ინკოგნიტო ბლოგერები

ამ ბოლო დროს ბლოგინგის სივრცეში უამრავი ინკოგნიტო ბლოგერი გამოჩნდა რომელიც თავის ვინაობას არ ამხელს. უმრავლესობას ვიცნობ, მათი ბლოგებიც გადაკითხული მაქვს და რა ადვილია წერო საკუთარ თვაზე ყველაფერი როცა არავინ გიცნობს, არავინ შეგხვდება ქუჩაში და გეტყვის (თუ გაგიმართლათ და უარესი კრიტიკის ქარ-ცეცხლში არ მოყევით) რა ცუდი ხარო :დ ვერავინ გიცნობს, არავინ გამოგაყოლებს ქუჩაში თვალს, ვერავინ მიხვდება რომ შენ ამდენ საიდუმლოს მალავდი მათთან მაგრამ თამამად წერდი ბლოგზე. რა ადვილია სხვისი გაკრიტიკება, არანაირი სინდისის ქეჯნა, ამის გამო არანაირი პირადი დაპირისპირება და ა.შ. ვინ იცის ქუჩაშიც რამდენჯერ შემხვედრია ბლოგერი რომელსაც მე მას ვიცნობ (მხოლოდ ბლოგით) და გვერდით სულ ახლოს ჩამივლია ისე რომ გამარჯობაც არ მითქვამს 🙂

ზოგი თვლის რომ ეს კარგია, მეც ზემოთ ჩამოთვლილს ვეთანხმები რომ კომფორტულია მაგრამ როცა მათ პოსტებს ვკითხულობ ყოველთვის მგონია რომ რაღაცას მატყუებენ, ისტორიებს თხზავენ და ეს მათი ცხორება არ არის, რატომაც არა, დაწერს სხვას, დაწერს არარეალურს, მოიგონებს და მკითხველსაც მიიზიდავს თავისი ყალბი ცხოვრების წესით. და მაინც რატომ უნდა დამალო ბლოგერმა ვინაობა როცა თვითონ შენი ცხოვრების, მეგობრების, ნაცნობების არ გრცხვენია და თითეულ დღეს პოსტებად უყვები ფართო აუდიტორიას?? იმიტომ რომ არაჯანსაღი ორიენტაციისაა და მალავს?? იმიტომ რომ არ სურს კომფლიქტი მეგობართან რადგან მათზე წერს?? იქნებ იმიტომ რომ მომაბეზრებელი ცხოვრება აქვს?? 21-ე საუკუნეა და ამისათვის არავინ ჩამოგახრჩობთ ^^ სხვა მიზეზს ვერ ვხედავ თუ რატომ უნდა დამალო ბლოგერმა ვინაობა.

პატარა პოსტია ^^ მეტის დაწერა არ მინდა თქვენზე რადგან ძალიან მიყვარხართ ❤ მერე რა რომ ინკოგნიტოები ხართ 😀

P.S პატარა რჩევაც: შეეჩვიეთ კრიტიკას და პოსტებიდან გამოწვეულ არეულობას, ჩამოიხსენით ნიღბები, დააყენეთ ავატრად თქვენი სურათები და ხმამაღლა, თამამად წარმოთვით თქვენი სახელები

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, Friendly blogs | ტეგები: , , , , , , | 18 Comments

პოსტის ნავიგაცია

18 thoughts on “ინკოგნიტო ბლოგერები

  1. რატომაც არა …
    მაგრამ ზოგს ასე უფრო უადვილდება წერა…

  2. როცა ძალიან გიჭირს სულიერად და ვერავის ეტყვი ამის შესახებ,თითქოს ხსნათ გვევლინება ბლოგი…აქ შეგიძლია გულახდილად დაწერო შენს განცდებზე…თითქმის დღიურივითაა ჩემთვის,არ მიმაჩნია ცუდ ტონად დარჩე უცნობათ …რადგან ადამიანებს საერთოდ გვიჭირს სხვის სულში ჩახედვა და იმის გაზიარება რაც ასე სჭირდება ხშირად ავტორს.-ხშირად მინანია ჩემი ხასიეთის გამო,რადგან ზედმეტი გულახდილობა არაა სასურველი.მხოლოდ მოძღვართან შეიძლება ბოლომდე გაიხსნა,რადგან უფალი დიდია მხოლოდ მას შეუძლია,მოგვიტევოს და სწორი გზა გვიჩვენოს.(მაინც ვერ ვთქვი ის ,რისი თქმაც მინდოდა…)

  3. ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით და ერთ–ერთი ანონიმი ბლოგერის პასუხები.
    პ.ს. რაღაცაში გეთანხმები, რაღაცაში არ…

  4. და თუნდაც გამოგონილი ისტორიები იყოს, მერე რა?? 🙂 ყველანი ვფანტაზიორობთ მეტ-ნაკლებად, რა არის ცუდი იმაში, თუკი ეს ფანტაზიები გადმოსცა ვინმემ, თანაც ისე, რომ სხვებისთვის წასაკითხად საინტერესოა??
    🙂

  5. ჰმ : )))
    შეიძლება ანონიმობა კიდევაც იწვევდეს ტყუილების ეჭვს, თუმცა მე ვცდილობ ხოლმე ჩემი ისტორიები ჩემს მიერვე გადაღებული ფოტოებით გავაჯერო. ასეთ ფოტოებს ჩემი ბლოგის მისამართს ვაწერ. მაგალითად მოვიყვანდი ჩემს პოლონურ და ავსტრიულ თავგდასავლებს. ბოლო დროს ისეთი აღარაფერი დამიწერია რომ ჩემი გადაღებული ფოტოები დამჭირვებოდა, კაცმა რომ ტქვას არც გადამიღია რამე…თუმცა რაღაც სიხალეებს და ცვლილებებს ველოდები და ესეც იქნება. 🙂
    რაც შეეხება იმას თუ რატომ ვარჩიე ანონიმობა, ცალსახა პასუხი არ მაქვს. ერთადერთი ისაა რომ ასე ბევრად მარტივია. ჩემი “შინაგანის” გადმოლაგება არ მიყვარს არავისთან, როგორი ახლობელი ადამიანიც არ უნდა იყოს ის ჩემთვის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ტკვილის გამზიარებელი არ მყავს ან ვინმესთან რაღაცაზე დაჩივლება და წაწუწუნება არ შემიძლია. ანონიმურად წერა ადვილია, უყვები სრულიად უცნობ ადამიანებს და შენ მათთვისაც უცნობი რჩები. თუმცა, შეიძლება ასეთმა ხალხმა უფრო უკეთ გაგიცნოს, ვიდრე რეალურმა მეგობრებმა და გარემოცვამ. “რატომ ვარ ანონიმი” ამაზე პოსტიც მაქვს, ჯერჯერობით დრაფტებში. შეიძლება გამოვაქვეყნო კიდეც, ვნახოთ. ჯერ არ მინდა 🙂

  6. არ მეგონა ასე პრიმიტიულად თუ უყურებდი ამ ყველაფერს… ბევრი იფიქრე იმაზე, რაც დაწერე? ეს თუ გგონია ანონიმობის მიზეზი, აღარაფერი მეთქმის აქ…

  7. გთხოვთ ნუ გამინაწყენდებით ^^ 😀

    • არა, არ მწყენია, რას ამბობ. ეს შენი აზრია და აზრის გამოხატვის ტავისუფლების მომხრე ვარ მე. უბრალოდ, დასანანია, რომ ასეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ თურმე. ყველაზე ცუდი ისაა, როცა არარეალურად გაფასებენ.

  8. Mr. Nomad

    კომფორტულია, როდესაც არ ჩანხარ 🙂

  9. მე მაინც ვერ გავიგე, ვინ ვის რას უშავებს ამით… 🙂 მე არაფერი მესაქმება ბლოგერის ფიზიონომიასთან, თუ მომწონს, რასაც წერს, ვკითხულობ; თუ არ მომწონს, არც ის მაინტერესებს, როგორ გამოიყურება თუნდაც ყველაზე წარმატებულ ფოტოზე… ჰოდა, ყველამ საკუთარ თავს და ბლოგს მიხედოს 🙂
    მომიტევეთ, გვირილას და მანჩოს დიალოგის ხასიათი გადმომყვა…

  10. მოიცა და მე თუ ქეთუსი ვარ,ღია პროფილი მაქვს და ჩემი სურათების ნახვა პრობლემას არ წარმოადგენს,რა 100% დამეჯერება თუ რამე დამიწერია?(სიტყვაზე)
    დამიჯერე,ანონიმური ხარ თუ არა,არაფერს წყვეტს,მთავარია შინაარსობრივი,გინდაც მხატვრული დატვირთვაა ბლოგის,თორე აპრიორი გულახდილობისთვის მას იშვათად ვიყენებთ.
    სხვა თუ არაფერი,ადამიანები წამდაუწუმ სხვადეასხვა ნიღბებს ვირგებთ რეალშიც–ასე რომ აქაც შეიძლება გაგიჭირდეს ადამიანის ’ამოცნობა’.
    ცოტა მეტად გააზრება უნდა ამ საკითხს.ეს ზემოთ კომენტარებშიც ახსენეს.

  11. მგონი ეგრე ხალმხრივად ვერ მივუდგებით. ზოგი თავის პიროვნებას მალავს ინკოგნიტოს მიღმა, ზოგი კი უკაცრავად და უცნაურ ტრაკს. დამალვის მიზეზი იმდენი შეიძლება იყოს, რო რავიცი…

  12. ვერ დაგეთანხმები კახი იმაში, რომ რადგან ინკოგნიტოა აუცილებლად იტყუება და ინიღბება..უამრავი მაგალითია ცხოვრებაში როდესაც ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს ვაწყდებით ხოლმე.. და მე თუ მკითხავ თავისი პირადი ინტიმური საკითხების ბლოგზე განხილვით რეალური პიროვნება უფრო პოპულარული ხდება,ვიდრე ინკოგნიტო..ამიტომ პოპულარობის მიზნით ვფიქრობ რეალურები უფრო მეტად იტყუებიან,ინკოგნიტოებს ეს ნაკლებად სჭირდებათ..ნუ რათქმაუნდა არც ერთ ვარიანტში ბლოგერთა აბსოლიტური უმრავლესობა არ იგულისხმება 🙂

  13. გამოგონილ ამბავს არაინკოგნიტო ბლოგერი ვერ დაწერს? :დ

    • ხო მაგრამ არაინკოგნიტოს პოსტს მაინც ნახავს რომელიმე მისი ნაცნობი, მეგობარი და გაუტყდება/ან არ გაუტყდება, რა ვიცი აბა :დ

  14. dzalian cudia mattvis,blogi pirvel rigshi xalxtan urtiertobas da mattan gaxsnilobas gvaswavlis..ki inkognitod yofna cota intrigacaa ,sasiamovnoc magram tu undat momavalshi raimes miagwion jobia xalxtan urtiertobas anda mattan grdznobebis gaziarebas miechvivnon..nu me ase vfiqrob:)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: