წაიკითხე, გაიაზრე, დაიმახსივრე

უსაქმურობით დაღლილმა არ ვიცოდი რა მეკეთებინა ინტერნეტში და გადავწყვიტე რაიმე ახლის გაგება, სწავლა და ა.შ, დავიწყე ძიება შემდეგი სიტყვებით “იცით თუ რა რომ” სადაც უამრავი საინეტერესო ფაქტს წავაწყდი. ამ ყველაფერმა ისე მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება რომ მინდა რამდენიმე თქვენც გაგიზიაროთ. მაშ ასე, თქვენ იცოდით რომ:

  • Yahoo იშიფრება როგორც “Yet Another Hierarchical Officious Oracle” ანუ ქართულად “კიდევ ერთი იერარქიული აბეზარი წინასწარმეტყველება”. თავად სიტყვა Yahoo კი ნიშნავს პირუტყვს. (მე კი რაღაც წამოძახილის “პოსტში” მეგონა 😀 )
  • ქალაქ ნორკოშო აკრძალულია სახლში მარტორქის ყოლა (რატომ არ მიკვრს?? 😀 )
  • The beatles-ების სიმღერებში სიტყვა “სიყვარული” 613ჯერაა გამოყენებული
  • ყველაზეე ხშირი მკვლელობები ხდება ორშაბათობით (განსაკუთრებით ორშაბათს გაფრთხილდით (პირადი რჩევაა) 😀 )
  • ერთი ღერი სიგარეტი 5 წუტის სიცოცხლეს სპობს (მაშ მთელი საუკუნე მომიწევია :D)
  • ლიმონს უფრო მეტი შაქარი აქვს ვიდრე მარწყვს (აი ეს კი ვიცოდი მაგრამ მაინც იყოს, რაღაც არაორდნალურ მოვლენას გავს 🙂 )
  • კოკა-კოლა მწვანე იქნებოდა საღებავს რომ არ ურევდნენ
  • თითის ანაბეჭდის მსგავსად, ყველას ენის ანაბეჭდიც განსხვავებულია.
  • ლას ვეგასის ვერც ერთ კაზინოში ვერ ნაახავთ საათს. (რატომ დაკიდებენ რა. ძლივს შეტყუებულ მფლანგველს გაუშვებენ -შეხვედრაზე გავიანდებაო თუ?? 😀 )
  • ბუ ერთადერთი ფრინველია, რომლის თვალიც ლურჯ ფერს აღიქვამს.
  • კანადა ინდური სიტყვაა და ნიშნავს “დიდ სოფელს”
  • კიტრი ხილია და არა ბოტნეული ასევე სოკო ცხოველია და არა მცენარე.
  • თევზები ახველებენ. (განსაკუთრებით ზამთარში 🙂 )
  • ერთ ადამიანზე ერთი მილიონი ჭიანჭველა მოდის. 
  • იცით თუ არა, რომ ნილოსი აღარაა მსოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარე??
  • საჰარის უდაბნოში 1979 წლის 18 თებერვალს თოვლი წამოვიდა.
  • ძველ რომში თუ პაციენტი კვდებოდა ექიმს აჭრიდნენ ხელებს.
  • კედელზე თავის რტყმისას საათში 150 კალორია იწვება. (მიდით ახლა ვისაც ჭარბი წონა გაწუხებთ და ურტყით თავი კედლებს 😀 )
  • არაბულად სიტყვა ”კაიფი” სადილის შემდეგ დასვენებას, სასიამოვნო უსაქმურობას ნიშნავს. (ანუ ახლა მე “ვკაიფობ”?? 😀 )
  • სწავლულები ვარაუდობენ ,რომ ქალები დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ტანდაბლები იქნებიან ასევე ვარაუდობენ რომ გარკვეული დროს შემდეგ ქალთა შობადობა აღარ იქნება. (მოგიბრუნდათ წყევლა უკან?? 😀 გაწყდა ქალების სინსილა 😀 )
  • რწყილს შეუძლია საკუთარ სხეულზე 350-ჯერ მეტ მანძილზე გადახტომა. ეს იგივეა, რომ ადამიანი საფეხბურთო მოედნის სიგრძეზე დახტოდეს.
  • სირაქლემას ტვინზე უფრო დიდი თვალი აქვს.
  • იხვის ყიყინს არ აქვს ექო (რატომ არავინ არ იცის)
  • SOS შეტყობინება ნიშნავს “Save Our Souls” – რაც ნიშნავს: “გადაარჩინეთ ჩვენი სულები”
  • ჰონკონგში, ქალს, რომელსაც ქმარმა უღალატა, მეუღლის მოკვლის უფლება კანონის ძალით აქვს მინიჭებული, თუმცა მხოლოდ შიშველი ხელებით. რაც შეეხება ქმრის საყვარელს, მის მოსაკლავად ღალატის მსხვერპლს ნებისმიერი მეთოდის და იარარის გამოყენება შეუძლია.
  • ოჰაიოს შტატში მცხოვრებ ქალებს უფლება არ აქვთ ლაქირებული ფეხსაცმელი ჩაიცვან, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების აზრით, ასეთმა ფეხსაცმელმა შესაძლოა ტრუსები აირეკლოს
  • კევის ღეჭვა ხახვის გაფცქვნის პარალელურად, თავიდან აგაცილებთ არასასურველ ცრემლებს. (ეს ვიცოდი და მართალია 😛 )
  • მხოლოდ 2 არსებაა ისეთი, რომელიც უკან ხედავს ყველაფერს თავის მიბრუნების გარეშე! ესენი არიან კურდღელი და თუთიყუში!
  • ფანჯრის მინა ვენეციელებმა 4 საუკუნის წინათ გამოიგონეს. ისინი დიდხანს ინახავდნენ მინის წარმოების საიდუმლოს. თავიდან მინები მხოლოდ მდიდრების სახლების ფანჯრებს ამშვენებდა.
  • შილერს არ შეეძლო რაიმეს შექმნა, თუ მაგიდაზე დამპალი ვაშლი არ ედო.

იმედია აქედან ნახევარი მაინც იყო თქვენთვის ახალი.

წაიკითხეთ, გაიაზრეთ და დაიმახსოვრეთ, რა იცით ვის სად დაგჭირდეთ ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენები 🙂

Advertisements
Categories: გამოკითხვები | ტეგები: , , , , , , , , , , | 5 Comments

პოსტის ნავიგაცია

5 thoughts on “წაიკითხე, გაიაზრე, დაიმახსივრე

  1. რა კარგი იყო..
    საერთოდ არაფერი ვიცოდი აქედან.. რა არის რა..
    დიდი მადლობა პოსტისთვის. ^^

  2. dzaan momewona kaxi 🙂 :* :* :*

  3. კაიფი და გაწყდა ქალების სინსილა ყველაზე მეტად მომეწონა=)=)=)…ისე რა ცუდია ხახვზე აქამდე რომ არ ვიცოდი…ხახვის დანახვაზე ცრემლები ღაპაღუპით მომდის

  4. Teaa

    მეც ხომ ვდებ ამგვარ რამერუმეებს და ზოგი ვიცოდი, მაგრამ ბევრი საინტერესო აღმოჩენა იყო ჩემთვის.. 😉 ნაის, ვერი ნაის 🙂

  5. ძალიან მომეწონა…დიდი მადლობა…

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: