ჩემი ჯოჯოხეთი და ჩემი სამოთხე

სამოთხე თუ ჯოჯოხეთი – ალბათ ყველას გვაქვს ჩვენივე წარმოსახვით დანახული ორივე მათგანი და სავარაუდოდ 95%-ს სამოთხე გვირჩევნია, ამისათვის კი ცოტას ვცდილოთ მიუხედავად იმისა რომ ვიცით რა შემთხვევაში დავიმსახურებთ დედამიწიდან ამ ხანგრძლივ შვებულებას. ამისათვის კარგი მაგალითია “ქვა ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო” მაგრამ ამას არა მადლის (ქვა ქვაზე დადების) გამო ვაკეთებთ, არამედ იმის იმედით რომ ეს მადლი გაჭირვების ჟამს იმედს მოგვცემს და დაგვეხმარება (მე ხომ ეს “მადლი ვქენ”, მაშ დავიმსახურე უზრუნველყოფილი ცხოვრება). ადამიანის ფსიქიკაში კარგად ვერ ვერკვევი, ყველანი ინდივიდები ვართ მაგრამ ერთი რამ მაინც ყველას გვაერთიანებს, ეს თავდაცვის ინსტიქტია (რაც არ გკლავს ის გაძლიერებს). რაც არ უნდა მოვიტყუოთ რომ ჩვენ მართლები ვართ, შინაგანი ქვეცნობიერი მაინც ჩაგვყვირებს ყურში რომ ჩვენ ვცდებით!

თემას ცოტათი გადავუხვიე მაგრამ ამით იმის თქმა მინდოდა რომ ზოგადად გვინდა, ამისათვის ბევრს ვაკეთებს მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც არ ვიმსახურეთ.

ჯოჯოხეთი და სამოთხე. არსებობს კი საერთოდ? ან სად არის? ზეცაში თუ ქვესკნელში? თეთრია თუ შავი? კეთილია თუ ბოროტი. მე ვფიქრობ ორივეს აქვს თავისი შემწყნარებლური და დაუნდობელი კანონები, კანონები რომლებიც არასდროს ირღვევა (კლინიკურ გარდაცვალებას თუ არ ჩავთვლით, როდესაც ადამიანი ხედავს სიკვდილს, გრძნობს სხეულიდან გასვლას მაგრამ კვლავ (ცოცხლდება) უბრუნდება ცოდვილ ქვეყანას (ეს მოვლენა ჩემთვის მაინც საეჭვოა))

დასაწყისში აღვნიშნე რომ გარდაცვალების შემდგომ გველოდება ხანგრძლივი შვებულება და რატომ? ალბათ, ალბათ კი არადა ვიცი რომ გაგეცინებათ მაგრამ მგონია რომ გარდაცვლილი სული რამოდენიმე ხანის შემდეგ ისევ ბრუნდება დედამიწაზე მაგრამ უკვე სხვა რომელიმე სულიერის (ცხოველის, ფრინველის და ა.შ) სახით და იგი კვლავ ცხოვრობს დედამიწაზე წინა ცხოვრებიდან დამსახურებული ცხოვრებით (საშინლად ვერ ვიტან კატას და როგორც კი საშუალება მომეცემა მათი წვალებით ვტკბები, ასე რომ ჩემი ფილოსოფიით მე თუ ასე გავაგრძელე ალბათ კატა ვიქნები რომელიც ასევე ვინმე სხვა გამიმწარებს კატობას :D)

ასევე ვახსენე წარმოსახვითი უნარი. ვგონებ ყველას გვაქვს წარმოსახვით დანახული სამოთხე და ჯოჯოხეთი, მათ შორის მეც. არაერთხელ მიფიქრია ჯოჯოხეთზე, სამოთხეზე, ორივე მათგანიდან განდევნილ სულებზე, სატანაზე და მფარველ ანგელოზზე, მე მაქვს მათი პორტრეტები ჩემივე გონებაში, ნეტავი შემეძლოს ხატვა ან დეტალურად აღწერა მათი ან სულაც მათი დანახვა თქვენთვის.

მაგრამ მაინც შევეცდები ლაკონურად აგიღწეროდ თუ როგორი წარმომიდგენია სამოთხე და ჯოჯოხეთი 🙂

სამოთხე – ბევრს გონია ერთი დიდი განათებული სივრცე, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები და კონკრეტული ათვლის წერტილი.  სადაც დაფრინავ. სადაც ყოველ ორ ნაბიჯზე გხვდებიან გარდაცვლილი ახლობლები და მათთან საუბრით გულის ჯერების კარგი საშუალება გაქვს.

აი მე კი პირიქით ვფიქრობ, თითოეული ადამიანი თვითონ ვქმნით საკუთარ სააკუთარ სამოთხეს, საკუთარ სასუფეველს, თვითონ ვქმნით ჩვენივე წარმოსახვით იმ გარემოს სადაც მოგვიწევს ამ შვებულების გატარება 🙂 “ჩემი სამოთხე ალბათ იქნება, ნათელი, ფერადი, თბილი, მყუდრო და იმედია XXII საუკუნის სამოთხეში ინტერნეტიც იქნება(??) :D”

ჯოჯოხეთი – მგონია ბნელი, ბინძური, ხმაურიანი ადგილი, სადაც ხალხს აწამებენ, დასცინიან, ერთმანეთს გლეჯენ (აქვე ისევ გამოვიყენებ ზემოთ ხსენებულ გამონათქვამს “რაც არ გკლავს, ის გაძლიერებსო”), შემზარავი სიცილი, ტირილი, ყვირილი ისმის მაგრამ დახმარება არ შეგიძლია რადგან შენც გაწამებენ, გირტყამენ, დაგცინიან, აბუჩად გიგდებენ, გგლეჯენ, გწიწკნიან და ყველაფერს იქამდე  მიყავხარ რომ დაწყევლი იმ ერთ კვირას და იმ ერთ დღეს როცა უფალმა შექმნა დედამიწა და ადამი.

კითხვაზე, თუ სად ისურვებდა სიკვდილის შემდეგ მოხვედრას – ჩარლი ჩაპლინმა უპასუხა: “ერთის მხრივ სამოთხეში, რადგან იქ კარგი კლიმატია, მაგრამ მეორე მხრივ, ჯოჯოხეთში, რადგან იქ კარგი პუბლიკაა”

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “ჩემი ჯოჯოხეთი და ჩემი სამოთხე

  1. cuga93

    ამბობენ გარდაცვალების შემდეგ ადამინს ორი რამ გაუკვირდებაო:
    1. ჯოჯოხეთში ნახავს ადამინს, რომელიც მთელი თავის ცხოვრება წმინდანად მიაჩნდა.
    2. სამოთხეში ნახავს ადამიანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება საშინელ ადამიანად წარმოედგინა.

  2. ჯოჯოხეთზე და სამოთხეზე მეც მიფიქრია…
    შეიძლება ჯოჯოხეთი იმით არის ჯოჯოხეთი, რომ დაგანახებენ,როგორ იქნებოდი სამოთხეში 🙂

  3. Giorgi

    “ქვა ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო” -მე ეს გამოთქმა სხვანაირად მახსოვს რატომღაც. ქვის ქვაზე დადებას ვერანაირად ვერ ვაკავშირებ მადლთან 🙂

    • კარგი გიორგი, არ არის პრობლემა აქვე მოკლედ განგიმარტავ 🙂 ქვა ქვაზე დადება არ არის პირდაპირი ნათქვამი, გადატანით კი იგულისხმება მადლი, გავლა და წინ დახვედრა კი მადლის დაფასება მომავალში 🙂 არ ვიცი გაიგე თუ არა მაგრამ ჩემებურად კი მაინც აგიხსენი (ისე, სხვათაშორისად) 🙂
      P.S ეგ ანდაზა ზუსტად მასეა და ვის როგორ აქვს გაგონილი არ ვიცი ^^

  4. ხო ეგ ანდაზა მასე ითქმის მაგრამ ქვის ქვაზე დადებით მგონი ისედაც ჩანს რაზეა ლაპარაკი 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: