პოლიტიკის არაფერი მესმის მაგრამ…

პირველ რიგში მკითხველო მოგილოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს, საქართველოს თავმოყვარეობის, გადავისუფლების და დამოუკიდებლად არარსებობის იუბილეს.

რუსეთის მარიონეტი - ნინო ბურჯანაძე

პოლიტიკის არაფერი მესმის, აზრზეც არ ვარ და არც მაინტერესებს მაგრამ როგორც საქართველოს მოქალაქეს და ერთ-ერთ რიგით ადამიანს რომელსაც უფლება გააჩნია გამოთქვას თავისი შეხდულებები ამა თუ იმ მოვლენაზე, მეც გამოვეხმაურები ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარ უშედეგო მიტინგებს. მიტინგების ინიციატორმა და ლიდერმა ქ.ბ ნინო ნურჯანაძემ შეძლო მცირე რიცხოვანი ხალხის კონტანტინეს ქუჩაზე შეკრება და მოთხოვნა ხელისუფლების შეცვლის თაობაზე, თუმცა რა პირით და რა ნამუსით არ მესმის. ადამიანი რომელიც ვითომ პატრიოტია, დადიოდა ქვეყანაში რომელიც რამოდენიმე წლის უკან ებრძოდა მის ქვეყანას, ხოცავდა მის თანამემამულეებს, ჟლეტდა მის ერს და ამას ისიც ემატება რომ წაგვართვა ტერიტორიები. მოკლედ მან მაინც შეძლო რუსეთიდან ისევ “ცხვირ აბზეკილი” და უთავმოყვარეო დაბრუნება. დაბრუნდა და რუსეთიდან დარიგებული და (როგორც საინფორმაციოები ამბობენ და მომწონს 🙂 ) დაწერილი სცენარის  მიხედვით პატარა სპექტაკლი დადგა, რომელსაც არც ოვაციები და არც პატივისცემის ნიშნათ მიძღვნილი ყვავილები ერგო 🙂 მას სურდა დღეს საზეიმო აღლუმი არ ჩაებარებინა მიხელ სააკალშვილს, პრეზიდენტს რომლთან ერთადაც იბრძოდა ზუსტად 8 წლის წინ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. სულ ცოტა ხნის წინ კი შსს-მ ნინო ბურჯანაძისა და მისი შვილის ანზორ ბიწაძის საუბრის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, დედა-შვილი რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივაზეც საუბრობს და მიაჩნიათ რომ აუცილებელია ამ მიტინგებს და შეტაკებებს მინიმუმ 500 კაცი მსხვერპლად შეეწიროს, ანუ სამოქალაქო ომი დაიწყოს. ამას მე სხვას ვერაფერს დავარქმევ თუ არა სამშობლოს ღია მოღალატეს, აშკარა რუსეთის აგენტს. მაგრამ გამაოცა იმ ფაქტმა რომ თვითონ რუსეთშიც გააკრიტიკეს ბურჯანაძის ქმედება და დაგმეს  მისი გაქცევა შუა შეტაკებების დროს და ხალხის რომელსაც იგი გულით ეპატიჟებოდა მათი მიტოვება, მგონი მან უკან გასაქცევი და თავის შესაფარი ადგილიც დაკარგა და მიზნამდე მიმსვლელი პერსპექტივა, ან ეს ისევ რუსეთის მორიგი ხაფანგია. არ მესმის რისთვის ჭირდება ბურჟანაძეს და მის მომხრეებს ეს ყველაფერი როცა მოქმედ პრეზიდენტს სააკაშვილს ცოტა დროღა დარჩენია პრეზიდენტობი ვადა. ხალხის ასეთი აგრესიისაც არ მესმის, თავები და კისრების როგორ უნდა დაიტეხონ ვისი ან რისი გულისთვის.

მე არ ვენდობი ნინო ბურჟანაძეს! შენ??

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “პოლიტიკის არაფერი მესმის მაგრამ…

  1. აბსოლუტურად გეთანხმები,კახი

  2. alexx

    გეტყობა რომ რუსთავი2 ს დიდი ხნის განმავლობაში უყურებ ხოლმე:)))

  3. კაი ხანია შენს ბლოგზე არ ვყოფილვარ ისე ყოჩაღ

  4. ნერვებს მიშლის ეგ ქალი… ეხლა ამბობს სააკაშვილმა მომგონა, მე მოღალატე არ ვარო… და ეგ რომ მოვისმინე ზუსტად ის სურათი გამახსენდა პოსტში რომ დევს… ომის მერე მაგ არსებას რომ ეახლები, ხელს ჩამოართმევ და პატივს დასდებ…. მოღალატე ხარ , აბა ვინ ხარ

  5. მოღალატეა (ჩემი ვარაუდით)…..

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: