ჩემი პატარა სპექტაკლი ანუ ერთ-ერთი რიგითი დღე

გვიანობამდე ინტერტში ხეტიალის გამო დათხრილი თვალები ძლივს გავახილე, პირდაპირ ფანჯრისკენ ვიყურები ვცდილობ გამოვიცნო ამინდი, მოღრუბლული მეჩვენა ცა და მეც უხალისოდ წამოვდექი. კომპიუტერსაც შემოვძახე ფეისბუქ და დინამიკებში ამ ბოლო დროს ამოჩემებული სიმღერა ავაღრიალე, მეზობლებიც გავაღვიძე. ჩემი პირველი გამოსაფხიზლებელი და გონზე მოსვლის გზა ფინჯანი ყავა და სიგარეტია. სკოლაში უნდა წავიდე არადა ისე მეზარება ლამის ისევ მივწევე და დავიძინო მაგრამ ეჰ აქ უფრო დამიმძიმდა ხასითი. ფანჯრიდან გადავიხედე, მივხვდი რომ როგორც ყოველთვის ახლაც შევცდი, მზე ანათებდა, როგორც იქნდა დათბა, თუ ისევ არ აირია ამინდები. გზაზე ზურგზე ჩანთა აკიდებული ბავშვები ჟრიამულით მიიწევდნენ სკოლაში მათ უკან კი უფროსკლასელები მიიზლაზნებოდნენ ნელი ნაბიჯით, აშკარად ეტყობოდათ რომ ფეხები უკან რჩებოდათ და გამეცინა, ალბათ იმიტომ რომ მე უკვე სკოლაში არსებობის დღეებს ვითვლიდი სულ რაღაც ორ კვირაში დაირეკებოდა ჩემთვის ბოლო ზარი. საათს შევხედე და ადრე იყო, გამიკვირდა რა ეჩქარებოდათ თუმცა ჩემთვის რა მნიშვნელობა ქონდა. კომპიუტერს მივუბრუნდი ფეისბუქის კედელი და აქტივობა გადავამოწმე, ბლოგშიც შევიჭყიტე მაგრამ ახალი არაფერი დამხვდა და პროტესტის ნიშნათ ორივე გავთიშე. მუსიკა განაგრძობდა სასიამოვნო ღრიალს. სიგარეტი ჩავწვი, ყავაც დავლიე და ფორმაში მოვედი. გარეთ გამოვედი მზე ისე მეცა თითქოს ადგილზევე დამწვა, გამიხარდა, მიყვარს მზიანი, ხმაურიანი და სიცოცხლით სავსე დილა, ვიფიქრე წარმატებული დღე მექენბოდა. გზაში კი იმდენი ნაცნობი მხვდება სანამ სკოლაში მივალ ძალა მეცლება მათთან საუბარში, ხასიათზე ხარ თუ არა მაინც უნდა გაუღიმო, მოიკითხო, აუხსნა რომ კარგად ხარ და ყველაფერი კარგად არის, ძველებურად ხარ, არაფერია ახალი იმიტომ რომ არ გაიწელოს მათთან დამღლელი სპექტაკლი. როგორღაც სკოლამდეც მივაღწიე და ცარიელა შენობა ისე უცებ გაივსო ბავშვებოთ, ისე უცებ ერთიანად ახმაურდა ყველა რომ ზარის ხმა პირდაპირ ტვინში ურტყავდა, გამოსვლა მინდოდა მაგრამ ეს მანდატირები რას გაგიშვებენ თუ კი თავი, კისერი ან ფეხი არ მოგტყდა 😀 მოკლედ სხვა გზა არ მქონდა ამ მზიან ამინდში როცა ყველას გარეთ უწევს გული უნდა მჯდარიყავი ოთხ კედელში და საათს მივშტერებოდი რომელიც ისე პრანჭვა გრეხვით ტრიალებდა სული მეხუთებოდა მის შემყურეს 😀 როგორც იქნა დაირეკა ბოლო გაკვეთილის ბოლო ზარი და გარეთ გამოვედი, აქაც იგივე ნმეორდება, ნაცნობები, დაღრეჯილი სახეები რომლებიც გიცინიან და არც თვითონ იციან რატომ, გკითხულობენ და საკმარისია რაიმე ახალი უთხრა რომ საათობით შეუძლიათ სხადასხვა თემებზე ხტუნაობა, აქაც მარტივი ხერხი ვამჯობინე და ოდნავი ღიმილით შემოვიფარგლე. მეგობარებთან წავედი, სახლში დამხვდნენ, ისე გაუხარდათ ჩემი ნახვა თითქოს საუკუნეა არ ვენახე არც ერთს, ცოტა გამიკვირდა კიდეც განა გუშინ ერთად არ მოვიარეთ მთელი თბილისი დანიშნულების ადგილს ძლივს რომ მივაგენით. მოკლედ ხელ გაშლილნი შემეგებნენ, ყავაზე უარი ვუთხარი თუმცა სიგარეტი სიამოვნებით გავაბოლე. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ რომელიც ისეთი მზიარული და საინტერესო იყო მასპინძელმა კომპიუტერზე მიმითითა (რაღაც შემთხვევით აურია და გავუსწორე) ბლოგი გავხსენი და ისე მომაშტერდნენ ეს რა არისო რომ მივხვდი ახსნის შემთხვევაში აუცილებლად მეყტოდნენ “შენც მოგცლია რა” რაც მოხდა კიდეც 🙂 მაგრამ მითხრეს ბლოგის აქტიური მკითხველები ვიქნებითო, ბლოგზე ვიზიტორების ნაკლებობასაც არ ვუჩივოდი 🙂 მოკლედ დაღლილობის მიუხედავად მოვედი ხასიათზე. გზაში რატომღაც ბლოგზე ვფიქრობდი მაგრამ სმრშუტო ტაქსში აბღავლებული “მრავალჟამიერი” ისე მაღიზიანებდა რომ დროზე ადრე ჩამოვედი და დავინახე ერთერთი მგზავრის განწირული თვალები რომელიც ჩემს ბედს ნატრობდა (მასაც აღიზიანებდა სიმღერა ალბათ) 😀  კარგი განწყობით დავბრუნდი სახლში. ისევ (არა უფრო ხმა მაღლა) ავაღრიალე დინამიკებში და კომპიუტერიც “ავაგიჟავე” ეს უბედური 😀 რამდენიმემ შემომჩივლა კიდეც ყურადღებას არ მაქცევო მაგრამ რა ვუყო აბა ორი ხელი მაქვს და ათი თითი 😀 ვერ ვასწრებდი. ეხლა კი დაღლილ-დაქანცული მივაშურებ საწოლს და ტკბილად დავიძინებ. გმადლობთ თუ ბოლომდე ჩაიკითხე ჩემი რიგითი ერთი დღე რომელიც ამ წერტილამდე მოგიყევით .

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 5 Comments

პოსტის ნავიგაცია

5 thoughts on “ჩემი პატარა სპექტაკლი ანუ ერთ-ერთი რიგითი დღე

  1. სასიამოვნო დღე გქონია და პოსტიც ასეთი გამოგივიდა. 🙂 ხვალ უკეთეს დღეს გისურვებ 😉

  2. :* :* :* kaxiiiiii

  3. :*:*I LIKE IT (მეც მინდა ასეთი რეჟიმი მქონდეს ყოველ დღე)

  4. აი, მე სულ არ ვიღლები ერთი და იგივე პასუხებზე გაცემით. რაღაცცით საინტერესოა.. ^^
    მშვენიერი ერთი დღე.. ^^

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: