ტყუილი და შეცდომა ძმები არიან.

გვირილას ბლოგზე დავითაგე თემაზე შეცდომები და ვეცდები მოგიყვეთ იმ ჩემს შეცდომებზე რომელიც დღემდე მახსოვს და ვნანობ. რაც ამ თემას შევეხე ყველა ჩემი  უარყოფითი თუ დადებითი გადმოვალაგე და არც თუ ისეთი კეთილშობილი და მართალი ადამიანი ვყოფილვარ, რა თქმა უნდა ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას ცხოვრებაში და გარკვეული ნაწილი ინანიებს მაგრამ ხდება ისეც რომ თავის შეცდომას იმ მხრივ უდგება რომ “ეს ასე უნდა გაეკეთებინა, სხვაგვარად გულს ვატკენდი”.

ტყუილი შეცდომის ხელისშემწყობი ფაქტორია. მეც ერთერთი მათგანი ვარ. ჩემი ერთერთი შეცდომა რომელიც მწარედ დამამახსოვდა და დღემდე ვნანობ ერთი ადამიანის მწარედ მოტყუებაა, იმედის მიცემაა რომელიც ადრე თუ გვიან სააშკარაოზე გამოვიდოდა. ტყუილი ალბათ ცხოვრების თანმდევია ისევე როგორც შეცდომა და ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია დროსა და სიტუაციაზე, ზოგჯერ არ გინდა მოატყუო მაგრამ შენი სიმართლით სხვას გულს ტკენ. მეც მოვატყუე, ცხოვრობდა სიზმარში და როცა გამოეღვიძა მეც სიმართლე გავუმხილე და მოტყუებული დარჩა, შეცდომაა იყო თუ უბრალოდ ადამიანობის სიყვარული, როცა არ გინდა გული ატკინო, დატანჯო დღემდე ვერ გადამიხარშია თუმცა ერთერთი შეცდომა რომელიც ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე დამიშვია ტყუილია რომელის მსხვერპლიც ერთ-ერთი ყველაზე (ახლა უკვე) ერთგული მეგობარია. ჩემი შეცდომა და ასევე უარყოფითი თვისება ასევე ის რომ ძნელად ვპატიობ, ან ვპატიობ მაგრამ წყენას გულში ვიტოვებ, უფროსწორედ მრჩება. შეცდომას ალბათ ისიც შეიძლება მოვიხსენიო რომ სიგარეტის მოწევა დავიწყე 🙂 რასაც ვერადავერ დავანებე თავი.

ყველაფერის გამოსწორება და სასიკეთოთ შემობრუნება შეიძლებაო რატომღაც არ მჯერა, ალბათ შეიძლება სიგარეტს დავანებო თავი, ერთ-ერთი ჩემი შეცდომა გამოვასწორო მაგრამ იმ ადამიანი გატეხილ გულს ვერ გავამთელებ რომელიც ახლა ჩემი მეგობარია მაგრამ აშკარად ეტყობა ძველი წყენის კვალი. როცა შეცდომებს არ აღიარებ ესეც დიდი შეცდომაა მაგრამ როცა იმდენი გახსენდება რომ წერა უბრალოდ დაგღლის მაშინ ადამიანი ალბათ თვითკრიტიკას ისევ პატიებას და მონანიებას ამჯობინებს და მოდი მეც მხოლოდ მათ მივმართავ ვისაც გული ვატკინე, ვისთანაც შეცდომა დავუშვი “ეს იყო მხოლოდ გაუაზრებელი ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში, შეგნებულად არაფერი მომიმოქმედებია, არავისთვის გამიკეთებია ცუდი შეგნებულად, შეიძლება გწყენიათ ჩემი შეცდომა თქვენთან მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არ ყოფილა არასდროს განზრახ გადადგმული ნაბიჯი”. არ ვიცი როგორი საინტერესო პოსტი გამომივიდა მაგრამ ყველა ჩემი შეცდომა გამახსენა და დამაფიქრა, ბევრი შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ გვიანი არ არის, თუმცა ის მაფიქრებს რომ შეცდომებს შეცდომებზე დღესდღეისობითაც უამრავს ვუშვებ და როდის დამრჩება დრო იმისთვის რომ ეს ყველაფერი გამოვასწორო, მოვინანიო და პატიება ვითხოვო არ ვიცი.

“შეცდომები” ცოტა მტკივნეული თემაა და არ მინდა კიდევ ერთი შეცდომა დავუშვა იმით რომ ამა თუ იმ ადამიანს გავახსენო მაგრამ პატარა თამაში მოითხოვს – ვთაგავ : მარიშკას  ბლოგიგლამურული “ქერა” სახლი და  Ketusi’s Blog.

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , | 7 Comments

პოსტის ნავიგაცია

7 thoughts on “ტყუილი და შეცდომა ძმები არიან.

  1. მთავარია შეცდომებზე ისწავლო რომ მეორეჯერ არ გაიმეორო, თორემ უშეცდომო არავინ არის… 🙂 პოსტი მომეწონა, გულწრფელია ძალიან 🙂

  2. Mary

    shecdoma imistvisaa rom iswavlo shemdeg win sworad siaruli… araushasv kaxii 😛 :***

  3. კარგი პოსტია და მხოლოდ პატარა, ადვილად გამოსასწორებელი შეცდომები დაგეშვას მხოლოდ (უშეცდომობა რადგან არ არსებობს იმიტომ). 😉

  4. გულახდილობა იგრძნობა და მიხარია. კაია რომ აცნობიერებ შეცდომებს, ვაფასებ ასეთ ადამიანებს. შეეცადე გამოასწორო ისინი, “გბალეიშიკობ” და იცოდე 🙂

  5. გამოხმაურება: შეცდომები…. « Ketusi's Blog

  6. ლიზიკუნა

    საკუთარი შეცდომაც უნდა დაუშვა (მარტო სხვის შეცდომებზე რომ არ ისწავლო) რომ შემდგომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. და სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება ვერასოდეს ვერ გაიგებ სანამ არ გადაწყვეტავ)))))))))) ერთი რამ ძალიან ცუდია თუ გაქვს ისეთუი შეცდომა დაშვებული რასაც ძალიან ნანობ, რადგან სინანულით ცხოვრება კიდევ უარესია))))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: