თბილისი – ბათუმი

უკეთ იკითხება

3 ივლისს, დღის 2 საათზე როცა თბილისის ერთერთ “მარშუტკაში” ვიჯექი, ისე დააჭირა მზემ, ისე დამწვა და ისე გამაგიჟა რომ გადავწყვიტე რადაც არ უნდა დამჯდომოდა ბათუმში ზღვაზე უნდა წავსულიყავი იმ დღესვე და ასეც მოხდა. გადავურეკე ძმაკაცებს, გავარკვიე ვინმე ხომ არ იყო მსურველი გამხდარიყო ჩემი თანამგზავრი ამ ნაუცბათევად შედგენილ მარშუტში და აღმოჩნდა რომ ერთერთი ჩემსავით გატანჯულა თბილისის გადამწვარი ხედებით და ზღვას ნატრობდა. შევთანხმდით დროსა და ადგილზე. ზუსტად ნახევარი საათი დამჭირდა ჩემი ნივთების აკრეფაში, ჩანთაში ჩალაგებაში და კარების მშვიდად გამოხურვაში 🙂 ალბათ 5 საათი იქნებოდა როცა უკვე ვაგზლის მოედანზე, მატარებლის ბილეთების საყიდლათ რიგში ვიდექით მაგრამ როგორც კი ჩვენი რიგი დადგა ბილეთები აღარ იყო, ეს ვითომ დიდი დაბრკოლება წამებში გადავლახეთ, ავედით ავტოსადგომზე და ბათუმში მიმავალ კომფორტული “მარშუტკის” ძებნას შევუდექით, აღმოჩნდა რომ არც აქ იყო საქმე მარტივად, არჩევანი ძალიან ცოტა იყო და ჩვენც ნებით თუ იძულებით აღმოვჩნდით თეთრ, შუშებ ჭუჭყიან, გასარეცს ფორდში, არც სავარძლები იყოს კარგ მდგომარეობაში, არც კონდენციონერი და არც გემოვნებიანი მძღოლი. მოკლედ ერთი თვალით და ერთი წამითაც კი რომ მოგეკრათ და გაცნობოდით ვითარებას ბათუმში კი არა თვით სამოთხეშიც კი არ მოგინდებოდათ გამგზავრება. მეც ცოტა შევყოყმანდი, თან უკვე გვიანდებოდა მაგრამ ძმაკაცის დაჟინებულმა თხოვნამ და მგზავრების გამოლაპარაკებამ დამიყოლია და ავედით, რა თქმა უნდა ფანჯრის მხარეზე დაჯდომა ამაოდ ჩავიფიქრე, ვინ დაგაცლის 🙂 დიდი ხვეწნა/მუდარის შემდეგ როგორღაც გადმოვწიე ძმაკაცი გვერდითა სკამზე და ისე მოვკალათდი ფანჯარასთან მეგონა არასდროს არავინ არ ამაყენებდა და არც არადროს მომინდებოდა თავად ავმდგარიყავი.  “ფორდი” დაიძრა, მეგონა ცარიელ “მარშუტკით” მოგვიწევდა მგზავრობა მაგრამ  მგზავრები ისე უცბად ამოვიდნენ რომ წამებში შეივსო თავისუფალი ადგილები. უკვე 10 ხდებოდა როცა ქუთაისში შევედით, მძროლმა შევისვენოთო “დაიყვირა” თავისი წვრილი სასაცილო ხმით და “მარშუტკაც” ისევე სწრაფად დაიცალა როგორც შეივსო 🙂 მე ჯერ არ მშიოდა (მერე ვინანე) და დავრჩი, არ ჩავედი, ფლეერში სიმღერებს ვუსმენდი და ქუთაისს ვათვალიერებდი, სიგარეტს ვეწეოდი. სულ რამდენიმე წუტში ისევ განვაგრძეთ გზა (გზა ცოტა არ იყოს დიდი და დამღლელი იყო როცა ფლეერი დაჯდა და მომიწია მერაბ კაშიას სიმღერების მოსმენა. მგზავრობისას ვერ ვიძინებ, აი ჩემს ძმაკაცს კი გულიანად ეძინა. მეც ვცადე “თვალი მომეტყუებინა” მაგრამ არ შემიძლია ტყუილები, არა 😀 ) ბათუმში რომ ჩავედით 1 იყო დაწყებული და ისეთი სიცარიელე დაგვხვდა რომ გული დამწყდა და პირდაპირ ზღვისკენ გავემართეთ. ძლიან ლამაზი იყო ყველაფერი, თქვენ წარმოიდგინეთ და ჰაერიც ისე მსიამოვნებდა სული ძლივს მოვითქვი. დაღლილებს ის დაგვავიწყდა რომ ბინა გვქონდა საპოვნელი და პირდაპირ ბულვარისკენ გავწიეთ. გზაში ჩვენი თბილისელი მეგობრები შეგვხვდნენ. ძააალიან, ძალიან გაუხარდათ ჩვენი იქ დანახვა და რამოდენიმე ხანი ამ სიხარულს ვერ იკავებდნენ 🙂 მერე ერთად გავედით პლაჟზე, ცოტა გავგრილდით, ლუდი, ზღვა, დიდი ხნის უნახავი მეგობრები, მოკლედ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ აქ იწყებოდა დიდი სიგიჟე.

გაგრძელება იქნება : )

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 8 Comments

პოსტის ნავიგაცია

8 thoughts on “თბილისი – ბათუმი

  1. უფ,რა წესი იყო ახლა აქ შეწყვეტა..
    ძეედა მეც როგორ ხაჩუ ზღვა…

    • შენ ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილო ნუ ხარ :\ იქნება გაგრძელებათქო, უბრალოდ შემეზარა ცოტა წერა :დ ხაჩუ კაია, წადი მერე :დ

      • მერე მოიქეცი ისე რომ იყოს ადამიანი კმაყოფილი : ))
        ოო მარტო რა ჯანდაბა მინდა ზღვაზე..თან 15-ში გამოცდა მაქვს და შენ დამიწერ?:))

  2. ბოლოში დიდი ასოებით რომ მიგიწერია გაგრძელება იქნება-ო. სადაა აბა. ვერ ვპოულობ :@ 😀 კარგი პოსტია 🙂 სიგიჟე კიდევ არაფერი სიტყვაა დანარჩენთან შედარებით ხო? 😀

    • ვერ იპოვი, იმიტომ რომ არ დამიწერია 🙂 ხო, სიტყვა სიგიჟე კიდე ვერ გადმოსცემს იმ ყველაფერს :დ

  3. გამოხმაურება: თბილისი – ბათუმი 2 (დანაპირები რომელმაც 1 წელი დააგვიანა) «

  4. გამოხმაურება: ჩემი მეგობარი უკვე 2 წლისაა «

  5. :D:D:D:D:D:D კახი კახიიი :D:D:D:D

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: