მე რომანტიკოსი ვარ

უკეთესად იკითხება : )

რომანტიკოსი ვარ მეგობრების თქმნით
რომანტიკოსი ვარ ახლო ნათესავების აზრითაც
და თვითონ მეც ვხვდები რომ რომანტიკოსი ვარ 🙂
ეს კარგია, რა თქმა უნდა კარგია როცა ყოველთვის ვიღაცაზე ან რაღაცაზე შეყვარებული ხარ, გიხარია სიცოცხლე, ყოველი მისი გულის ფეთქვა და გამოხედვა, შეყვარებული ხარ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულს სულიერზე არამედ მთელ ქვეყანაზე, ბუნებაზე, პოეზიაზე, ხელოვნებაზე, ქართველ ერზე, საზოგადოებაზე, თვით ელიტაზე, ვირტუალურ მეგობრებზე, ხო შენზეც ვარ შეყვარებული. როცა გიყვარს მუსიკა რომელიც იცი რომ ვიღაცასაც უყვარს ისე როგორც შენ გიყვარს იგი ვისაც მუსიკა უყვარს 😀 მიყვარხარ მკითხველო, ბლოგის სტუმარო, ბლოგის რომლის პატრონსაც უყვარს ყველა და ყველაფერი, უყვარს ღამით წვიმაში სეირნობა, ან თუნდაც როცა თოვს, როცა თეთრია ირგვლივ ყველაფერი, როცა სანთლების მკრთალ შუქზე ვიღაც ლექსს კითხულობს წყნარ მუსიკაზე და თან ისე ხუჭავს თვალებს თითქოს უკანასკნელად აპირებს გახელასო, უყვარს როცა მისი სჯერათ, მის გვერდზე დგანან, მისი მეგობრები ქვიათ და არიან, უყვარს შემოდგომით, შენობის ჩაბურულ შუშებს შორის, ლამპიონების შუქზე ღამით ხეებიდან ჩამოცვენილ გამხმარ ფოთლებს შორის სიარული და ყურში ლამაზი მუსიკის მოსმენა. ალბათ ფიქრობთ ამას შეყვარებულიც ეყოლებაო მაგრამ ჩემდა და (ალბათ) თქვენდა გასაკვირად არ მყავს, არ მყავს და ალბათ იმიტომ რომ ამის პირისპირ თქმა.. მოკლედ, ხო, ამ თემას შევეშვათ 😀

უყვარს რეალური და არარეალურიც კი. რომანტიკოსია, საშინელი რომნტიკოსი, აბა ლექსებს როგორ დაწერდა? როგორ გაათენებდა თითოეულ ღამეს მუსიკის ჰანგებში? შეყვარებულია და უხარია. ახლაც ზის და რომელიღაც წყნარ, მშვიდ და ასევე ძრიფესვიანად შეყვარებულ სიმღერას უსმენს, თან წერს და სიგარეტს ეწევა, ის ყოველთვის ეწევა სიგარეტს როცა რომანტიკულ განწყობაზეა (მოკლავს ეს სიგარეტი და კი ვერ ხვდება, არა ხვდება მაგრამ არ უნდა მიხვდეს), წერს გულში ღიღინებს სიმღერას რომელსაც ყველას უძღვნის მხოლოდ იმიტომ რომ არსებობენ, ხილულნი თუ უხილავნი, არსებულნი თუ არარსებულნი. არ იცის სადამდე გასტანს მისი რომანტიკოსობა თუმცა არ უნდა გაზრდა, უნდა ისევ ბავშვი იყოს მუდამ სანამ არ მოვა დრო გაზრდის, სანამ თვითონ არ მიხვდება რომ გაიზარდა , უნდა ისევ პატარა ბაია იყოს აუებით რომ აშინებენ და ეზოში რომ დაჭერობანას თამაშობენ 😀 არა, არა მთლად ღრმა ბავშვობაც არ უნდა 🙂 როდის მიხვდა რომ რომანტიკოსია? როცა პირველი ლექსი წამოეჯღაპნა და თავისივე ლექსი მიუძღვნა შეყვარებულს რომელიც ისევე გაქრა როგორც ბავშვობის წლები.

ხო! მე რომანტიკოსი ვარ და მინდა სულ ასეთი ვიყო. ზოგს ალბათ აღიზიანებს რომანტიკოსი მშვიდი, გაწონასწორებული, ოდნავ კომპლექსიანი თუ უკომპლექსო, თავხედი თუ ზრდილობიანი ადამიანები მაგრამ ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. მიყვარს და მისთვის იმას გავაკეთებ რასაც ის ვერ წარმოიდგენს, იმ თხოვნას შევუსრულებ რომელსაც იცის რომ ვერ შევძლებ. გული არ მაქვსთქო ვამბობ (არ ვიცი რატომ) თუმცა ძააალიან დიდი გული მაქვს და ამ გულში ყველანი ხართ ❤ 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “მე რომანტიკოსი ვარ

  1. Homeliest

    მომეწონა ეს ბლოგი 🙂 ეგრე გააგრძელე კახი 🙂 …ხო და შენთან პატარა კითხვა მაქ და თხოვნა თუ არ გეზარება სკაიპში დამიმატე gogiashvili_gio

  2. ბოლო პოსტიაო, მეტს აღარ დავწერო…… ასე რა! ძალიან მაგარია! 🙂

  3. ^_^ ^_^ romantikuli kaxi 🙂

  4. გამოხმაურება: ეჭვიანი’ც ვარ «

  5. გამოხმაურება: თავხედობის უცხო მაგალითი ანუ lazy boy « Kakhi's World

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: