Back To SchooL!

  გათენდა დღე რომელსაც თორმეტი წელი დიდი მოთმინებით ველოდი, დღე რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში, დღე როცა მივხვდი რომ სკოლა თურმე მყვარებია (უფრო სკოლაში მობინადრე ბავშვები 😛 ). ეს დღე გუშინ გათენდა, მე რომ მიყვარს  ზუსტად მასეთი, მზიანი და ხმაურიანი, დილიდანვე განვეწყე კარგ ხასიათზე თუმცა ამჯერად არავის და არაფრის საშუალებით, მე თვითონ ვიყავი (არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ) აჟიტირებული 😀

  დილის 10 საათი იყო როცა სკოლაში ჩავედი, შორიდან თითქოს არაფერი ეტყობოდა სკოლას ეს მშვენიერი მოვლენა, სიწყნარე იყო თითქოს და მეც დავიძაბე თუმცა ტყუილად, როცა მივუახლოვდი, თვალები ამიჭრელდა, თეთრი პერანგების და თეთრი წინსაფრების კაშკაშით, ამაში მზეც უწყობდა ხელს და ერთი დიდი თეთრი გარემო შეიქმნა, დამინახეს თუ არა მოცვივდნენ “დაგაწეერ, დაგაწეერ” დამიჭირეს და ასე გაუნძრევლად ვიდექი დაახლოებით ოცი წუთი სანამ თვითონ არ დაიღალნენ წერით, რიგში იდგნენ სხვებიც მაგრამ დავაღწიე თავი დაპირებებით, კლასს მივაშურე, მოლოცვები, კეთილი სურვილები, დალოცვები და ა.შ არ წყდებოდა, თავი უბედნიერესი მეგონა ამ ქვეყნად, კლასელებისგან წამოვიდა უფრო უდიდესი ენერგია რაც ჩემს ხასიათს უფრო ამაღლებდა და აგიჟებდა 🙂 არ დაგიმალავთ და ცოტა ხანში სულ პატარა გრადუსშიც ვიყავი, ამ გაორმაგებული ბედნიერი ხასიათის გასაოთხმაგებლად.

ბოლო ზარის, ჩვენი ემოციების და დადგმული სცენების ხალხისთვის, გულშემატკივართათვის საჩვენებლად შევიკრიბეთ დიდ დარბაზში რომელიც ისე უცებ გაივსო რომ სცენაზე ასვლა ყველას ეშინოდა, თუმცა კომპლექსი გადაილახა და ყველანი თავის მეწყვილესთან ერთად ავედით სცენაზე, ხალხს მივესალმეთ და დაიწყო ის სანახაობა რომელიც არავის არ უნდოდა რომ დასრულებულიყო, დამსწრე საზოგადოების შეძახილი, კისკისი, ხარხარი, ხითხითი და მხურვალე აპლოდისტმენტები მოსალოდნელზე მეტ ხანს გაიწელა. თუმცა დარბაზში რამოდენიმე წუთს სიჩუმემაც დაისადგურა მაგრამ არა ჩვენს გამო არამედ სამწუხაროდ ჩვენს კლასს დიდი ტკივილიც აქვს გადატანილი, ჩვენ დიდი დანაკლასი გვყავს კლასში, მის საპატივცემულოთ წუთიერმა დუმილმა ყველას გაახსენდა ბავშვობა, მისი, ჩვენი, ერთად თამაში, იყო ცრემლებიც თუმცა ძნელად გაარჩევდით ეს მწუხარების იყო თუ სიხარულის.

არა მე ასეთი ბედნიერი ჯერ ჩემი კლასელები ამ 12 წლის მანძილზე არ მინახავს, არც ზეიმზე, არც რომელიმე ქეიფის დროს და არც რომელიმე ექსკურსიაზე 🙂 მეც არ მინახავს ჩემი თავი ასეთი ბედნიერი. გამოსვლა დასრულდა, ორი ოპერატორი, ერთი ვიდეო კამერით და ერთიც ფოტო აპარატით დაგვდევდა, სამახსოვრო საგანძურს გვიქმნიდა. ბოლო ზარი მხიარულ და ბედნიერ ფონზე დასრულდა თუმცა აქ იწყებოდა თურმე ყველაფერი, მოკლედ ძალიან რომ არ დავწვრილმანდე ვიყავით ღვთაებაში, გზამ ცოტა დაგვღალა თუმცა განწყობა უცვლელ ტალღაზე რჩებოდა, გზაში კლასს თავში ბავშვობის პერიოდში უამრავი სისულელეები, გართობები, შატალოები, მასწავლებლებისგან დატუქსვები, მათგან კარგი თუ ავი წამგვიტივტივდა და ისეთ ნოსტალგიაში ჩაგვყარა რომ რამდენიმე გოგონამ ცრემლები ვერ შეიკავა :* ასე ღიღინ-ღიღინ, ხარხარ-სიცილ-კისკისში მივადექით ადგილს სადაც გადავწყვიტეთ დარჩენა გვიანობამდე, მართლაც გვაინობამდე გაგრძელდა მხიარულება. ხმაურში გაბრუებული ტყე ჩამობნელდა, ამ დროისათვის ჩვენ ჩვენს თავებს აღარ ვგავდით 🙂

ჩამობნელდა თუმცა ამას ჩვენთვის არ შეუშლია ხელი, კოცონს შემოვუსახედით, მმ, მაგარი იყო. ყველას ეტყობოდა სიხარული, სინანული, ოცნება და მაინც ოდნავი ნაღველი. ისეთი რამეებიც აღმოვაჩინე რაც 12 წლის მანძილზე, არ ვიცოდი და ვერც წარმომედგინა (ეს ცალკე ისტორიაა თან არც თუ ისე პატარა) 🙂 გზაში პატარა რბოლაც მოვაწყვეთ თუმცა ჩვენდა უნებურად 😀 ყველანი ნასიამოვნები და ცოტათი დაღლილები მაინც ხმამაღალი ყიჟინით დავბრუნდით სკოლაში, სკოლის ეზოში. უკვე გვიანი იყო, ძალიან გვიანი თუმცა ეს დღე ხომ ერთადერთხელაა ცხოვრებაში და ჩვენც ჩვენს თავებს უფლება მივეცით ჩვენი ყიჟინით “ჩვენ გაგვიმაააარ – ჯოს – ჯოს – ჯოს” გამოგვეღვიძებინა მოსახლეობა, დიდი ხანი ისმოდა არე-მარე ჩვენი უკანასკნელი ბოლო ზარის გამაბრუებელი წკრიალი 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 9 Comments

პოსტის ნავიგაცია

9 thoughts on “Back To SchooL!

  1. მარიამი

    გილოცავ კახიი :* ცხოვრების ახალ ეტაპზე დიდ წარმატებას და ულევ სიხარულს გისურვებ… უკეთესი უუკეთესიიიიიი :)))

  2. ღვთაება რომ წავიკითხე როგორ გამიხარდა..ჩემი სოფელია მაინც და :))

    უიჰ გილოცავ და წარმატებები..ჩაგებარებინოს იქ,სადაც გსურს..

  3. გილოცავ,კახი.
    რა კარგი დრო გაგიტარებიათ 🙂
    მეც უბედნიერესი ვიყავი,ბოლო ზარი ისე მიხაროდა!

    გისურვებ წარმატებით გამოცდის ჩაბარებას! აი მაშინ მთლად დაისვენებ სკოლიდან!

  4. კახი შენი ბოლო ზარის ფოტოებიც დადე რა…facebook_ზე მინდოდა დათვალიერება მაგრამ დაუხრული გაქვს და ვერ ვათვალიერებ 😦

  5. გილოცავ, რა მაგარია! რაღაც ასეთი მინდოდა მეც, როცა არ თამაშობ და როცა გულწრფელად გინდა ვინმესთან ყოფნა. ძალიან, ძალიან მაგარია ❤

  6. მადლობა ნათიი ❤ 🙂

  7. გადმომედო : ) ჯოს-ჯოს! : ))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: