ჩემი MTV და ჩემი hollywood

ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი, ფუნქცია, მოვალეობა და ახსნა აქვს. ყველაფერს თავისი ხასიათი, მიზეზი და კანონზომიერება გააჩნია. მეც ამჯერად ჩემს ხასიათს და გემოვნებას გაგაცნობთ, ზოგს მოგეწონებათ, ზოგიც დამიწუნებთ მაგრამ მინდა გაგიმხილოთ ისიც რომ სხვისი შეხედულებები ჩემს გემოვნებაზე მაინცდამაინც დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს, ასე რომ ვისაც გაინტერესებთ ჩემი ფავორიტი მომღერლების, სიმღერების, მსახიობების და ასევე ფილმების ჩამონათვალი შეგიძლიათ გაეცნოთ მათ 🙂

რადგან პირველი მომღერლები ვახსენე მოდით პირველი ჩემს ფავორიტ მომღერლებს გაგიმხელთ 🙂 ესენი არიან:

Bruno Mars, ShakiraDan BalanRemy Shand, Beyonce და ამ ბოლო დროს ხშიარდ ვუსმენ Britney Spears-ს ახალ სიმღერებს.

სიმღერებს რაც შეეხება არ მაქვს განსაკუთრებულად ჟანრი ამოჩემებული, ვუსმენ ყველაფერს რაც ყურს კარგად ხვდება, კარგ ხასიათზე მოვყვარ და რაც მომწონს, ერთადერთს რასაც “სიამოვნებით” ვერ მოვუსმენ როკია 🙂 როკს თუ სადმე გადავაწყდი ისე დაძაბული ვუსმენ თითქოს მოსაკლავად მომდევდნენ და ვიმალებოდე. სიმღერებს ვიჩემებ, ვუსმე, ვუსმენ, ცვთება, ცვთება და შემდეგ სხვა ცვლის მას, რომელიც ასევე უნდა განუწყვეტლივ ვუსმინო და გავცვითო 🙂 მოკლედ რომ ვთქვა ამ ბოლო დროის ამოჩემებულ სიმღერებს გთავაზობთ 😛

B.o.B – I’ll Be In The Sky

Dan Balan – crazy loop (ma ma ma)

Bruno Mars – Grenade

ნინო ქათამაძე – ქუჩაში ერთხელ

Слава – Одиночество

ისე ჩვენში დარჩეს და კინოს დიდი მოყვარული არ გახლავართ 😛 მსახიობებმა ჩემგან სიმპატია ალბათ რომელიმე პერსონაჟის ხასიათის, როლის და თვითონ ფილმის მიხედვით დაიმსახურეს, თვითონ მათ მსახიობურ ნიჭზე და დამსახურებულ ოსკარზე თუ ოქროს გლობუსზე რომ აღარაფერი ვთქვათ 🙂 ხოდა ასე, რა მინდოდა მეთქვა, ხო ესეც ჩემი გამორჩეული მსახიობები, ცოტა ბევრნი არიან მაგრამ სულ ესაა :დ

Sarah Jessica Parker, Jim CarreyHalle BerryJohnny Depp, Bruce Willis, Jessica Alba

უკვე გითხარით რომ კინოს დიდი მოყვარული არ გახლავართთქო მაგრამ აქვე განგიმარტავთ, არ ვარ მოყვარული იმ დონეზე რომ ყველა მსახიობი როგორც საკუთარი ახლო ნათესავი მასე ვიცნობდე ფილმებიდან მაგრამ არის რამოდენიმე კინო რომლელის ყურებამაც ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, ამაზე პოსტიც დავწერე, მაგრამ არის რამოდენიმე ფილმიც რომელიც უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გასაყვანად სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე. სხვათაშორის ერთი (თუნდაც რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი) ფილმი 20-ჯერ რომ ვნახო არ მომბეზრდება თუ ის იმდენად საინტერესო, მრავალფეროვანი და შინაარსობრივარ გამართულია რომ მას მე თავიდან ბოლომდე ერთხელ მაინც ვუყურე. ასე ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ესეც ჩემი ფავორიტი კინოების ჩამონათვალი:

დარჩი ცოცხალიარმაგედონისახის გარეშეზარი (ერთი გამოტოვებული ზარი), ვინ ხარ?.

გემოვნებაზე არ დაობენო, მკითხველო, შენ შენი გემოვნება გაქვს, მე ჩემი 😛

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , | 4 Comments

პოსტის ნავიგაცია

4 thoughts on “ჩემი MTV და ჩემი hollywood

  1. ძალიან მომწონს ჩამოთვლილთაგან ყველა. ანუ ყოველთვის ვუსმენ მელოდიურ სიმღერებს. მოკლედ მომწონს შენი სერეული გემოვნება!

  2. crazy loop-ის ეს სიმღერა მეც მაქვს ამოჩემებული 😛 კაი განწყობა მოაქვს აშკარად და კლიპიც მეტისმეტად საყვარელია.
    ნუ, ქათამაძის “ქუჩაში ერთხელ” რომ ვერ გამოვთქვამ ისე მიყვარს და ამას ყოველ დღე ვუსმენ, არ მბეზრდება.
    შენი ლისტიდან რამდენიმე საერთოდ არ ვიცი მაგალითად, დანარჩენები დიდად არ მომწონს. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ცუდია 🙂

  3. ქათამაძე ფანტასტიურია და “ქუჩაში ერთხელ” – ერთერთი საუკეთესო ქართული სიმღერა

  4. მეც ქათამაძე მომეწონა ჩამოთვლილებიდან 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: