MTV Live Georgia ანუ ახდენილი ოცნებები

ემთივი ლაივ ჯორჯიამ (MTV Live Georgia) ბათუმში, 2 აგვისტოს, ენრიკე ეგლესიასი ჩამოიყვანა. სცენა, დეკორაცია და გაფორმებები რა თქმა უნდა განსხვავდებოდა ქართულ (მხოლოდ საახალწლო კონცერტებზე დადგმულ) სცენებისაგან. პირდაპირი ტრანსლაციით გადაეცემოდა ბულვარში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე სადაც არანაკლები რაოდენობით ხალხს ქონდა თავი მოყრილი. მე პირადად არ ვყოფილვარ იქ მაგრამ გადმოცემით ვიცი რომ არა მხოლოდ გოგონები გაჰყვიროდნენ enrique, I love you-ო 🙂 მთავარი მოვლენა კი სიმღერა Hero-ს შესრულებისას მოხდა, როდესაც მან სცენაზე ქართველი გოგონა აიყვანა. ჯერ გაუცინა, სახეზე მოეფერა, შემდეგ ჩაეხუტა და ბოლოს “აკოცა”.

 ამ ფაქტმა (რა თქმა უნდა) უცებ გამოიწვია ხმაური, ფეისბუქზე აზრი ორად გაიყო, ზოგი აკრიტიკებდა, ლანძღავდა, აგინებდა მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ყველა ბედნიერი იყო. ბედნიერი იყო გოგონა, ბედნიერი იყო დამსწრე საზოგადოება, ბედნიერი იყო MTV-ის 600 მილიონზე მეტი მაყურებელი, ბედნიერი იყო თვით ენრიკე და ამ ბედნიერებისგან ბრწყინავდა ბათუმიც.

წარმომიდგენია ხვალინდელი საინფორმაციოები:

  • ქრონიკა: გუშინ საღამოს ბათუმში გაიმართა კონცერთი სადაც სოფო ნიჟარაძესთან და სხვა ქართველ მომღერლებთან ერთად იმღერა ენრიკე ეგლესიასმაც, მან სცენაზე ქართველი გოგონა მიიპატიჟა რის შემდეგაც ერთმანეთს აკოცეს, სიმღერის დასრულებისთანავე მათი რომანი კულისებში გაგრძელდა.
  • კურიერი: გუშინ საღამოს ზუსტად 8 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე ენრიკე ეგლესიასმა იმღერა. მან აღნიშნა რომ საქართველოში უკეთესი მსმენელები არიან, რომ მას ძალიან მოსწონს ეს ქვეყანა და რომ სიამოვნებით ესტუმრება საქართველოს კვლავ. ასევე ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოინახულა იმ გოგონას საცხოვრებელი ადგილი რომელსაც ხვდა წილად ბედნიერება ენრიკესთან ერთად მდგარიყო სცენაზე და უფრო მეტიც მისთვის ეკოცნა, ჩვენ გავესაუბრეთ ასევე მის მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებს და მოვისმინეთ მათი პოზიციები გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით.
  • ბათუმი ლაივი: გუშინ ბათუმში დაუვიწყარი საღამო შედგა, ევროპის მოედანზე თვით ენრიკე ეგლესიასმა იმღერა. აქ მოსული სტუმრები იყვნენ მოდურ ფერებში ჩაცმულნი რომელნიც საუკეთესო ბრენდის სათვალეებიდან ვერ მალავდნენ აღტაცებას, დახტოდნენ 10სმ-იან ქუსლებზე და ყვიროდნენ რაც შეეძლოთ ყველაზე “დეერსკ” (რამდენი ხანია ეს სიტყვა პოსტში აღარ მიხსნებია 😀 ) ხმაზე “ენრიქეეე”. ენრიკემ სცენაზე ქართველი გოგონა აიყვანა რომელსაც მშვენიერი სიმღერა მიუძღვნა და ვნებიანად აკოცა, ამ მხურვალე კოცნის შემდეგ მან გოგონას ყურში ჩასჩურჩულა და თანხმობის შემდეგ კულისებში გავიდნენ (აქ თიკოს ბოღმით და შურით აღსავსე თვალებით, ძალით მომღიმარე სახე) 🙂
  • ჭორ-ბიურო: თურმე ენრიკე მას მანამდეც იცნობდა. თურმე ეს გოგო შეყვარებია და ეცდება საქართველოში მის გამო ხშირად ჩამოვიდეს. აჩუქა სახლი, მანქანა, საქორწინო ბეჭედი და დაპირდა რომ ცოლად მოიყვანს მაგრამ არ ვიცით რას გადაწყვეტს თვითონ ქართველი გოგონა, ან დათანხმდება ან არა მაგრამ ეს მისი პირადია უკვე, რა ვიცით აბაა 😀

P.S დღის კითხვები: ვინ იყო ის გოგო?

რა უთხრა სცენაზე ენრიკემ?

კარგი იყო თუ არა მასთან “ზასაობა?”

სად წაიყვანა სიმღერის დასრულების შემდეგ?

როგორი სასტუმრო ნომერი ქონდა ენრიკეს ((ჯერჯერობით) უცნობი გოგონას აღწერით)

და ყველაზე მთავარი – მართლა პატარა აქვს ენრიკეს თუ არა? (ასევე (ჯერჯერობით) უცნობი გოგონას აღწერით) 😀

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, თინეიჯერები | ტეგები: , , , , , , , , | 9 Comments

პოსტის ნავიგაცია

9 thoughts on “MTV Live Georgia ანუ ახდენილი ოცნებები

  1. დაგავიწყდა FB-ზე რეებს წერენ, მიამატე :დ მაგალითად რას ვისურვებდი მე :)))

    ენრიკე, მომასხიიიი, ენრიკე…
    მაგრამ მაგის მოსხმული რათ მინდა პატარა აქვსო 😦 :დ

  2. vaime gamecina :))

  3. როგორც მე ვნახე ვიდეოები იუთუბიზე(;დ) ჩვენს ენრიკოს ყოველ კონცერტზე აყავს ვიღაც გოგო სცენაზე და კოცნის კიდევოც, ანუ იმის შანსი, რომ შემდეგ ეს მანქანაში წაიყვანა იქ სექსით დაკავდნენ მერე ცოლობა სთხოვა და აქ ბინა უყიდა, არ არის :)))

  4. ღმერთო ჩემო! :))))
    იმ გოგოს შვილიშვილებისთვის მოაყოლი ამბავი უკვე აქვს 🙂

  5. ახლა ველით რომელიმე ბოი-ბენდს თბილისში, ბათუმში, ხაშურში ან სადმე სხვაგან 🙂
    ოღონდ იმათ 4-5 გოგო მაინც უნდა აიყვანონ სცენაზე და ამით ბედნიერების ხარისხი ამაღლდება საქართველოში 🙂

  6. ssss

    vaiimeeeeeee boloo komentarmaa daxiaa.. :D:D sex odisiaa mooaawyees xoo scenazeE?? 😀

  7. აუ მაგარი ვიცინე რა 😀

  8. გამოხმაურება: ჩემი მეგობარი უკვე 2 წლისაა «

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: