თინეიჯრების საიდუმლო რიტუალი

შუაში თუ კარგად დააკვირდებით ხელია. ეს სურათი 1920 წელს ერთ-ერთი სეანსის დროსაა გადაღებული.

 სულების გამოძახება — მკითხაობის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო, მაგრამ გავრცელებული მეთოდი. სპირიტული სეანსის მონაწილეები იკრიბებიან, რათა გამოიძახონ გარდაცვლილი ადამიანის სული. ხშირად, მაგრამ არ არის აუცილებელი, სეანსზე იმყოფება მედიუმი. სულების გამოძახება სხვადასხვა ქვეყნებში ხდება სხვადასხვანაირად. მაგიდასთან ჯდება ერთი ან მეტი კაცი (აუცილებლად უნდა იყოს მედიუმი), რომლებიც სპეციალური დაფით იწყებენ სულების გამოძახებას. დაფა ხშირ შემთხვევაში შელოცვილი ქაღალდია, რომელზეც რამდენიმე რიგში დაწერილია ასოები, ციფრები და ორი აუცილებელი პასუხი ”კი” და ”არა”. სულების გამოძახების დროს ასევე უნდა იდოს გარკვეული საგანი, რომელიც მიუთითებს მედიუმს შემდეგ ასოზე ან ციფრზე. ხშირად ასეთი საგანი არის უბრალო დანაან გადაბრუნებული თეფში, რომელზეც ჭვარტლით გამოსახავენ ისრის ფორმის ზოლს. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს სანთლები ან ასანთი, პური, წყალი, მარილი და სარკე. ასევე სეანსის ყველა მონაწილემ უნდა მოიხსნას მეტალისგან დამზადებული ყველა აქსესუარი. ოთახში დაუშვებელია კატის ყოფნა.  კატის იმიოტომ რომ ყველაზე მგრძნობიარე ცხოველია და საშიშროებას წარმოადგეს რომ მან გამოძახებული სული დაინახოს და დაფრთხეს, შედეგად სეანსის მონაწილეები დაიბნენ და გამოძახებული სული ვერ დაიმორჩილონ ანუ მათთან დარჩეს, რაც უდიდესი საფრთხის მომასწავებელია.

თინეიჯერების სახიფათო საქმიანობაზე ტელე იმედის საინფორმაციო გამოშვებამ, ქრონიკამ გვიამბო. რეპორტაჟში დაწვრილებით იყო გადმოცემული თუ რითი იყვნენ დაკავებულნი მოზარდები ღამით ბნელ ტერიტორიებზე და სასაფლაოებზე. მე ალბათ ვერ დავიჯერებდი ამ ამბავს მხოლოდ ერთი მშობლის ინტერვიუთი რომელიც არც სახე ჩანდა და არც ხმა იყო მისი რომ არა თვითონ “სექტის” წევრებს, თინეიჯერებს არ მოეყოლათ თუ როგორ ასრულებდნენ ზემოთ ხსენებულ რიტუალს, როგორ ხოცავდნენ (და ალბათ ახლაც ხოცავენ) კატებს სასაფლაოებზე და როგორ  სიამოვნებას ანიჭებთ ეს ყველაფერი მათ. მათი თქმით ამ “სექტიდან” გასვლა ნებისმიერ დროს უპრობლემოდ შეეძლება ნებისმიერ წევრს მაგრამ საპირისპიროს აცხადებს ერთ-ერთის მშობელი “ჩემი შვილი მონასტერში გავუშვი. მათგან გამოგზავნილი მესიჯები კი დღემდე მოდის მის მობილურზე შემდეგი ტექსტებით “გადაგიბირა უფალმა??, (მეც, როგორც ასევე რესპოდენტი, თავს უხერხულად ვგრძნობ ამის განმეორებით გაფიქრებაზეც კი) “ფრთხილად იყავი მამაოებმა არ გაგაუპატიურონ”, რომელი უფრო სანდო წყაროა ძნელი მისახვედრი არ არის. ვუყურებდი რეპორტაჟს და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ეს უკვე არც ოჯახის და არც საზოგადოების ბრალი არ არის, აქ უკვე სულის სიმახინჯესთან გვაქვს საქმე. ალბათ ისევ ლიბერალობის ფრთებს გამოვისხმდით და ვიტყოდით რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და მათ დახმარება სჭირდებათ რომ არა სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც ახლო ნათესავების, საყვარელი ადამიანების განსასვენებელ ადგილზე რიტუალის ტარება და მათ სასაფლაობზე ჩვენივე დადგმულ ქვებზე კატების ქვით ჩაქოლვა, დანით თავის მოჭრა, მუხლებში გადამტვრევა და ათასი საზიზღრობის ჩადენა. შემზარავი იყო კადრები რომელიც რეპორტაჟს თან ახლდა, ვინც ეს ნახა დამეთანხმება რომ ემოეციების გარეშე ამის ყურება შეუძლებელია. არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია რომ ამ “სექტის” წამომადგენლები რომლებიც საკუთარ თავებს ფიზიკურ ზიანს აყენებენ, ვენებს იჭრიან, მკლავებს ისერავენ და ა.შ არიან ფსიქიკურად ავადმყოფები. დრო გავა, ისინი გაიზრდებიან, ალბათ აზროვნებაც შეეცვლებათ, ჩამოყალიბდებიან, შექმნიან ოჯახებს, “სექტა” დაიშლება მაგრამ თითოეულის ფსიქიკაში დაღად დარჩება თითოეული ღამის გათენება სასაფლაოზე და თუნდაც თითოეული ნაწამები კატის მწარე კნავილი. ვწერდი თინეიჯერებზე, მათ გართობაზე, ინტერესებზე, ტერმინებზე, მეტყველებაზე მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ თინეიჯერების ამგვარ ქმედებებზეც მომიწევდა პოსტის დაწერა. იმედია მალე მოვლენ აზრზე და გაიაზრებენ რას აკეთებენ. “საზოგადოებისგან გამორჩეული ადამიანი (ხშირ შემთხვევაში) ჩემის აზრით მათგან გარიყულია, ყოველთვის და ყველგან”.

Advertisements
Categories: თინეიჯერები | ტეგები: , , , , , , , , , | 11 Comments

პოსტის ნავიგაცია

11 thoughts on “თინეიჯრების საიდუმლო რიტუალი

  1. ძალიან გულსატკენია..მომავალი გვაქვს საშინელი ქართველებს და არამარტო..

  2. კომენტარს ვერ ვცვლი რა ცუდია 😦

  3. ეხა მაგათ კითხე: ჩვენ გვჭირდება აქეთ მათი აზრით დახმარება.
    გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გფარავდეთ მისი მადლი! :*

  4. მე ასეთი ანდაზა გამახსენდა მაგას რომ ვუყურე: ,,უსაქმური კაცი ერთ ადგილას მახათს იყრიდაო” ჩემი აზრით თინეიჯერებს და პრინციპში არა მარტო მათ საქმე არ აქვთ, პერსპექტივა არ აქვთ და ამიტომაც მერე ყველა თავის გასართობს პოულობს, ზოგი სასმელში, ზოგი ნარკოტიკში, ზოგი სასაფლაოზე და რავი ქვეყნის რაღაცეების მოფიქრება შეიძლება კიდე.

  5. საერთოდ სადიზმის გამოვლინება უფრო მაგ ასაკშია ხსირი,და ადვილადაც ებმებიან ამგვარ სექტებსი.
    საბედნიეროდ ჩვენთან უფრო გონიერია ხალხი,თორე რუსეთის გადაცემებს რომ ვუყურებ სისხლი მეყინება,ისეთი სადისტური,ნაცისტური და სატანისტური დაჯგუფებები ყავთ,კოშმარ პირდაპირ,ბრრრრრრ

  6. არ ვიცი კახი, მე ამ გადაცემისთვის არ მიყურებია, თუმცა იყო ამ რამდენიმე წლის წინ ზუსტად მსგავს სექტებზე გაკეთებული ერთი დიდი რეპორტაჟი, სადაც არამარტო კატებს, ჩვილ ბავშვებსაც კი სწირავდნენ მსხვერპლად. რამდენადაც მახსოვს რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს კიდეც. ასეა თუ ისე, არსებობენ ეს ადამიანები და ვფიქრობ მათ ფსიქიკაში სერიოზული გადახრა აქვთ, მათ ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროებათ. ამას თავი დავანებოთ, ამ ბოლო დროს ძალიან შემოვიდა “მოდაში” უფლის საწინააღმდეგოდ საუბარი, ათეიზმსაც ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ათეისტი თავისი აზრებით და შეხედულებებით სხვას არ აწუხებს და არ ცდილობს გადაბირებას. ამ ადამიანებს საკუთარ თავში გარკვევა უჭირთ, ვერ გაუგიათ რა უნდათ, რა უნდა აკეთონ და საერთოდ რისთვის გაჩნდნენ, საქმე არ აქვთ, ხშირ შემთხვევაში მშობლისგან ყურადღება აკლიათ, სითბო აკლიათ, თანამოაზრე აკლიათ და ამით ცდილობენ ასე ვთქვათ, შეეკედლონ ამათუ იმ დაჯგუფებებს და მათ შორის სექტებს. შენ მშობელი ახსენე, რომელიც წუხდა თავისი შვილის გამო და დარწმუნებული ვარ ასეც იყო, მაგრამ იმაშიც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მის შვილს სრულყოფილი ყურადღება და სითბო აკლდა. ფსიქიკა ინდივიდუალურია, ზოგს სუსტი აქვს ზოგსაც ძლიერი და მყარი ნებისყოფით შეუძლია საკუთარი პოზიციების დაცვა, მაგრამ როდესაც სუსტ ადამიანთან გვაქვს საქმე იქ უკვე მარტივად ხდება აზროვნების კონტროლი, მითუმეტეს მაშინ როცა ბავშვს რაღაც აკლია და არაა აუცილებელი ეს რაღაც მატერიალური იყოს.

    მოკლედ ძალიან ბევრი ვწერე. პოსტი ძალიან საინტერესო იყო და ძალიან მომეწონა. 🙂

  7. გეთანხმები ნინაკა. 100%-ით გეთანხმები 🙂

  8. :S saqartveloshi ase masiurad ar arian ravici.
    an arian da chven ar vicit :((

  9. გამოხმაურება: ჩემი მეგობარი უკვე 2 წლისაა «

  10. nini

    ისინი იმას აკეთებენ რაც უნდათ და ეს სხვისი საქმე არა არის მე ისინი ძალიანაც მომწონან.უბრალოდ მათზე ინფორმაცია საქართველოში არასწორადაა გავრცელებული თორე ყველა სხვაგვარად იფიქრებდა.და სანამ დასჯი შვილს იქნებ ჰკითხო პრობლემა შენში ხომ არააა.ამას იმიტომ ვამბობ რომ ჩემი მშობლები ძალიან ისე იქცევიან რომ ჩემთვის ეს ძალიან გასაღიზიანებელია და ზუსტად ამიტომ გავხდები ემო.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: