როგორ აღმოჩნდი ჩემთან??

თავიდან როცა ბლოგი გავხსენი და პირველი ორი პოსტი დავდე ძალიან განვიცდიდი მკითხველთა რაოდენობის ნაკლებობას, მეგონა რომ ვერ შევძელი მკითხველის დაინტერესება თინეიჯერების თემატიკით მაგრამ გამოჩნდა ერთი ვიზიტორი რომელმაც წარმატება მისურვა, შემდეგ მეორე რომელმაც გამამხნევა, მესამე რომელიც დამეთანხმა და ა.შ რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ბლოგის არსებობაში (ბლოგის გაუქმებას ვაპირებდი) და დღემდე უდიდესი წვლილი შეაქვს თითოეული პოსტის დაწერაში, მათ მიერ მოცემული სტიმული რომ არა ალბათ დავიღლებოდი, მომბეზრდებოდა და თავს დავანებებდი.

დიახ, დიახ შენზე მაქვს ლაპარაკი. შენზე, ახლა ამ პოსტს რომ კითხულობ და ამ ბლოგზე ხარ, ჩემს დღიურში მოგზაურობ, რაღაც-რაღაცეებში მეთანხმები, იქვე პოსტის დაბლა, კომენტარებში შენს მოსაზრებას აფიქსირებ ამათუიმ თემასთნ დაკავშირებით. ჩემს ბლოგზე, ჩემს სამყაროში შენ სხვადასხვა გზით ხვდები, ხან მეგობარი ბლოგიდან აკლიკებ ჩემს ლინკს, ხან საძიებელი სისტემის საშუალებით და დიდი მადლობა თუ კი პირდაპირ ბლოგის მისამართით შემოდიხარ და კითხულობ პოსტებს რომლებსაც შენთვის ვწერ. გინდა გითხრა და გაჩვენო ჩემი სტუმრების რაოდენობის სტატისტიკა?? 🙂 ახლავე.

მინდა ასევე გითხრა ისიც რომ მე შემიძლია გავიგო საიდან აღმოჩნდი ჩემს სამყაროში ანუ რომელი საიტიდან მესტუმრე, რა ინტერესი გამოძრავებდა და რას ეძებდი. აი ასე 😛

გამომდინარე იქიდან რომ ბლოგი გავხსენი თინეიჯერებზე და მათზე ვწერდი ყველაზე მარტივად საპოვნი ბლოგი სეარჩებში სიტყვით რაც თინეიჯერებთანაა კავშირში ყველაზე ახლოს ვარ და შენც მარტივად ხვდები ჩემთან, თუმცა ჩემს სტატისტიკაში TOP search-ში ყველაზე ხშირად ვაწყდები შედეგ სიტყვებს : smile, რა არის წუთისოფელი?, დარდიმანდული, ნანუკა როსტო და ძაღლი, თინეიჯერების ფსიქიკა, აზროვნებისათვის მოზარდებში საჭიროა, ინტერნეტის ისტორია.

ყველაზე კითხვადი პოსტები კი არის: 8 რამ, რაც ჩემს შესახებ არ იცი, წითელი ისტორია, ვრცელი პოსტი თინეიჯრებეზე, მე, ბლოგი ცოცხალია!, ქართული ესტრადა =)), ინტერნეტის ისტორია. რაც ბლოგი გავხსენი სულ 3282 სტუმარი ეწვია მას და მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა მოვუხადო ვინც შემოვიდა, წაიკითხა, დააკომენტარა ან არ დააკომენტარა. ასევე მინდა აქვე მადლობა მოვუხადო ბლოგის ერთგულ მკითხველს P.S-ს რომელიც აქტიურად სტუმრობს ბლოგს და კითხულობს პოსტებს რომლებსაც მისთვის, თქვენთვის, ყველასთვის ვწერ.

მაინც როგორ აღმოჩნდი კახის სამყაროში, ჩემთან?? 😛

P.S ეს არის პატარა თეგ თამაში “როგორ აღმოჩნდი ჩემთან??” სადაც მე Ke Tu Si-მ დამთაგა. მე კი ვთაგავ: აქსიომას, გვირილას და მაცოს 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 19 Comments

პოსტის ნავიგაცია

19 thoughts on “როგორ აღმოჩნდი ჩემთან??

  1. კარგი ბიჭი ხარ– მომწონს შენი მკითხველის მიმართ დამოკიდებულება.;)
    ახალი დიზაინიც მომეწონა!
    გისურვებ ძალიან მალე ყველაზე რეიტინგული ბლოგი გქონოდეს!:***

  2. კახი, ლალალა.. ❤
    კახი, ლალალა.. :*
    გამიხარდა რომ დამთაგე.. აი, უკვე ორი თეგი ამ თემაზე.. რომ არ დავწერო, ჰომ უნდა გავისტურო საკუთარი თავი მარილზე?! 😀
    ჰოდა, სიმღერა, მანი, მანი, მანი.. მოკლედ, აი, შენ რომ გიდევს პირველი სიმღერა, ყოველდღე მაგისთვის შემოვდივარ აქ. კომპიუტერთან ჯდომის დროს მუდმივად არის შენი ბლოგი ჩართული.. ძალიან მომწონს, ძალიან. უფრო შემიყვარდა.
    ჰო, ახლა პოსტს რაც შეეხება. აქსიომას დავეთანხები, რომ საკმაოდ კარგი დამოკიდებულება გაქვს შენი ბლოგის მკითხველების მიმართ, რაც ძალიან კარგია.
    ზოგადად ვთვლი, რომ ძალიან საყვარელი პიროვნება ხარ. აი, ხომ ვკითხულობ შენს პოსტებს და არასდროს მიგრძვნია რამისადმე, ან ვინმესადმი ზიზღრი.
    კარგი ხარ. ^^
    წარატებები. გისურვებ, სულ მალე გაათასმაგებული რაოდენობის ვიზიტორი გყავდეს. ^^

  3. ეს ბოლო დღეებია იშვიათად შემოვდივარ ბლოგებზე, მაგრამ ვცდილობ შემოგიარო ხოლმე. 😉
    წარმატებებს გისურვებთ შენ და შენს ბლოგს :))

  4. უი, არც ვიცოდი შენც თუ ბლოგერი იყავი. ფბ-დან გადმოვედი ახლა.

  5. :))))<3…თვალებზე ცრემლები მომადგა, სერიოზულად;(

  6. ვეთანმები წინა კომენტარების ავტორებს იმაში, რომ არაჩვეულებრივად კარგად და ძალიან თბილად ეპყრობი მკიხველებს,რისთვისაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ

  7. ❤ ყველას, ყველას დიიდი მადლობა :* 🙂

  8. ხო კაი რა მნიშვნელობა აქვს 😀 😛 😀

  9. მე შენთან FB-დან მკოვხვდი,და ძალიან მომეწონა აქაურობა ^^

    კარგი პოსტია
    კარგი მასპინძელი ხარ და ათმაგად მეტ სტუმარს გისურვებ ^_^

  10. კახი შენ რიოდესმე DOIN.GE_ზე ომ არ ყოფილხარ? თუ არა გირჩევ აუცილებლად შეხვიდე ძალიან ნიჭიერი ბლოგერის შექმნილია და ძალიან ბევრი სტუმრებიც ყავს, მაგრამ უკვე რამდენი ხანია(2_3თვე იქნება)რაც აღარაპერი აღარ დაუწერია იმედია შენც არ შეწყვეტ წერას და სულ ჩვენთან იქნები

    • კი მაგ ბლოგზე ვარ ნამყოფი მაგრამ იშვიათად შევდივარ. არა წერას არ შევწყეტ არავითარ შემთხვევაში 🙂 ისე დოინჯმა ბოლო პოსტი 24ში დადო 🙂

  11. ხო ეხლა ვნახე 😉

  12. girliekiddy

    ძალიან კარგი პოსტია : )
    პ.ს. შეიდზლება მეც რომ დავწერო?

  13. MY TIME IS UP… BYE …I never forgot you;(;(

  14. აუ მე საიდან მოვხვდი? მგონი ბლოგროლ.ჯი- დან, საკითხავს ვეძებდი და… ხო მგონი.. ცუდია რომ გაითიშა 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: