5 დღიანი ფლირტი ანუ დიდი სიგიჟე

ურთიერთობა რომელიც გაბედნიერებს, რომელიც სიხარულით ცამდე აყავხარ, რომელიც გავიწყებს ყველაფერს და რომელიც (ხშირ შემთხვევაში) გაკეთილშობილებს. ამ გრძნობას ალბათ მიხვდებოდით რომ სიყვარული ქვია. დიახ, ალბათ იმასაც მიხვდებოდით რომ შეყვარებული ვარ! ^_^ ვხუმრობ, ჯერჯერობით მე და სიყვარული ვერ ვეწყობით ერთმანეთს, უბრალოდ არის ადამიანი ვის მიმართაც სიმპათიები გამიჩნდა 🙂 რამოდენიმე კვირის წინ დავწერე პოსტი “თბილისი – ბათუმი” სადაც ვწერდი ჩემს ერთ კვირიან დასვენებას ბათუმში რომელიც არ დამისრულებია, როგორც პოსტში ვახსენე იქ გავიცანი რამოდენიმე ადამიანი, შევიძინე მეგობრები და რაც მთავარია შემთხვევით გადავეყარე არაჩვეულებრივ ადამიანს რომელმაც მომხიბლა თავისი ხასიათით, ღიმილით, საუბრით, თავისებური ლოგიკით (ამ უკანასკნელმა მისმა თვისებამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე), მიმიზიდა მისმა გარეგნობამ (ადამიანის ფიზიკური მონაცემების აღწერა არ მეხერხება და რომც მშვენივრად გამომსვლოდა მაინც არ დავწერდი (გარკვეული მიზეზებისდა გამო)).

ბათუმში ჩასვლისთანავე მოვკარი მას თვალი რომელიღაც ბარში, თუმცა მე რომ იგი შეიძლებოდა სულ მალე გამეცნო ვერ წარმოვიდგენდი. ისეთი ლამაზი იყო, ნაზი, მიმიდველი, მხიარული რომ მართლა ვერ წარმოვიდგენდი თუ სულ ცოტა ხანში მასთან ახლოს, პირისპირ ვიდგებოდი და მის მიერ გამოწვდილ ხელს შევეხებოდი (ცოტა არ იყოს მეც მიკვირს ჩემი თავის), სწორედაც რომ წინა პოსტში ნახსენებ მეგობრებმა გამაცნეს (სხვა შემთხვევაში თვითონ შევეცდებოდი მის გაცნობას :P) და ჩვენი საუბარიც უცებ აეწყო, ერთმანეთს ავყევით (ავიყოლიე), ვიცინეთ, ცოტა დავლიეთ, ბულვარში გავედით, არავინ იყო ჩვენს გარდა, ერთმანეთი კარგად, ვფიქრობ სრულად შევიცანი 😀 და ამას ხელ უწყობდა ბულვარში ალაგ-ალაგ განათებული ლამპიონები, ტალღების ხმაური, ალკოჰოლი და მისი არაბუნებრივი სილამაზე 🙂

მეორე დღეს მეგობრებმა გადავწყვიტეთ კვლავ შევკრებილიყავით თუმცა ის რატომღაც არ მოვიდა, რა თქმა უნდა ცოტათი გული დამწყდა მაგრამ მაინც ჩამითრიეს მეგობრებმა თამაშებში და ისე გვერთე ვერ გავიგე როდის მოვიდა ან როდის წავიდა 😐 ამან სულ უფრო გამიფუჭა ხასიათი, ვფიქრობდი მეგობრები მეხუმრებიან არ მოსულა, უნახავად არ წავიდოდამეთქი მაგრამ საღამოს მასთან შეხვედრამ დამარწმუნა რომ თითქოს რაღაცაზე ყოყმანობდა, რაღაც ვერ გადაეწყვეტა და ამასთან ერთად მივხვდი რომ არც ის იყო ჩემს მიმართ გულგრილი და რომ მასაც უნდოდა ჩემთან….

მოსახდენი რამოდენიმე დღის შემდეგ მოხდა, არ ვიცი შეიძლება ვაზვიადებ მაგრამ მანამდე ასეთი რამ არასდროს განმიცდია. იყო უცხო, არარეალური, წარმოუდგენელი, ენით აუხსენი განცდა.

მაგრამ ეს ყველაფერი რამოდენიმე საათში დასრულდა, როცა მე წამოვედი და უკანასკნელად შევეხე მის ტუჩებს (ღმერთო რა მხატვრული გაფორმებაა) 😀 მარამ ფაქტი ისაა რომ ის თბილისში, ჩემთან აპირებს ჩამოსვლას ^^ ბედნიერი ვარ თუმცა ამავდოულად მოწყენილი (არ ვიცი რატომ). ალბათ არ მინდა ცოტა ხანში ის გრძნობა დავინახო ჩემს თავში რომელიც დასაწყისში ვახსენე. არ მინდა შეყვარებული ვიყო, არ მინდა შემიყვარდეს ან რაიმე ვალდებულებები გაჩნდეს ჩვენს შორის. უბარლოდ ვერთობით და იმედია ეს ყველაფერი დარჩება მხოლოდ გართობად

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 12 Comments

პოსტის ნავიგაცია

12 thoughts on “5 დღიანი ფლირტი ანუ დიდი სიგიჟე

  1. მაგ გრძნობას ვერ შეუკვეთავ კახი 🙂 მთავარია დადებითია და შენც მიიღე რას კარგავ 😀

    • საქმეც მაგაშია რომ მაგ გრძნობას ვერ გავაკონტროლებ 🙂 რაც არ მინდა რომ მოხდეს უამრავი მიზეზებისდა გამო. სხვა შემთხვევაში შიო ალბათ მასე მოვიქცეოდი 🙂

  2. მოსახდენი მოხდა როგორ გავიგოთ? : ))

    კოცნა თუ?

    ისა და,ვგონებ მაინც ჩაგითრევს სიყვარული..

    ^_^

  3. გული ამოიჭერი და საცხა მოისროლე 😛 ყველაზე კაი გამოსავალია ^_^

  4. likamamulashvili@yahoo.com

    ეს ბლოგი რაღაც იმას გავს, ნატანჯი და ზოგიერთის ინტრიგანობით და “კეთილისმსურველების” ხელის შეშლით დატანჯული შეყვარებულები ბათუმში წასვლას რომ გადაწყვეტენ ან განიხილავენ და ბლოგებზე გაფანტული მათი დამშორებლები ისევ რაღაც სისულელეს რომ დააკავშირებენ ერთანეთთან, შეყვარებულების დაშორების სურვილით, ეგება ერთ–ერთ მათგანს ეგონოს ეს გრძნობა გართობა და ჩვენი ჩარევის გარეშეც დაინგრეს ბოლოს ყველაფერიო….ნუთუ ვცდებიიი?! არ არსებოოოოოობს :))))))))))))))))))

    • აქაც დაგიპოსტიათ, არვიცი რა გიპასუხოთ მე პირადად ბლოგი ძალიან მომწონს და თქვენი ეს შეხედულება აქ “უაზროა” : ))))))

    • ძალიან გთხოვთ ჩამოყალიბდით და ისე წერეთ რადგან გაუგებარია რისი თქმა გინდათ თქვენი ამ ვრცელი კომენტარებით : )

  5. გამოხმაურება: მამობა ანუ გაურკვეველი მომავალი « Kakhi's World

  6. OMG კახიი!!!!!!!!!! 😀 შენი ფანი ვარ.

  7. გამოხმაურება: თბილისი – ბათუმი 2 (დანაპირები რომელმაც 1 წელი დააგვიანა) «

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: