8 რამ, რაც ჩემს შესახებ არ იცი

ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია,თურმე ცხოვრება ეს ნიღბების კარნავალია

ადამიანის გასაცნობად მხოლოდ მისი სახელი, გვარი და საცხოვრებელი მისამართი არ კმარა. ადამიანის ბოლომდე შეცნობას შეიძლება ერთი სიცოცხლე არ ეყოს. ყველა ადამიანს თითო საიდუმლო მაინც აქვს რომელსაც უფრთხილდება და მხოლოდ საიმედო და ახლო მეგობრებს ანდობენ რომლებსაც შემდეგ “მესაიდუმლესაც” უწოდებენ. მე ასეთი არავინ მყავს ალბათ იმიტომ რომ არ ვარ საიდუმლოებებით აღსავსე ადამიანი. რასაც ვაკეთებ, ვფიქრობ, ვლაპარაკობ ან განვიცდი არ არის ისეთი რომ რაიმეს შემეშინდეს და დავმალო. ამ პოსტში კი გეტყვით იმას რაც ჩემს შესახებ არ იცით და არც უნდა გცოდნოდათ სანამ “უდიდეს”© თეგ თამაშს არ წავაწყდებოდი სადაც არ მთაგავდნენ (ალბათ ჩემი წინა პოსტიდან გამომდინარე სადა მიწერია რომ დაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება 😀 ) მაგრამ მე არ დაველოდე იმას თუ როდის გამოიჩენდა სხვა ინიციატივას და მე თვითონ დავითაგე თავი, არ ვიცი რატომ მაგრამ მომეწონა თემა და მაშ ასე დავიწყოთ 🙂

1. ღრმა ბავშვობაში, დაახლოებით 12 წალმდე ვერ ვუგებდი თანატოლებს და ასე რომ ვთქვათ გულჩათხრობილი ბავშვი ვიყავი, შემდეგ კი როგორც ხდება ხოლმე მყავდა ერთი მეგობარი, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და ა.შ. ეხლა ვერ დავითვლი ნამდვილად იმდენია 🙂

2. ვიყავი ქართულ ესტრადაზე გადამკვდარი 😀 დილა იწყებოდა ტოროლებით, მთელი დღე ვუსმენდი გიგა მიქაბერიძეს და ვიძინებდი პანჩოს სიმღერებთან ერთად 😀 აქვე რადგან ესტრადას შევეხე გეტყვით რომ მომწონს ნინო ჩხეიძის სიმღერები და არა მარტო მაშინ როცა მთვრალი ვარ 🙂

3. ბავშობიდან მინდა გიტარის დაკვრა ვისწავლო მაგრამ ვერ მოვახერხე, ნუ არც მიცდია, ინიციატივაც არ გამომიჩენია. არადა როგორ ვუხდები გიტარას, არა მაინც ვისწავლი დაკვრას სულ ღრმა მოხუცებულიც რომ ვიყო 😀

4. ყოველთვის მინდოდა და ან ძმა მყოლოდა, ეს მაშინ როცა სახლში მარტო ვიყავი და ვერავის ვეთამაშებოდი 🙂 მაგრამ იმდენი მეუბნებოდა რა კარგია დედისერთა რომ ხარ და ჩემნაირი ძმა ან და არ გყავსო რომ მეც გავბედნიერდი ერთხელაც და აღარც მინატრია მას შემდეგ დედმამიშვილი 😀 უეგოისტო დედისერთა ვარ დიახთ.

5. სიგარეტის მოწევა არ დამიწყია (როგორც ამბობენ ხოლმე) ბლატაობის გამო. ვიფიქრე ამდენი ადამიანი ეწევა, რა არის ასეთი, რა დევს ამშითქო და პირველი ღერი შეეწირა ამ ინტერესს. თავბრუ დამეხვამ, ოდნავ მესიამოვნა, მარტო ვიყავი სახლში და ვინ დამიჭერდა მთელი კოლოფი “ჩავწვი”. ხოდა მას შემდეგ ვამდიდრებ სიგარეტის მწარმოებელ კომპანიებს 😀

6. მქონდა სიმღერის ნიჭი, საკმაოდ კარგად ვმღეროდი, ვუკრავდი, ვცეკვავდი, ვწერდი. ახლა კი მხოლოდ წერის ნიჭი შემომრჩა. ვწერ პატარა მოთხრობებს, ლექსებს და მინდა ერთხელ ჩავუჯდე და დიდი რომანიც შევთხზა მაგრამ ეს მოუცლელობა. არაუშავს ერთხელაც დავწერ და მერე განახებთ 🙂

7. მეშინია ქვეწარმავლების მაგრამ ამავდროულად მაინტერესებს თითოეული მათი ქმედება, ისტორია და ფსიქიკა. მეშინია სიბნელის და სიჩუმის, ასევე მიცვალებულების და სიმაღლის. არა, არა მშიშარა არა ვარ! 😀

8. მინდა მოგზაურობა, ეგვიპტეში, საფრანგეთში, იტალიაში, ამერიკაში და ისრაელში. ნუ კაი ხოო გავლით გერმანიასაც მოვინახულებდი 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 11 Comments

პოსტის ნავიგაცია

11 thoughts on “8 რამ, რაც ჩემს შესახებ არ იცი

  1. 1 ram chems shesaxeb rac aravin icis 😀 var iseti garyvnili ro pizdec dez maaroz :D:D:D

  2. აჰა,თურმე მელომანი,ხელოვანი,მოგზაური ”უეგოისტო დედისერთა” ყოფილხარ … 🙂

  3. საინტერესო პოსტია, მხიარული და გულახდილი. სულ ასეთ პოსტებს გისურვებ. ძალიან მიყვარს ეს ბლოგი. სულ აქ ვარ და ველოდები შენს ვიდეო პოსტეებს 🙂

  4. დიდი მადლობა სალომე. ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ 🙂

  5. კახი, დაუკვირვებელი ხარ. აი, ასე პირდაპირ..
    მე თავის დროზე დაგთაგე.. ეტყობა, პოსტი არ გინახავს, ან თეგებისთვის არ მიგიქცევია ყურადღება.
    ჰაჰა, მიქაბერიძეს მე დღემდე ვუსმენ.. რა კარგი რამეა.. ❤
    გველია შენთან ახლოს.. აი, მალე მოგიახლოვდება.. ^^

    • არ მინახავს მართლაა 😛 კაი ამის შემდეგ ყურადღებას მივაქცევ ხოლმე თეგებს 🙂 :*

      • ჰო, მიაქციე.. ^^
        მე ბევრს ვთაგავ ხოლმე ერთად და ეტყობა, შენი სახელი გამოგრჩა. ^^
        3-ეზე დამავიწყდა დამეწერა, რომ უკვე მეორე წელია ვგეგმავ გიტარის ყიდვას, თუმცა ჯერ მასწავლებელი ვერ ვიშოვე ნორმალური.

  6. კარგია რომ ბევრი საიდუმლო არ გაქვს და იმაზე არ დარდობ რომ ვინმემ არ გაგიგოს…ისე ქართული სიმღერები მეც მომწონს, ნინო ჩხეიძეზე რა გითხრა, მაგრამ გიგა მიქაბერიძე მართლა მომწონს…. ეხლა კიდე სულ ერთი სტილის სიმღერებზე არიან გადასულები: ფრანი, მგზავრები, და კიდევ რამდენი მასეთია… მე მაგალითად ადრე ვერ ვიტანდი ბობ მარლის ახლა კიდე REGGAE ძალიან მომწონს…ქართული REGGAE ხომ ძალიან ძალიან მაგარია, REGGAEON_ს რამდენი ხანია ვუსმენ და ყოველ მოსმენაზე უფრო და უფრო მომწონს:))))))

  7. გამოხმაურება: როგორ აღმოჩნდი ჩემთან?? « Kakhi's World

  8. qeti-tati

    მეც დედისერთა ვარ და ძალიან განვიცდი იმას რომ არ მყავს ახლო დაქალი, ნაცნობები და ამხანაგები მყავს, მაგრამ რასაც ჰქვია დაქალი არასდროს არ მყოლია და ძალიან განვიცდი, თან სახლშიც მარტო ვარ ხმის გამცემი არავინ მყავს ჩემ მშობლებს ჩემთვის არ სცალიათ.კახი კარგია თუ ბევრი მეგობრები გყავს, ცხოვრებაში მთავარია სწორედ მაგია.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: