ღამე მიცვალებულთან ერთად

გუშინ სტუმრად ჩემს დიდი ხნის უნახავ მეგობართან ვიყავი, ისე გავერთეთ საუბარში რომ დაგვაღამდა და მასთან დავრჩი. გადავწყვიტეთ ღამე გაგვეთენებინა როგორც ადრე ვაკეთებდით. მოვიმარაგეთ სასმელი, სიგარეტი და ყავა, მისაღებ ოთახში მოვთავსდით და ვატყობდი სასაუბრო თემებს ბოლო არ უჩანდა. უკვე ძალიან გვიანი იყო როცა სახლში ყველას ეძინა და სამარისებული სიჩუმე ჩამოდგა, ამ დროს (ცოტა გავაზვიადებ) საბედისწერო აზრმა გაუელვა ჩემს მეგობარს თავში, მანაც არ დააყოვნა და სულ მალე სულებზე და ამოუცნობ ანომალიებზე დავიწყეთ საუბარი (იმისათვის რომ სახლში მყოფთთ არ გაღვიძებოდათ სანთლის მბჟუტავ სინათლის ფონზე ეს თემა უკვე ძალიან მაშინებდა) თავიდან გაგებით მოვეკიდე და ავყევი მაგრამ თანდათან საუბარი მძიმდებოდა საშინელი ისტორიების, ლეგენდებს და 1000 გაგონილი ჭორები საფუძველზე. ამას ისიც ემატებოდა რომ ოთახში სადაც ჩვენ ვიყავით მისი გარდაცვლილი ბებიის გაგიდებული სურათი ეკიდა რომელიც სანთლის შუქზე (ღმერთო მაპატიე და) მეტისმეტად დამახინჯებული მეჩვენებოდა 😦 ეს უფრო ამძაფრებდა შიშს! მეგობარი კი არ ჩერდებოდა, რას აღარ “მატყუებდა”, ზოგჯერ გვეცინებოდა ჩვენს თავებზე მაგრამ საბოლოოდ ვატყობდით ერთმანეთს რომ ორივეს ძალიან გვეშინოდა, უბრალოდ აღიარება არ გვინდოდა.

სასმელი ბოლომდე ჩავცალეთ (ცოტა დავთვერით), სიგარეტს ღერი-ღერზე ვეწეოდით, ხოლო ყავის მოსადუღებლად ჩაბნელებულ სამზარეულოში გასვლას კი ვერცერთი ვერ ვბედავდით. რამდენჯერმე საუბრის დროს სანთელი ჩაგვიქვრა, ამან საერთოდ გამაგიჟა თუმცა არაფერს ვიმჩნევდით, სურათისკენ გახედვაც არ მინდოდა, ბოლოს სანთელიც ჩაიწვა, სიბნელეს შეჩვეულებმა ნათურის ანთება დაგვეზარა და ორ დიდ, ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარ სავარძელში მოვკალათდით, შევწყვიტეთ ამ თემაზე საუბარი მაგრამ 10 წუთი არ იყო გასული რომ სამზარეულოში სადაც ორივენი 100%ით ვიყავით დარწმუნებულები რომ არავინ არ იყო კარადის ხმა გავიგონეთ, ამაზე დიდი და ძლიერი შიში მე არ განმიცდია არასდროს. კარადას უჯრის ხმაური მოყვა, ბოლოს კი გაზქურა აინთო. მეგობარმა გაიხუმრა კიდეც ბებიაჩემი ყავას გვიმზადებს, ორ წუთში იქნებაო 😀 მეცინა თუ მეტირა არ ვიცოდი 😀 ბოლოს დარწუმებულები იმაში რომ რომელიმე ოჯახის წევრი იქნებოდა ცოტათი დავმშვიდდით, სასმელისგან ცოტათი მოვეშვით და ორივეს ისე ჩაგვთვლიმა რომ იმის გააზრებაც რომ უკვე თენდებოდა ვერ მოვასწარით. უკვე ალბათ სამი იქნებოდა დაწყებული რომ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მიახლოვდებოდა, განგებ არ ვახელდი თვალებს, ბოლოს ვიღაც მეჯიკავებოდა 😀 თვალები რომ გავახილე მეგობარი შემრჩა ხელში რომელიც აპირებდა წყალი გადაესხა ჩემთვის (მკვდარივით გეძინა, გირტყი, გეჯიკავე და ვერ გაგაღვიძეო). პირველი რაც დამაინტერესდა გარდაცვლილის სურათის ნახვა იყო თუმცა იქ სადაც ძილის წინ იდო აღარ დამხვდა და მეც არ ჩავძიებივარ. როგორც იქნა მოვედი აზრზე, ავდექი, გამოვფხიზლდი, ნაბახუსევზე ცივი წყალი მესიამოვნა 🙂 ამასობაში სამზარეულოში ყავა უკვე მზად იყო, მივირთვი, ცოტა ხანს კიდევ გაგვიგრძელდა საუბარი, ბოლოს ოჯახს დიდი მადლოა მოვუხადე, მეგობარს დავემშვიდობე და წამოვედი მაგრამ ისეთი შეგრძენაბა მქონდა თითქოს ვიღაც უკან მომყვებოდა 😀

(იყო კიდევ უამრავი პატარა ნიუანსი რომლის დაწერაც უბრალოდ სიგიჟე იქნებოდა)

P.S პატარა კითხვა რომელიც ცოტა არ იყოს და ძალიან დამაინტერესდა 😐

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “ღამე მიცვალებულთან ერთად

  1. შემეშინდაააააააააააა :ს

  2. საბოლოო ჯამში ბებიამ ყავა მოადუღა თუ არა? 😀 😛

    • ეგ აღარ გაგვირკვევია ვინ იყო შუა ღამით სამზარეულოში 🙂 ვგონებ დილით მისი მოდუღებული ყავა დავლიე და არ ვიცი ^^

  3. ვაიმე მახსოვს ესეთი საუბრების დამახასიათებელი შიში, ბავშვობაში ერთი მეზობელი მყავდა, რომელიც მსგავსი ისტორიებით გვამარაგებდა და ალბათ მერე ჩვენს შეშინებულ სახეებზე ერთობოდა. 🙂
    დამაჟრიალა რა, გამახსენდა ბავშვობის ”ტრამვა” :)))))))))))

  4. ისე კი მუსიკამ უფრო შემძრა, სისხლის გამყინავია 😐

  5. :D:D:D:D ნაცნობი სიტუაციაა

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: