ჩაძირული თოლია

გუშინ დავამთავრე ორდე დგებუაძის “ჩაძირული თოლიას” კითხვა სადაც თოლიას შკიპერზე დათა თორიასა და მის შემთხვევით მგზავრ მარია საბურას სასიყვარულო ისტორიაზე იყო მოთხრობილი და ისე მოულოდნელად და საინტერესოდ ნვითარდებოდა ერთი სული მქონდა როდის დაღამდებოდა რომ წამეკითხა. მოვლენები საქართველოს დასავლეთში ბოლშევიკების და მენშევიკებსი შეტაკებების ფონზე ისეთი რომანტიული ელემენტებით იყო გაფორმებული თითქოს ომი ხელს უწყობდეს ადამიანებს შორის სიახლოვესო. დასასრული ჰეფი ენდი ქონდა თუმცა არ მოვედლოდი რადგან პერსონაჟები დათა და მარია როგორც მწერალი ხსნიდა მეტისმეტად შორს იყვნენ ერთმანეთისგან როგორც ტერიტორიულად ასევე სულიერად მაგრამ ავტორმა ასევე მოულოდნელად შეძლო მათი დაახლოება და სასიყვარულო რომანის მათდა საბედნიეროდ დასრლება. პერსონაჟებმა მათი საქციელებით ისე შემაყვარა თავიანთი თავი არ მინდა დასრულებულიყო, უკანასკნელი ფურცელი რომ გადავფურცლე ბოლო სიტყვებს ისე ვკითხულობდი ბოლოს ჩემს თავზე გამეცინა, თითქოს ვიღაცას ჭკუას ვარიგებდე ისე ამოვიკითხე ავტორის მიერ მკითხველისადმი მიძღვნილი ბოლო სიტყვები.

ამის წინ კი დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალყურს (თენგიზ გოგოლაძე – ნიაღვარი) სანდროსა და რუკსიკოს რომანს, ისინი ასაკით ჩემი ტოლები იყვნენ და ისე წავიკითხე და მივიღე თითქოს ჩემი ძველი მეგობრები იყვნენ რომლებიც კარგა ხნის უნახავები მიამბობენ თავიანთ სასიყვარულო ისტორიაზეო. აქაც ომი მძვინვარებდა, ომში სანდროც გაიწვიეს სადაც თანდათან ემატებოდა ახალი პერსონაჟები რას ნაწარმოებს უფრო დაძაბულს და საინტერესოს ხდიდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა როცა არ მინდოდა ისტორია დამთავრებულიყო. აქაც როგორც ზღაპრებში ან სერიალებში 🙂 ჰეფი ენდით დასრულდა. მეც კმაყოფილი დავრჩი.

ომებზე გამახსენდა ჟან ლეფიტის როზ ფრანსი. როზ ფრანსი ძლიერი ნებისყოფის საფუძველი ის არის, რომ იგი კომუნისტური პარტიის შვილია, მისი იდეალებით სუნთქავს. საბრძოლო ასპარეზზე გამოსულ ამ ახალბედა მასწავლებელს მხარში უდგას გამოცდილი, ათასგვარ განსაცდელში გამოწრთობილი კომუნისტი მარსო. იგი ბრძოლის გეზს უჩვენებს ახალგაზრდა მებრძოლ ქალს, უადვილებს გაერკვეს ყველა რთულ ვითარებაში. მათი სიყვარულის ისტორია მოუდნოელი იყო როგორც მკითხველისთვის. ისინი ებრძოდნენ ფაშისტებს. მათ დევნიდნენ, მუდამ ფარულად მოქმედებდნენ და ამ ყველაფერს თქვენ წარმოიდგინეთ და მაინც ბედნიერი დასასრული ქონდა. აქაც კმაყოფილი სახით შემოვდე წიგნი თაროზე.

მაგრამ არ დავრჩენილვარ კმაყოფილი როცა ჯეიმს ჰეიდლი ჩეიზის გარდაცვლილნი არ ლაპარაკობენ წავიკითხე. მკვლელობას რომელიც ისე დეტალურად იყო აღწერილი სულ რაღაც 4 გვერდი დაეთმო დანარჩენი 269 გვერდი კი მის გამოძიებას. ისე ნელ-ნელა და ზანტად მიიწევდა გამოძიება წინ რომ მომაბეზრებელი და ერთფეროვანი ხდებოდა იდუმალი მკვლელობა. მეც დავიღალე გამომძიებლების წყლის ნაყვით და თუმცა უინტერესოთ მაინც ჩავიკითხე ბოლომდე და უგულოდ მოვათავსე წიგნების თაროზე, თავის ადგილას.

ჩემი ბიბლიოთეკა სულ 100მდე წიგნისგან შედგება (აქედან 30მდე რუსულენოვანია) და მე მხოლოდ მისი ნაწილი წავიკითხე. მეორე ნახევრს რომ წავიკითხავ ჩემს რჩეულ ნაწარმოებებსაც გაგაცნობთ შემდეგ პოსტში 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 5 Comments

პოსტის ნავიგაცია

5 thoughts on “ჩაძირული თოლია

  1. ლადო მრელაშვილის “ოლოლები” წაკითხული გაქვს?

  2. ხოდა რაღას უცი წაიკითხე:D:)

    • წავიკითხავდი ეგ წიგნი რომ მქონდეს 😛 თუ სადმე “გავჩითე” წავიკითხაავ 🙂 გმადლობ რჩევისთვის. შენ გააქვს წაკითხული ჩაძირული თოლია ან რომელიმე პოსტში ნახსენები?? 😀

  3. არა არ მაქ წაკითხული… მაგათი კითხვა ჭკვიანების საქმეა და რომელი ჭკვიანი მე მნახე:P;)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: