მზის სახლში

თუ არ გეშინია ჩაკეტილი სივრცის, გინდა გამოცადო საკუთარი თავი კრიტიკულ სიტუაციაში და იპოვნო მეორე ნახევარი. ყველაზე მაშტაბური რეალითი შოუ დღევანდელ ქართულ ტელესივრცეში. ტელეკომპანია მზე გაძლევს შანს მოახდინო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია ტელეეთერით და განსაზღვრო შენი მომავალი. ამ პროექტში იმარჯვებს სიყვარული, ეს არის შოუ მამაკაცებისა და ქალებისათვის. აქ მხოლოდ სიყვარული, ინტელექტი, ნებისყოფა და კრეატიულობა გადაგარჩენს.

სიმართლე გითხრათ თავიდან პროექტს არ ვუყურებდი, არ მჯეროდა რომ ჯეობარის და ამტანების შემდეგ რეალითი შოუს რომელიმე სხვა ტელევიზია ასე წარმატებით წამოიწყებდა და მეც ჩამითრევდა. ასე იყო თუ ისე მეც ერთ-ერთი მათი გულშემატკივარი გავხდი მაგრამ თავიდანვე ვხედავდი უამრავ მინუსებსაც:

  1. 27 სპონსორის ყოველ 5-10 წუთში რეკლამირება (ამას დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდებოდა) :დ
  2. გადაღება მდარე ხარისხის (ერთ წერტილში გაყინული კამერები)
  3. და მონაწილეების პასიურობა

ერთი სიტყვით პროექტის დაწყებიდან ერთი კვირის დაკვირვების შედეგად სრული კრახით დაიმსხვრა ჩემი იმედები. ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა “მაშინ რატომ ადევნებდა პროქტს მთელი ამ დროის განმავლობაში თვალყურს” 🙂 პასუხი კი შოუს დაწყებიდან მესამე კვირას მონაწილეების გაურკვეველი ურთიერთობა გახლდათ. 

მათი ერთ-ერთი მიზანი პროექტში წყვილის შექმნა იყო (წყვილი იგებდა პროქტს) და ცდილობდნენ ყველანი ერთმანეთის აზრი გაეგოთ ამათუიმ მონაწილეზე და შეემუშავათ სტრატეგია თუ რომელ მონაწილესთან იქნებოდა ხელსაყრელი წყვილის შექმნა. თავიდან ყველანი გაურკვევლობაში იყვნენ, არ იცოდნენ ვინ ვისი სიმპატია იყო და ერთმანეთს ასე თუ ისე ღრმა პატივს სცემდნენ.

პირველად გამოიკვეთა გვანცისა და გიორგის წყვილი (მაგრამ არა შემდგარი), აღიარეს რომ სიმპატიები ორივეს გააჩნდა ერთმანეთის მიმართ მაგრამ თავს იკავებდნენ წყვილის შექმნაზე (ამით მაყურებელი დააინტრიგეს),  მაგრამ ძალიან გაიწელა მათი ყოყმანი და დრომაც თავისი ქნა, წყვილი არ შედგა (იყო დაძაბულობა, უთანხმოება, კონფლიქტი რამაც ხელი შეუშალა მათ ნამდვილი წყვილის შექმნაში). ამ ყველაფრის ფონზე გიორგი ცდილობდა გვანცის “დაკერვას” მაგრამ ისევ არაფერი გამოუვიდა, აქ კი მან მისი ეჭვიანობა სცადა, ამისათვის კი ციცი და გამოიყენა მაგრამ არც ამან გაჭრა, შემდეგ ეცადა დაემტკიცებინა ის რომ მის მეტი არავინ უნდოდა და წყვილის შექმნაზე უარი განუცხადა ნიკიტას (ამ უკანასკნელმა პირადად გიორგის გაუმხილა მისდამი სიმპატიები, ეგონა ეს რამეს შეცვილა ალბათ ^^)

ამ ყველაფრის ფონზე კი შედგა ნამდვილი  (აწ უკვე გამარჯვებული) წყვილი, დათო და ნინი. მათ სიყვარულში კი ეჭვი მეპარება 🙂 მგონია რომ ეს კარგად შემუშავებული სტრატეგია იყო, მათი თამაში მაყურებელთან, გეგმა რომელმაც გაამართლა.

გამოგიტყდებით და არცერთის გულშემატკივარი არ ვყოფილვარ, არც ის მანაღვლებდა ვინ მოიგებდა ან ვინ წააგებდა “უბბრალოდ დრო გამყავდა” მათი ყურებით. დათოს და ნინის VIP ოთახში შესვლით დამსახურებული იმუნიტეტი კი რატომღაც მაინც არ მესმიამვნა 😀

ეკამ და ძიმკამ კი წყვილი, შოუს დასრულებამდე 3 კვირით ადრე შემქნეს და მოგების შანსი მინიმუმამდე დაიყვანეს მაშინ როცა ქონდათ შანსი რეიტინგით ნინის და დათოს გატოლებოდნენ, მაგრამ ამით ალბათ დაამტკიცეს მათ რომ მათთვის მოგება არაა მთავარი და რომ მათ არ არინტერესებდათ დათოს და ნინის რეიტინგი მაყურებლებში. მგონი ყველაზე უნიჭო მსახიობები არიან 🙂 სიყვარული ინსცენირებას რა უნდა?? (არაფერი) მაგრამ როგორც ჩანს დათო და ნინი უკეთ არიან დახელოვნებულნი ამ სფეროში და მათ გაუმართლათ 🙂

მზის სახლის ფინალი –  მეგონა იქნებოდა რაღაც გრანდიოზული, მხიარული და განსხვავებული მაგრამ აქაც როგორც პროექტის დაწყებისას ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. იყო ძალიან სადა (ვერ ვიტყვი დახვეწილი), ცუდად გაფორმებული და წამყვანების არეული, დაუგეგმავი დიალოგი, უაზრო რეპლიკები. ამას დამატებული ისიც რომ მხოლოდ ფინალში გასული 10 მონაწილე ესწრებოდა საღამოს, საღამოს რომელიც იყო ღია ცის ქვეშ გამართული და რომელსაც წვიმამ შეუშალა ხელი, მართალი არ იმჩნევდნენ მაგრამ აშკარად ჩანდა მათი გალუმპული (გადაპრანჭული) თმები, სველი ტანისამოსი და სტუმრად მიწვეული მომღერლების დამცინავი სახეები. ფინალი რესტორან “სოფლის სახლში” შედგა(?) 😀 მე მაგალითად პირველი სეზონის მონაწილე რომ ვყოფილიყავი თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი იმ სიტუაციაში რომელშიც ფინალისტები იმყოფებოდნენ და მათაც ეტყობოდათ უკმაყოფილება (მათი ერთმანეთის მიმიკური შეტყობინებებით რომ ძალით მაინც გაეღიმათ, უხერხული იყო ბოლოსადაბოლოს) 😀

მინდა გითხრათ რომ არ ვარ აზარტული, მაგრამ მიყვარს  გარისკვა :დ ხო ეს ორი რამ ერთმანეთს ეწინააღმდეგება ვიცი 🙂 და მიუხედავად ამისა გადავწყვიტე მზის სახლის მეორე სეზონში მონაწილეობის მიღება და პროექტში შესვლა მაგრამ მათ საიტზე რეგისტრაციისას თარიღის მითითების დროს გადავაწყდი ერთ მოულოდნელ და ამავე დროს უსიამოვნო ფაქტს. დაბადების თარიღში ყველაზე მაღალი 1992 წელი იყო აღნიშნული, მე კი 93-იანი ვარ 😀 ხოდა ასე, ვეღარ გავიარე რეგისტრაცია ^^ თუმცა ძალიან მიზიდავს რეალითი შოუები და ალბათ ისევ მაყურებლის სტატუსით მომიწევს მათი თვალყურის დევნება 😀 ასევე ვიმედოვნებ რომ ეს იყო მზის სახლის ტესტი და ყველაფერ ცუდს გამოასწორებენ მეორე სეზონზე, თუ არა და თვაში ქვა უხლიათ, მე აღარ ვარ მათი მყურებელი მეორე სეზონზე, კიდევ 3 თვე 🙂

მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა,
სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყვალი აგერ გორავსა

Advertisements
Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “მზის სახლში

  1. კარგი პოსტია, უბრალოდ ერთი შენიშვნა მაქვს, თუ მიიღებ:
    შეურა’ცხ’ყოფილი და არა შეურა’წ’ყოფილი..

    არ მჩვევია ესეთ რამეებზე გამოკიდება, უბრალოდ ძალიან მომხვდა თვალში :დ

  2. ნაზღაიძე რომ არ ყოფილიყო ეს შოუ კი არა მძინარე მზეთუნახავების შეკრება იქნებოდა..ერთადერთი ეგ აცოცხლებდა ასე თუ ისე შოუს
    დიდი იმედი მქონდა გვანცას და გიორგის წყვილის,მაგრამ არ შედგა და მეწყინასავით : ))
    დათო რომ არ უყვარს ეკას(სახელი ხო ზუსტად მახსოვს) მაგას რა მიხვედრა უნდა,ერთხელ ახსენა კიდეც მაგას როგორ შევხედავ,ლაწირაკიაო..
    ძიმკას კიდევ ნინი არ უყვარს და კარგად ითამაშეს(თუმცა კარგად მხოლოდ ვიღაცეებისთვის,ჩემთვის არა)
    აი ფინალი იყო კატასტროფა,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით..
    ბედიების წკმუტუნი ხომ საერთოდ აგვირგვინებდა..

    პ.ს. დაურეკე,შეიძლება გამონაკლისი დაუშვან..

    • ეკა და ძიმკა, ნინი და დათო ^^
      გეთანხმებიი 🙂
      ფინალის ყურების შემდეგ სულ შემეცვალა შთაბეჭდილება 😐
      აღარ მგონია მანდ მივიდე 😀

  3. საშინლად არასაინტერესო მეჩვენა მე ეს პროექტი… რამდენჯერმე ვცადე ყურება მაგრამ არ მომეწონა… თან აშკარად ეს ”დომ 2”-ს უნიჭო კოპირება…
    რავიცი, ვისაც მოგეწონათ რა ჩემი საქმეა, მაგრამ ჩემთვის სრული უაზრობა იყო.

  4. ოოოო.. ირაკლი ნიქაბაძე, მარშლი ჩემი უახლოესი ძმაკაცია, თვიდან ვეუბნებოდი რომ მრცხვენია იქ რომ შედიხარ და მერე ღიად განვუცხადე, რომ ვამაყობ, როგორც წარმოადგინა საკუთრი თავი მე. მიხარია რომ დასტოინად იყო მანდ და სასტიკად მომენატრა…. :)))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: