სილუეტი #2

ქეთი მიდიოდა, მიდიოდა და არაფერზე ფიქრობდა, უფროსწორედ არ უნდოდა რომ ეფიქრა, მიდიოდა და უკან წარსული მოყვებოდა, წარსულში კი დათო იყო, ის ვის დავიწყებასაც ამდენი ხანი ცდილობდა და როგორც იქნა ის თითქოს აღარ არსებობდა მის ცხოვრებაში რომ ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი. მიდიოდა და არ იცოდა რა ეთქვა ნიკასთვის, აშკარად არ შეეძლო ჩვეულებრივ მხიარული და უდარდელი ყოფილიყო ამ დღეს, თან ზუსტად ამ დღეს როცა ნიკას დაბადების დღეა, როცა იგი ყველაზე ბედნიერი იქნებოდა, როცა მას მისი ღიმილი დასჭირდებოდა. გზაში ამინდმაც მოიწყინა, წვიმა წამოვიდა, ქარი ამოვარდა და ქუჩა უცებ დაიცალა, მხოლოდ მანქანები მოძრაობდნენ, ქარი ქეთის სველ თმებს არხევდა, ქეთი სიცივისგან წელში ოდნავ მოხრილიყო, მიაბიჯებდა და უცებ შედგა, რაღაც გაახსენდა, თავის თავს რაღაცაზე გაუჯავრდა, მიიხედ-მოიხედა და ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა. ბევრი ძიება არ დაჭირვებია ნიკას საჩუქრისთვის. გზა განაგრძო. გზაში კი ისევ თავს დაესხა დათო და ისევ აურია გონება. იმ ბარამდე სადაც მას ელოდებოდნენ მანძილი ცოტაღა იყო დარჩენილი თუმცა ქეთიმ ტაქსი მაინც გააჩერა, უხმოდ ჩაჯდა, კარებიც ფრთხილად მოიხურა და რამოდენიმე წუთში უკვე ბარის შესასვლელთან იყო. ქეთის დანახვისთანავე ყველა წამოდგა, ნიკას ღიმილი შეაშრა სახეზე, თათია კი პირდაპირ მისკენ გაემართა.
-როგორ დასველებულხარ – თათია ეჭვის თვალით უყურებდა ქეთის, იგი კარგად იცნობდა მას და რაღაც რომ ხდებოდა უცებ მოუხვდა – სად იყავი აქამდე??
-რა ვიცი, მოვდიოდი და გაწვიმდა – იძულებით გაიღიმა ქეთიმ იმის სანიშნებლად რომ ყველაფერი კარგად იყო და აღარ ჩაძიებულიყო.
ჩუმად და ნელა მიუახლოვდნენ მაგიდას სადაც ნიკა და მისი რამოდენიმე მეგობარი იჯდა, ქეთიმ ნიკას სთხოვა რამოდენიმე წუთით გარეთ გასულიყვნენ, ნიკაც წამოდგა მეგობრებს ბოდიში მოუხადა და გარეთ გაყვა. გარეთ ისევ წვიმდა თუმცა ქარი ჩადგარიყო, უფრო ცხელოდა, მზე გამოსულიყო. გარეთ გავიდნენ, ქეთიმ თავი ვეღარ შეიკავა და ნიკას ჩაეხუტა, ცრემლები წამოუვიდა, უნებურად ლუღლუღებდა რაღაცას რაც ნიკამ ძლივს გაიგო.
-ნიკა მიყვარხარ, არ მინდა შენი დაკარგვა, ძაილან მიყვარხარ, ჩამეხუტე, მაგრად ჩამეხუტე!
ნიკა სულმთლად გაფითრებულიყო,  არ იცოდა რა ეთქვა, რა ექნა, მხოლოდ ეხუტებოდა ქეთის და მხურვალედ კოცნიდა, ვერაფერი გაეგო მაგრამ ქეთის ამ მდგომარეობაში რაიმეს გარკვევა ძნელი იქნებოდა ამიტომ არც შეეცადა.
-ქეთი დამვიდდი. მეც, მეც მიყავარხარ!
რამოდენიმე წუთი ასე იდგნენ შუა ქუჩაში, მიუხედავად იმისა რომ ქუჩა ცარიელი იყო მაინც ქეთის ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მას ვიღაც უთვალთვალებდა, უყურებდა, თვალს არ აშორედა. შეეშინდა, უცებ გაახილა თვალები და ნიკას დაკვირვებით შეხედა
-ნიკა ხომ გიყვარვარ?? – თვალებში უყურებდა, არცერთ წამს არ ტოვებდა, თითოეულ მის მიმიკას იჭერდა
-ქეთი რა ხდება?? მაგას რატომ მეკითხები?? ხომ იცი რომ მიყვარხარ?? კი, მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ!
ქეთიმ ამ სიტყვებმა ოდნავ დაამშვიდა, ღრმად ამოისუნთქა და ჯიბიდან რაღაც ამოიღო, თან თავის მართლება დაიწყო
-ნიკა ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში, აი ეს ჩემგან საჩუქრად, ოღონდ ახლა არ გახსნა, უბრალოდ ძალიან მომენატრე და… შევიდეთ, უხერხულია
ბარში შევიდნენ, ნიკამ თავისი მეგობრები გააცნო, თათიაც ხასიათზე მოსულიყო, ძველებურად კისკისებდა, ზოგჯერ ბუზღუნებდა მაგრამ მთავარი იყო რაიმე კომპლიმენტი მიგეცათ რომ უკვე კარგ განწყობაზე დგებოდა და ისევ ისეთი მხიარული ღიმილით განაგრძობდა საუბარს. ქეთი მთელი საღამო თითქმის ჩუმად იყო, მხოლოდ ნიკას უყურებდა და შიგადაშიგ იღიმებოდა როცა ნიკა რაიმეს იტყოდა ან თათია აიძულებდა რომ გაეღიმა. მთელი საღამო ასე გაგრძელდებოდა რომ არა თათიას მობილურზე მოსული მოკლე ტექსტური შეტყობინება “ფრთხილად, მე უკვე შენთან ვარ!”.

Advertisements
Categories: სილუეტი | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “სილუეტი #2

  1. ასეთი რომანტიული ბუნების თუ იყავი, ნამდვილად არ მეგონა 🙂

  2. ეს არ გექნება შენ წაკითხული 🙂 😛
    https://kaxiii.wordpress.com/2011/06/24/მე-რომანტიკოსი-ვარ/

  3. როგორც წინა პოსტი,ესეც იმ დროს დასრულდა როცა გული ამიფანცქალდა 😐 მესამე ასეთი პოსტიც და ინსულტი არ ამცდება 😐

    მაინც კარგი იყო :))))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: