დაუნახავი არ უნდა იყო, არა!

რატომ ვართ ადამიანები უმადურები, დაუნახავები?? რატომ წონის ერთი უარი, სურვილის შეუსრულებლობა უამრავ თანხმობას და თხოვნის დაკმაყოფილებას?? არ ვიცი ალბათ მე ვარ ის ერთ-ერთი რომელსაც თითქმის  მხოლოდ ასეთ ადამიანებთან უწევს ურთიერთობა და მხოლოდ მე მაწუხებს ის კომპლექსი რომელსაც მეგობრის თხოვნის შეუსრულებლობა ქვია (ცოტა ცუდად ჟღერს მაგრამ ასეა).

ანუ მეგობარი როცა რაღაცას გთხოვს და შენ ამის გაკეთება არ შეგძლია დავუშვათ და თავმოყვარეობის ან სხვა მიზეზის გამო (ალბათ გაგიჩნდებოდათ მოსაზრება რომ მეგობარი ასეთ რამეს არასდროს გთხოვს თუ ნამდვილი მეგობარია მაგრამ დავუშვათ ისიც რომ ეს მისთვის იმდენად აუცილებელია რომ გთხოვთ) მაგრამ ეს აუცილებელია მეგობრისთვის ამ დროს დამნაშავედ ვგრძნობ თავს და თითქოს ვინმესადმი (კონკრეტულად კი მეგობრისადმი) ვალში ვარ და მე იძულებული ვხდები დავყვე მის ნებას და ვუღალატო ჩემს პრინციპებს.

მაგრამ საკმარისია უარი განვუცხადო რომ მას ავიწყდება ყველა ის სიკეთე რაც მისთვის ჩამიდენია, რაც მისთვის “მიჩალიჩია” და საერთოდ რაც მისთვის გამმეტებია. ამ პოსტს არ ვწერ რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე, უბრალოდ ამ ბოლო დროს ხშირად ხდება ჩემს თავს ასეთი ფაქტები როცა ვინმეს რაიმე თხოვნას ვერ/არ ვუსრულებ და ის ყველა ჩემს სიკეთეს წყალში ყრის, თითქოს მე მისთვის არაფერი გამიკეთებია საიმისოდ რომ ეს პატარა თხოვნის შეუსრულებლობა ვერ/არ მაპატიოს  და მეც მომეკიდოს გაგებით.

ხშირად მინდება ეს ყველაფერი პირში მივახალო რომ იგი დაუნახავია, უმადური, რომ გაიხსენოს რამდენი სიკეთე გამიკეთებია მისთვის, რამდენჯერ დავხმარებივარ და რომ ვთვლი რომ თვითკმაყოფაზეა მხოლოდ მაგრამ ეს უკვე “დამადლების” ტოლფასია და ვცდილობ ის ურთიერთობა მაინც შევინარჩუნო რომელიც ამ შემთხვევის შემდეგ შემორჩა.

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 9 Comments

პოსტის ნავიგაცია

9 thoughts on “დაუნახავი არ უნდა იყო, არა!

  1. ზოგი სამწუხაროდ ისეთი როჟაა, რომ თვითონ არასოდესაა მზად დასახმარებლად მაგრამ ამას ითხოვს შენგან. რთულია ეგეთთან მეგობრობა 😦

  2. როცა ეგოიზმი და გამორჩენა იჩენს თავს, ეგ მეგობრობა არაა.და ისედაც, მეგობარმა არ უნდა გთხოვოს ისეთი რამ, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოს. თუ ამდენს ვერ ხვდება, იმას სხვაც ბევრი შეეშლება.და საერთოდ, ჩემი დევიზია: დასაკარგი უნდა დაიკარგოს! 🙂 და არ ღირს მაგაზე დარდი

  3. მმმ … მეც ბევრი მაქვს მასეთი შემთხვევა…სამწუხაროდ : (

  4. welcome to the F**ing world.. ადამიანის ბუნებაა ამსეთი ყველაფერი უნდა და ათასი სიკეთ რომ გაუკეთონ და ერტხელ უთხრა “არა” იმ ყველა სიკეთეს დაგივიწყებს. მეც მომსვლია ბევრკერ მასეთი შემთხვევა, და დაჟე დამნაშავედაც აქეთ ვგრძNობდი თავს, ეჰ… ზოგიერთი ცუდი როჟაა 😦

  5. დაახლოვებით შენს ასაკში მაწუხებდა მეც ასეთი სიტუაციები, მაგრამ ყველაფერი და ყველა თავ-თავის ადგილას დადგება. katerina-მ ,,დასაკარგი უნდა დაიკარგოსო” და დაიკარგება კიდეც, ეს ყველაფერი თავისთავად მოხდება.

  6. ზედა კომენტარი ჩემია (luulove). account-ების არევიზაცია მოხდა და არ შეიმჩნიოთ 🙂

  7. არც მე მევასებიან დაუნახავები, უმადურები და მისთანები 🙂

  8. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ხშირად მეც მაქვს ეგეთი ,,უჟმურობის სიმპტომები”,როდესაც იმას არ/ვერ ვაკეთებ რასაც მთხოვენ,და ამაზე ბრაზდებიან კიდეც 🙂 ჰოი საოცრებავ.. დაიწყებენ ,,ამ ერთხელ”, ,,არ გაგვიტეხო”, ,,სულ შენ გამო ხომ არ ვიქნებით ასე” და ა.შ.

    მგონი,ერთხელაც იქნება ვეღარ მოვითმენ, ,,ამომასხავს” და რავიცი,შეიძლება ვინმეს მაგრად ვაწყენინო,თუმცა ჯერჯერობით ვუმკლავდები..

    ჰო რაც შეეხება პოსტს,მომეწონა ძალიან. რჩევის მოცემას ვერ ვბედავ,ამიტომ უბრალოდ გეტყვი-თავის დროზე ყველა ყველაფერს დაინახავს (იმედია) და ყველა დააფასებს შენს სიკეთეს..

  9. Alexander

    აჰა, ყველა დაუნახავის და უმადურის დედამოვტყან!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: