სილუეტი #1

ჩაბნელებულ პატარა ოთახში მხოლოდ ერთი მაგიდა და ორი სკამი დგას, ოთახს ფანჯარა არ აქვს, მხოლოდ ერთი ნათურა, სუსტი მბჟუტავი სინათლით ანათებს სარკეს რომელიც მთელ კედელზეა გადაჭიმული, კუთხეში შტატივზე კამერა დგას რომელიც მაგიდის ბოლოში მჯდომ გოგონას თითოეულ სიტყვას და მოძრაობას იმახსოვრებს. გოგონა მარტოა ოთახში და არაფერზე არ ფიქრობს, მხოლოდ ტირის და თანდათან იმ სარკისკენ აპარებს თვალს საიდანაც მას “ის” უყურებს, დარწმუნებულია რომ უყურებს და არც ცდება, უყურებს თუმცა უკვე სხვა თვალით, უემოციოდ. კარები მძიმედ იღება, ნელი ნაბიჯებით შემოდის მისთვის უცნობი მამაკაცი და მოპირდაპირე მხარეს ჯდება, მაგიდაზე საქაღალდეს დებს, იღებს ერთ ფურცელს, მკაცრ იერს იღებს და  ისე უსვამს გოგონას კითხვას რომ მისთვის არც კი შეუხედავს:

-სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი

-ხატია ამირეჯიბი, დაბადებული 1989 წლის 25 აპრილს, თბილისში – მკვახედ პასუხობს და ნერვიულად სიგარეტს უკიდებს

-რა ურთიერთობა გქონდათ მოქალაქე ნიკა მაჩაიძესთან??

-ვმეგობროდით. თუმცა…

-რაა თუმცა?!

                                 * * *

ოთახში უკვე აღწევდა მზის თბილი და ნათელი სხივები თუმცა ქეთი ისევ ღრმა ძილში იყო, და ასე გაგრძელდებოდა გვიანობამდე რომ არა ტელეფონის გაბმული წკრიალი, ერთი შეხედვით უკმაყოფილომ წამოყო თავი მაგრამ უეცრად სიამოვნებისგან სახე გაებადრა და სწრაფად უპასუხა:

-ხო ნიკა – თვალებს იფშვნეტდა თან საათს მისჩერებოდა გაკვირვებული

-სად ხარ ამდენი ხანი?! გელოდებით, ჩქარა, არ დაიგვიანო რა – მოისმა მხიარული და ხმამაღალი მსუბუქი ხმა რაზეც ქეთის გაეღიმა.

-მმმ. ცოტა შემაგვიანდება, ამ წამს გავიღვიძე, თქვენ წადით და მეც მალე მოვალ. თათიაც მანდ არის??

-კი, შენი ძვირფასი დაქალიც აქ არის – ეუბნება ირონიულად და ქეთი ხვდება რომ თათია დაბღვერილი უყურებს ამ დროს ნიკას. ქეთისაც ეღიმება – ეცადე მალე მოხვიდე, მომენატრე!

-გუშინ არ გნახე?? – გულწრფელად გადაიკისკისა ქეთიმ და პასუხს არ დაელოდა დაზეპირებულივით მიახალა ნიკას – ვეცდები ნიკა

-კაი, გკოცნი

-მეც, დროებით.

ქეთიმ ტელეფონი ლოგინზე მიაგდო, წამოდგა, სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი და უკმაყოფილო ჯუჯღუნით სამზარეულოში გავიდა. რამოდენიმე წუთში იგი კვლავ ბრუნდება ფინჯანი ყავით ხელში თავის ოთახში, რთავს ლეპტოპს და ხსნის ფეისბუქს, არაფერია ახალი! აქტივობა 0, წერილებიც 0, აი მეგობრობის თხონა კი 1. არ გაკვირვებია ქეთის რადგან მისი სილმაზიდან გამომდინარე მას ბევრმა თხოვა მეგობრობა და ამჯერადაც მოემზადა მტკიცე უარის საპასუხოდ მაგრამ გახსნისთანავე მან ის უეცრად იცნო, ის იყო მისი პირველი სიყვარული, დათო. მას გაახსენდა ის დრო რომელსაც დიდი ხანი დასჭირდა მის დავიწყებას, არა მას არც დავიწყებია დათო, თავს იტყუებდა თუმცა მნიშვნელობა ამას აღარ ქონდა. დათომ სულ ცოტა ხნის წინ ცოლი მოიყვანა, ბავშვიც ყავს უკვე და ახლა როცა ყველაფერი თითქოს თავის ადგილას დალაგდა უცებ გამოჩნდა კიდევ ერთი თავსატეხი მის ცხოვრებაში. რა უნდა ჩემგან, რატომ გავახსენდი?? უტრიალებდა თავში ჩახვეული კასეტასავით და უნებურად მაინც დასტურს დააკლიკა, დაიმეგობრა მისი ძველი ტკივილი, დაიმეგობრა თუმცა მხოლოდ ფორმალურად, მას არანაირი სურვილი არ აქვს მასთან რაიმე ურთიერთობა ისევ ქონდეს, მითუმეტეს როცა მას გვრდით ნიკა ყავს რომელსაც იგი ძალიან უყვარს და უფრთხილდება. დღეს მისი დაბადების დღეა და ზუსტად ამ დროს როცა იგი ბედნიერი უნდა იყოს უწევს იფიქროს ისევ იმ ძველ შავ-თეთრ მოგენებებზე რომელიც არა და არ ანებებს თავს, ვერა და ვერ წაშალა გონებიდან. ასეა თუ ისე ქეთის წარსული და მომავლი ერთმანეთს დაეჯახა, აირია და უჭირს ყველაფრის გაანალიზება. ქეთი ცივად დებს ფინჯანს მაგიდაზე და უნებურად იღიმება, ვერ ხვდება რა ქნას. ბოლო გაახსენდა რომ ნიკა და მისი მეგობრები ელოდებიან, იცვამს, სარკეში დროზე ადრე რჩება პრანჭვას და სახლიდან გადის.

Advertisements
Categories: სილუეტი | ტეგები: , , , , , , , , , , | 10 Comments

პოსტის ნავიგაცია

10 thoughts on “სილუეტი #1

  1. კახი ცოტა მეტი მოცულობით დადე თავები, თორემ წასაკითხად რომ მოვემზადე ზუსტად მაშინ გაწყდა და ჩამივარდა კოვზი ნაცარში. 🙂

  2. ცუდ დროს გაწყვიტე.. :შ ეშხში შევდიოდი

  3. გმადლობთ 🙂 თითოეულ შენიშვნას გავითვალისწინებ :* შეგახსენებთ რომ ეს პირველი მცდელობაა ამ ბლოგზე რაიმე დიდი ნაწარმოების თავებად დადება და ასე რომ ვთქვათ გამოცდილება არ მაქვს 🙂

  4. ვოტ დურა რა!.. 😀 😀
    არა რა, რა უნდა პატიოსან გოგოს ფეისბუქში?! 😀
    კახი, გააგრძელე დროზე, მომეშალა ნერვები!.. 😀

  5. Teaa

    kaia mara ufro didebi raaa…. roca azartshi shevedi, mashin damtavrda… 😀 ise, momewona 🙂

  6. ვუერტდები მოთხოვნეეეეეეეებბბბბსსსსსსსსს :*
    ^__^

  7. Dzalian momewona = )) Sheni Sheqmnilia?

  8. კი და როგორც ხშირ შემთხვევაში არ არის დასრულებული 😀 მადლობა ❤

  9. likamamulashvili@yahoo.com

    ამოუწურავია თქვენი შემოქმედება, ♥ Miss.Catalan.. ♥, ასე განაგრძეთ, იქნებ ოდესმე ვინმემ შეამჩნიოს თქვენი დიადი ნიჭი, მაგალითად იმან, Teaa-მ ან იქნებ უკვე უნიჭოდაც შემჩნეულია თქვენი დამსახურება მის მიერ საერთო მტრის წინააღმდეგ მხარში დგომის სანაცვლოდ. ეეეეჰ, ვინ იცის…..

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: