ანაბეჭდი–ანკეტა

მიყვარს თეგ-თამაშები ♥ ხოდა ამჯერადაც დიდი სიამოვნებით დავწერ ნინუცას წამოწყებული პატარა თეგ-თამაშს სადაც მე ადომ დმთაგა.

  • რა შეკითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს?–რატომ გინდა რომ იყო პესიმისტი როცა საშინელი ოპტიმისტი ხარ?
  • რაში ხარჯავ ყველაზე მეტ ფულს?–პლასტიკურ ოპერაციებში 😀 რაში უნდა ვხარჯავდე, სიგარეტზე ვარ თავიდან ბოლომდე დამოკიდებული :დ
  • რის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ დღეს?–ღიმილის, მუსიკის, სიგარეტის და ყავის გარეშე
  • როგორ ფიქრობ ვინ ან რა იყავი წინა ცხოვრებაში?–ჰაჰ, ალბათ ვიქნებოდი კარგი პილოტი რომელიც ავიაკატასტროფაში დავიღუპე და ალბათ მაგიტომ მეშინია ყველაზე მეტად თვითმფრინავების 😀 ხოლო მომავალში ჩემი ვარაუდით ვიქნები კატა, თუ რატომ ვფქრობ ასე  იხილეთ ამ პოსტში 🙂 
  • ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს ცხოვრებაზე?–არ ვიცი რამდენად პასუხობს კითხავს მაგრამ ვთვლი რომ ჩემს ცხოვრებაზე (ზეგავლენა უფრო ხმამაღალი ნათქვამია) ზეგავლენას, ნებით თუ უნებლიედ ჩემი მეგობერბი ახდენენ თავიანთი სწორი რჩევებით და სამართლიანი შენიშვნებით.
  • რომ გქონდეს საშუალება, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?–ვიქნებოდი (ოდნავ) მკაცრი და საერთოდ ყველაფერს შევცვლიდი უკეთესობისკენ (რომ დავწვრილმანდე 1 პოსტში ვერ ჩავტევ ყველაფერს)
  • 50 წლის შემდეგ ჩემზე იტყვიან … ?–ისევ ისეთიაო; მხიარული, სიმპატიური და ჯელტმენიო 😀
  • რა არის შენი ცხოვრების საუნდტრეკი?–გულწრფელობა, პირდაპირობა, სამართლიანობა
  • ყველაზე შტერული კითხვა?–რა ხდება შენს პირადში??
  • ვაღიარებ რომ..–მათხოვრებს ვეხმარები მხოლოდ მაშინ როცა მათ სახეზე შიმშილს ვხედავ (მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე გარჩევა მიჭირს. ან ყველა მშიერია, ან ყველა იტყუება), ასევე ვაღიარებ იმასაც რომ სიგარეტის მოწევა “ბლატაობის” გამო დავიწყე 😀 (აქვე გაგიმხელთ რომ მაშინ 13 წლის ვიყავი)
  • ხალხი გაოცდება როდესაც შეიტყობს,რომ მე.. –ვთამაშობ მათთან კარგად მორგებული ნიღბით
  • ხალხი თვლის რომ მე..– ერთი დაკომპლექსებული, საკუთარ თავში ჩაკეტილი და ცხოვრებაზე დაბოღმილი ბიჭი ვარ (თუმცა რა თქმა უნდა ცდება “ხალხი”)
  • ვერ ვიტან როცა…–მალოდინებენ, ლაპარაკს არ მაცლიან, მატყუებენ, მესაუბრებიან იმ თემებზე რაზეც წარმოდგენა არ მაქვს ან რაც არ მაინტერესებს, მეკითხებიან: როგორ ვარ, რას ვშვრები და რა არის ახალი.
  • ჩემი ასარჩევი რომ იყოს მომავალ ცხოვრებაში გავჩნდებოდი…–ისევ ის ვინც ვარ
Advertisements
Categories: Friendly blogs, My Life | ტეგები: , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “ანაბეჭდი–ანკეტა

  1. მეტ-ნაკლებად ინფორმატიული ანკეტაა 🙂

    მე მიყვარს მსახიობობა. ეს გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ცხოვრება < არტისტობა და არა მსახიობობა 🙂 რა ობობები და ქსელები მოგინდა კაცო :))

  2. სრული ანკეტის სანახავად (ვისაც გაინტერესებთ) გადადით კატეგორია “მე”-ში.
    P.S კითხვები ჩემი შედგენილი არ არის 🙂

  3. საინტერესოა :))
    ნიღაბი მემგონი აცერთი ადამიანისთვის აღარაა უცხო

  4. უი, უკვე მეორე თაგ-თამაში. დავწერ ამასაც, ჯერ სტატია მაქ დასაწერი, მაცალეთ 🙂

  5. საინტერესო იყო..

  6. გამოხმაურება: დიალოგი საკუთარ თავთან ((ანაბეჭდი–ანკეტა)) « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: