოველ კვირას და მკვდარი ესტრადა გამოვაფხიზლოთ. მაგრამ ქართველი მომღერლები მაინც ცდილობენ სიმღერები ჩაწერონ, კლიპები გადაიღონ მაგრამ შედეგი მაინც ნულია, მათ ადრე თუ გვიან მარშუტკის ან რესტორნის იაფასიან მომღერლებად შერაცხავენ. თუნდაც ავიღოთ ენის ბარიერი, ქართველებმა 2011 წლის საახალწლო კონცერტზე თითქმის ყველა სიმღერა უცხო ენოვანი იყო, ქართული კი ნაკლებად. facebook-ზე რამდენჯერ გადავაწყდი ქართული ესტრადის ანიპრობაგანდას შემდეგი სათაურებით “დავაფსი ქართულ ესტრადას” სულ 10.986 ადამიანს მოსწონს,  “გაიტანეთ მარშუტკის და რესტორნის მომღერლები” 36 ადამიანს მოსწონს, “მე მძულს ქართული ესტრადა” რომელსაც 78 like აქვს.

წარმომიდგენია ლედი გაგასეული სტილით ქართულ ესტრადაზე რომ ვინმე გამოჩენილიყო (ლედი გაგას არასებობის შემთხვევაში) მას ალბათ სცენაზევე მოკლავდნენ, ჩაქოლავდნენ მაგრამ ეს თუ სზღვარგარეთიდან მოდის ე.ი კარგია! ან თუნდაც რომ ბიონსიმ, შაკირამ ან რიჰანამ (რაც წარმოუდგენელია) დარდუმანდული სიმღერები ჩაწერონ, დოლ-გარმონზე და დუდუკებზე მეორე დღესვე უკვე თბილისში გაჰიტდება და ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ სიმღერებს შორის პირველი იქნება და რატომ?? მხოლოდ იმიტომ რომ ქართველები არ მღერიან! რა თქმა უნდა არ ვამბობ იმას რომ ქართული ესტრადა სხვა დანარჩენებს ჯობია მაგრამ როცა ქართველი საქართველოში ქართულად ცდილობს ნუ მოვექცევით ისე რომ ყველაფერის ხალისი და სტიმული დავაკარგვინოთ. ესტრადა ცოცხალია თუ მკვდარი მაინც ქართულია, ქართველებმა კი ქართული ვფიქრობ ყველაფერი უნდა დავიცვათ და არა მსოფლიო დასანახად მიწასთან გავასწოროთ.

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , | 16 Comments

პოსტის ნავიგაცია

16 thoughts on “ქართული ესტრადა =))

  1. გეთანხმები, რომ ქართული უნდა დავიცვათ, მაგრამ ქართველი მომღერლები იმის გამო არ მოგვწონს, რომ:
    თვითონ არ მოწონთ ქართული არაფერი და უცხოურსაც ირონიით უყურებენ.
    დასცინიან ქართველ მაყურებელს და ზოგადად საზოგადოებას.
    ერთ ჩაკეტილ წრეზე ტრიალებენ და 2 ადამიანისთვის მღერიან ყველა. ვისაც არ მოწონთ უგემოვნოებს ეძახიან. კრიტიკას არ ითვალისწინებენ და სნობიზმით იტანჯებიან. ხო და რა გასაკირია თუ ხალხსაც ნაკლებად მოწონს ქართული ესტრადა?

  2. makka

    dgevandeli ucxouri estrada raga mosaconia, unichobis zeimia. dgemde mikvirs ratom moscont es idioti lady gaga, katy perry da kidev sxva bevria aseti. dzalian bevri ucxouri produqti romelic didi popularobit sargeblobs, isetive mdare xarisxisa rogoric bevri tanamedrove qartuli simgera.

    • გეთანხმებით : ) მეც მაგის თქმა მინდოდა

    • არ შემიძლია დაგეთანხმოთ.
      ლეიდი გაგას და ნებისმიერს, როდესაც იდიოტს უწოდებთ არ არის კარგი. შეიძლება არ მოგწონდეთ მისი სიმღერები, მისი ხმა, ჩაცმულობა, მოკლედ, საერთოდ არაფერი, მაგრამ იდიოტი რატომ?
      აი, ეს არ მესმის.
      ავიღოთ ის ბიჭიც – ჯასტინ ბიბერი.
      რატომ ლანძრავს ხალხი? რატომ უწოდებენ გეის? რატომ აგინებენ? რისთვის? აი, არ მესმის. მომკალით და რა ვქნა.

      • მგონი მასეთი არაფერი წერია პოსტში 🙂 მაგრამ თუ makka-ს კომენტარს გულისხმობ ვეთანხმები იმაში რომ “ძალიან ბევრი უცხოური პროდუქტი რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, ისეთივე მდარე ხარისხისაა როგორიც ბევრი თანამედროვე ქართული სიმღერა”.

    • ...

      martali xar usminet ra

      da isiamovnet OO

  3. kaxiii, მე მაგაში არ შევწინააღმდეგებივარ. შეიძლება თვლიდეს, რომ უხარისხოა, მდარეა.. მოკლედ, როგორც გინდათ, მაგრამ იდიოტი? აი, ადამიანს რატომ აყენებენ შეურაცხყოფას ეგ არ მესმის.

  4. ნუ ისიც ფაქტია, რომ მოსაწონი არ ჭირთ არაფერი :/

  5. არც ლედი გაგა მომწონს, არც ბიბერი და არც ჩხეიძის სიმღერები. კარგი სიმღერა კარგი წიგნივითაა, რაღაცას გაძლევს, შინაგანს, სულიერს… პოპ-მუსიკა და ესტრადა კი მსგავსს ვერაფერს მაძლევს.

    კახი, იმაშ კი გეთანხმები, რომ ჩვენსას ყველაზე გამორჩეულად ვაძაგებთ და ამ დროს უცხოურ უარესზე ვაფანატებთ. ”შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო ხომ გაგიგია”? 🙂

  6. ეგ ტენდენცია ძნელი შესამჩნევი არ იყო. მაგაზე მიფიქრია კიდევაც. რა უნდა ქნას ქართველმა მომღერალმა რომ ის მივიღოთ მსმენელებმა… წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა მგონია რომ ერთერთი მიზეზი ენაა. ჩემი აზრით ქართული ტექსტი თანამედროვე სიმღერაზე ყურს ცუდად ხვდება, ანუ მოსაბეზრებელია ისმინო როგორ თოვს/წვიმს/ ქარია/ ცუნამია მომღერლის გულში და რომ მას უყვარს/აღარ უყვარს/სძულს მავანი. არადა უცხოური სიმღერებიც ისევ იგივე თემაზეა, უბრალოდ ყური არ ღიზიანდება მარტივი მიზეზით: კი ვიცით მაგდენი ინგლისური მაგრამ მაინც არაა ყური შეჩვეული, კარგად არ გესმის და მოგწონს.გარდა ამისა, კლიპების ხარისხი 0-ს არის ჩაცდენილი. ბოლო დროს კი ვამჩნევ ცოტა გამოსწორებას მაგრამ მანდაც ბევრია სამუშაო. თან ის რომ რეჟისორმა 24 საათში გადაიღო კლიპი, სულაც არაა საამაყო, ცოტა მეტი დრო რომ დაუთმონ იქნებ გვეშველოს.

  7. გამოხმაურება: როგორ აღმოჩნდი ჩემთან?? « Kakhi's World

  8. აუჰ რა მტკივნეულ თემას შეეხე :S

    • შემთხვევით შენც ხომ არ ხარ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ჯგუფში?? 🙂 მართლაც რომ მტკივნეული თემაა რომელსაც გინდა თუ არა გვერდს ვერ აუვლი.

  9. გამოხმაურება: ჩემი მეგობარი უკვე 2 წლისაა «

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: