BNG ჯგუფის და ბლოგერების (ჩემეული) დახასიათება

BNG იგივე The Biggest Network Group – BNG ჯგუფი აქსიომას წყალობით შეიქმნა ფეისბუქზე სადაც ბლოგერების უმეტესობა გაწევრიანდა. ჯგუფში ბლოგერებს მიეცათ საკუთარი ბლოგების პოპულარიზაცია და ერთმანეთთან ახლოს გაცნობის საშუალება, ჯგუფში სულ 113 ადამიანია გაწევრიანებული, აქედან რამდენი ბლოგერია და რამდენი მკითხველი ვერ გეტყვით (ამის გარკვევა ვცადე თუმცა არ დამეხმარნენ 😀 ) მაგრამ რაოდენობა ყოლედღიურად უფრო და უფრო იზრდება რაც ვფიქრობ ბლოგერების დამსახურებაა. BNG რატომღაც სიტყვა ბუნაგს ვაასოცირებ სადაც სითბოა, მხიარულება, ზოგჯერ მყუდროება და საყვარელი ადამიანები თავისი საინეტერსო დღიურებით რომელიც ყოველ ღამით, თავის მთელი დღის თავგადასავლებს ყვება 🙂 ბლოგერებს რაც შეეხება, მე ისინი ჯგუფში შესვლისთანავე გავიცანი და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ისინი არასდროს არ იღლებიან, ულევი ენერგია აქვთ და მუდამ მხიარულები არიან (კარგი გაგებით) 🙂 მოდი პირადპირ დავიწყებ რამოდენიმე ბლოგერის (ჩემეულად) დახასიათებას:

  • აქსიომა: ჩემთვის როგორც ბლოგერი მისაბაძი ადამიანი, არასდროს ვიღლები მისი პოსტების წაკითხვისას, მის ბლოგზე მთავარია თუნდაც წამით შევიჭყიტო რომ მთელი დღე იქ ვრჩები 🙂 ვფიქრობ საინტერესო ცხოვრება აქვს, მხიარული, ოდნავ ცინიკური, ჭკვიანი და ძალიან იდუმალი. მართალია ბლოგზე ყოველთვის პირდულს წერს მაგრამ მაინც თავს იკავებს თავის გამოაშკარავებაზე, მიზეზები ჩემთვის გაუგებარია და არც ვცდილობ დიდად ჩავეძიო (ალბათ ასე მიიჩნევს საჭიროდ). მოკლედ აქსიომ, მე შენით ვამაყოფ 🙂
  • გვირილა: ამ ლამაზი ყვავილის მიღმა დგას ძლიერი ნებისყოფის ადამიანი, არ ვიცი შეიძლება ვცდები თუმცა მას მივიჩნევ სიმშვიდის ეტალონად 🙂 ის არასდროს მინახავს მოწყენილი, გაბრაზებული ან ვინმესადმი გულგრილი, ყველას როგორც ოჯახის წევრს ისე ეპყრობა და მგონი ამიტომ ტოვებს მიამიტის შთაბეჭდილებას. ბლოგიც ასევე მხიარულ ფერებში აქვს, მხიარული პოსტებით. გვირილაც ასევე ამოუცნობია ჩემთვის 😉 არ ვიცი რატომ მაგრამ მალავს საკუთარ პიროვნებას და ამ მეტსახელით ჯგუფში თავისი ხასიათით და ბლოგით გაითქვა სახელი :* მე ❤ გვირილა ^^
  • მაცო: ჯგუფში ყველაზე ენერგიული, კრეატიული და კომუნიკაბელური. მან არაერთხელ წამოიწყო პატარ-პატარა თეგ-თამაშები რომელიც ძალიან საინტერესო იყო და ასევე მხიარული. არ ვიცი რამდენად ამოვიცანი ეს ბავშვი მაგრამ ჩემს ხასიათებში ჯდება, ძალიან მინდა მისი ახლოს გაცნობა, საინტერესო პოსტებს წერს და ვთვლი მას არადროს მოაკლდება მკითხველისგან ყურადღება. მის ყველა პოსტში ნახავთ ფერად, მხიარულ ანიმაციებს რასაც მე პირადად კარგ განწყობაზე მოყვავარ, მისი პოსტები ყოველთვის რომანტიული და სიყვარულით გაჟღენთილი მეჩვენება (შეყვარებული ალბათ ან მე ავურიე რაღაც :)).
  • ვანნ სუხა: ამ ადამიანმა ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა თავისი ჩანაწერებით რომ არ არსებობს ინტერნეტიდან გამოვიდე ისე რომ მისი ბლოგი არ მოვინახულო 🙂 მგონია რომ ძალიან გულჩათხრობილი და სერიოზულია, საშინელი პესიმისტია რომელიც ცხოვრებისგან კარგს არაფერს მოელის 😀 მისმა რამოდენიმე პოსტმა იმდენად დამაფიქრა მთელი კვირა პოსტში ნახსენებ თითოეულ სიტყვას ვაანალიზებდი. სუხაში მგონია რომ რაღაც არის ისეთი რასაც მალავს და რაც ძალიან აკომპლექსებს, პოსტებშიც თავს ვერ პოულობს და ასე იკარგება სივრცეში (როგორც თვითონ აღწერს საკუთარ თავს). მისი პოსტები მძიმე წასაკითხია, ამავე განწყობის პოსტში დართული ყველა მუსიკასთან ერთად რომელიც მე ძალიან მომწონს. იმედია ბლოგერებს არ გეწყინებათ თუ ვიტყვი რომ ვანი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ბლოგერია. გისურვებ საკუთარი თავის პოვნას და უამრავ მკითხველს 🙂
  • ნინიტო: აი ამ ადამიანზე რა შემიძლია ვთქვა გარდა იმია რომ ძალიან, ძალიან მიყვარს ❤ გიჟია 🙂 არ უყვარს მოწყენილი სახეები და როცა იშვიათ შემთხვევაში იგი მოწყენილია თავს აიძულებს რომ გამხიარულდეს, გაიღიმოს და ამასვე მოითხოვს სხვა დანარჩენი ბლოგერებისგანაცა 🙂 ძალიან მომწონს მისი ბლოგი, მისი პოსტები და წერის მანერა. უვარს ყველა ვინც მის ბლოგს კითხულობს თუ არ კითხულობს, მოსწონს იგი თუ არა (არ ვიცი, ეს ჩემი მოსაზრებაა) პირადულზე ბევრს არაფერს წერს თუმცა ალბათ მალე აქტიურად დაიწყებს წერას პირადულზეც რაც მკითხველს მგონია რომ ძალიან აინტერესებს 😛 🙂 ნინიტო, ვგიჟდები შენზე ❤
  • სიყვარულოვნა: ნათია ჯგუფში მგონი ახალია, ან ახლახანს გააქტიურდა, (არ ვიცი) მაგრამ მის ბლოგს მანამდეც ხშირად ვსტუმრობდი, ჯერ კარგად ვერ მოვახერხე მისი გაცნობა მაგრამ მისი ბლოგიდან და პოსტების სიხშირიდან გამომდინარე ვთვლი რომ აქტიური და ემოციურია, ის ყველაფერს თავისი შეხედულებებისამებრ აღიქვამს რასაც ბლოგზე თამამად აფიქსირებს. პირადს რაც შეეხება თითქმის ყოველდღიურობა აქვს აღწერილი ბლოგზე რაც მგონია რომ ეს არის მთავარი მიზეზი მისი ბლოგის პოპულარობაში რადგან ბლოგის გაცნობის შემთხვევაში დამეთანხმებით რომ მართლაც აქტიური, საინტერესო და მარავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს.
  • Thea’s World Vision: პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ ძალიან საინტერესო მოსაუბრეა, მისი ლოგიკა მხიბლავს, მისი დამოკიდებულება სხვა და სხვა თემებზე თუმცა როგორ აქსიომა და გვირილა ასევე თეაც ანონიმურობას იცავს (მიზეზი ასევე გაურკვეველია). “ჰმ, ვინ ვარ მე?– მე ვარ ვინც ვარ!!!!! 🙂 მე ვარ… პიროვნება! ძალიიიან რთული პიროვნება.” ასე აცნობს თავს მკითხველს მაგრამ მე კი ვთვლი რომ ის არ არის რთული, პირიქით, უბარლოდ თუ მოინდომებ მარტივად გაიცნობ მის ხასიათს, მარტივად გაიგებ რა სურს. მისი ბლოგი შემეცნებითი ხასიათისაა და გაგიჭირდებათ პოსტის პოვნა სადაც იგი თავის ცხოვრებაზე და გრძნობებზე წერს 🙂 თეა ❤
  • Ketusi’s Blog: ჯგუფში ყველაზე დახვეწილის და გემოვნებიანის სტატუსს მივანიჭებდი, ბლოგის დიზაინი თითქოს არაა გამომწვევი და განსხვავებული მაგრამ თუნდაც რომელიმე მის პოსტს გაეცნოთ მაშინვე გაგიჩნდებათ მეორე მისი პოსტის წაკითხვის სურვილი, შემდეგ მესამის და ისე გადაგეკითხინებათ მთელი ბლოგი ვერც გაიგებთ 🙂 საინტერესო რჩევებს იძლევა როგორ თავისი პრაქტიკიდან ასევე ინტერნეტიდან მოძიებულს, ქეთუსის ბლოგზე სტუმრობისას ყოველთვის ახალს ვიგებ, ყოველთვის რაღაცას ვსაწვლობ. ძალიან მიყვარს მისი წერის მანერა და პოსტში შეზავებული დახვეწილი იუმორი რომელიც ერთი-ორად აფერადებს პოსტს და იზიდავს მკითხველს რომელიც ყოველთვსი დარწმუნებული ვარ კმაყოფილი რჩება. ქეთუს ი ❤ :*

მაპატიეთ სხვანო ბლოგერნო თუ ვერ მოხვდით პოსტში ალბათ მიზეზიც გეცოდინებათ (“ძალიან ბევრი ხართ ისეთი ვისზეც შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო, ასე რომ სამომავლოდ შეგინახავთ ბლოგებს”) :*

Advertisements
Categories: Friendly blogs, My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 23 Comments

პოსტის ნავიგაცია

23 thoughts on “BNG ჯგუფის და ბლოგერების (ჩემეული) დახასიათება

  1. მმ, მმ, მმ… ძალიან მესიამოვნა, როდესაც ჩემი თავიც ამოვიკითხე ჩამონათვალში. გულწრფელად გეუბნები, ძალიან გამიხარდა. :*
    გარდა იმისა, რომ ახლა საოცრად გაკრეჭილი ვზივარ, სხვა არც არაფერი მაქვს სათქმელი. მადლობა ისედაც იცი, რომ უაზროდ ბევრია… უბრალოდ, აქ რომ დამეწყო, შენი პოსტის ხელა კომენტარი გამოვიდოდა, ამიტომ… <:
    კახი, კარგი ბიჭი ხარ შენ. აქამდეც არაერთხელ მითქვამს შენთვის. ახლა არ Tქვა, აბა დამანახე, ვინ ფიქრობს ეგრეო, თორემ ვნახავ რომელიმე მუსკულებიან სიცილაკს და გამოვუშვებ შენთან.. 😛
    სხვებიც დახასიათებაც წავიკითხე, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ერთს დავამატებდი, გვირილა საოცრად ლამაზი სულის ადამიანია. მთელ ბლოგოსფეროში მისნაირი პიროვნების პოვნა ძალიან რთული იქნება, უფრო სწორედ შეუძლებელი.
    კახიკო, საყვარელო, მადლობა დიდი <<

  2. აწწწ ❤ ❤ ❤ მადლობა კახი ❤ ❤ ახალი ვარ აქ ^_^ მეც ვთვლი რომ ჩემი ბლოგის პოპულარობა ჩემმა გულახდილმა პოსტებმა განაპირობა პირადის შსესახებ ^^

  3. BNG ყველაზე მეგობრული ჯგუფია, რომელშიც ვარ და ეს, ცხადია, ხალხის დამსახურებაა…
    რა ვთქვა, აბა…
    მე გული BNG!!!

  4. ალბათ ვერასდროს ვიფიქრებდი თუ შესაძლებელი იქნებოდა ადამიანის გასაცნობად მისი ბლოგი,მაგრამ ახლა უკან მიმაქვს ჩემი აზრი…საუკეთესო საშუალებაა ადამიანის გასაცნობად მისი ნაწერები,ასე ვირტუალურ სივრცეში გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები….მაპატიეთ,რომ ვმეორდები,ყველა, თქვენს მიერ ჩამოთვლილი ბლოგერების დახასიეთებაზე თქვენი აზრის ვარ,ყველანი ძალიან მიყვარხართ!

  5. ადამიანს ნამდვილად გაიცნობ ბლოგით, თუ რა თქმა უნდა სწორად გადმოსცემს თავის თავს. კარგი პოსტია. წარმატებები

  6. ოჰ, კახი… რა საყვარელი ხარ, უკვე მეორედ მეუბნები ასე საჯაროდ (ერთი ჩემს ბლოგზე) ამ სიტყვებს, ჰაჰაა :დდ რამე უნდა ვიეჭვოო??? : )))
    ეს ისე, ხუმრობით. ძალიან გამიხარდა, ძალიან ძალიან ჩემზე რომ გეწერა და შემდეგ ასე…
    ჰო, პირადს რაც შეეხება, ცოტა არ იყოს ვერიდები, მაგრამ დაფიქრებად ღირს: )))

    ძალიან მიყვარხარ, მართლა! :*

  7. xo kargi iyo titiqmis igives vfiqrob am blogerebze rasac shen magram ar dagetanxmebi vann suxazee
    ecade daelaparako da mere ukve agar geqneba egeti shtabechdileba
    dzalian sayvarelia :)):))

    • მე იმას არ ვამბობ რომ არ არის კარგი ^^ და თუ კარგად წაიკითხავ მიწერია რომ ერთერთი ყველაზე გამორჩეული ბლოგერია და მე უბრალოდ მისი ბლოგიდან გამომდინარე ვფიქრიბ მასე, მე იმას არ ვამბობ ესა და ეს ბლოგერი ასეთია, მე ვწერ იმას თუ რომელი ბლოგერი როგორი მგონია შორი დაკვირვებებით :დ ცოტა ჩავიხვიე, არ მოველოდი ასეთ კომენტარს :დ მე ვანზე (მგონი) ცუდი არაფერი მიწერია ხო?? 🙂

  8. Teaa

    wow 🙂 kaxiii :)))))))))) gamixarda sakutari tavis povna ^_^

  9. რა საყვარელი ხარ კახი.
    ძალიან მომეწონა პოსტი და ბლოგების დახასიათება,ნუ ჩემი ბლოგის დახასიათება ხომ მომეწონა კი არა და ჭკუაზე არ ვარ ❤
    მადლობაააააა ❤ ❤ ❤

  10. აღვნიშნო..
    და არა ავღნიშნო..
    კაი პოსტი იყო,რეალური : ))

  11. ჰეჰ, ეს ნახე რა 😛 მე აქამდე აქ ვიცოდი ეს პოსტი 😦
    მადლობა კახი დახასიათებისთვის, ბევრ რამეს სწორად მიხვდი, მე კიდე მიყვარს მიხვედრილი ადამიანები :-*

  12. მეც ეხლა ვნახე ეს პოსტი, მაგრამ თურმე ჩემი ბლოგიდან როგორი ვჩანვარ ! xD რა საინტერესოა “ამ დახასიათებას ამოვიწერ” = )) , მოკლედ ერთხელ მომიწევს ბლოგის დამამსხვრეველი პოსტის დაწერა. xD 😀

    პოსტი მომეწონა, კარგი იყო კახი ; )

  13. კახიიიი! ეხლა ვნახე ეს პოსტი! დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის! უმისამართოდ გამიხარდა! ისეთ მაგარ ხასიათზე დავდექი, ვერ გადმოგცემ! ჩაგეხუტე! :*

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: