მხატვრულად გაფორმებული ჩემი პირადი

მუზა! უკეთესი იქნება თუ მოუსმენ და თან წაიკითხავ… 

იმ დღეს საშინლად წვიმდა, ცა იქცეოდა, ელვა გრუხუნებდა მაგრამ შენ არ მიდიოდი, ერთ წერტილში იყავი გაყინული, არაფერზე ფიქრობდი, ეს სახეზე გეტყობოდა. სველი თმა, სველი სახე, უღონოდ ჩამოყრილი ხელები და სველი გრძელი ფრიალა კაბა. ზურგით იდექი მაგრამ ვხედავდი შენს ცრემლებს. ცრემლებს, როგორ მოჰყვებოდა ერთი მეორეს და როგორ ირეოდა წვიმის წვეთებში, როგორ შლიდნენ საგანგებოდ ჩემთვის მოხატულ სახეს. როგორ თხაპნიდნენ, აფერმკრთალებდნენ შენს ლამაზ მოხატულ თვალებს, როგორ უსულოდ ეცემოდნენ ტუჩებზე რომლებიც სიმწრისგან თრთოდნენ. წვიმდა და ეს ხმაური გაბრუებდა, გაბნევდა, თავგზას გიბნევდა, არ იცოდი რა გექნა. მესმოდა, მე მესმოდა მაშინ რასაც ფიქრობდი, რატომაც ტიროდი მაგრამ არ შემწევდა ძალა რომ ორი ნაბიჯი გადმომედგა წინ, რომ ჩაგხუტებოდი, ბოლოჯერ მეკოცნა შენთვის, ბოლოჯერე ჩამეხედა თვალებში. ვიცი, მელოდებოდი, ელოდებოდი ამ ყველაფერს მაგრამ მე ეს არ შემეძლო, არ მეყო განბედაობა. იმ საღამოს ქარი გუგუნებდა, წვიმა კონტროლს კარგავდა, ირეოდა ჰაერში და შენ მისტიროდი წარსულს, გინდოდა დროის დაბრუნება მაგრამ…

მე გიყურებდი და უცებ ძალიან, ძალიან მომინდა შენთან, უცებ მომენატრა შენი კოცნა თუმცა არ შემეძლო შენთან მოსვლა. ჩვენს შორის სულ რაღაც ორი-სამი მეტრი იყო მანძილი თუმცა უამრავი ბედნიერი დღეც, უამრავი ალერსი და ლამაზი სიტყვები რომელიც წვიმა, ქარი, ტყუილი, შური თელავდა. ბოლოს თავი ზემოთ აწიე, ამაყად გაიმართე წელში, არ შემომხედე ნაბიჯი ისე გადადგი, ისევ შეჩერდი და ჩუმად, ისე რომ ძლივს გავიგე უკანასკნელი სიტყვა მითხარი რომელიც პირდაპირ გულს მოხვდა, რომელმაც ამაფორიაქა, რომელმაც თითქოს აქამდე მოკლული ხელახლა ჩაკლა გულში. მხოლოდ ერთი სიტყვა რომელიც აქამდე შენ ბევრჯერ გითქვამს ჩემთვის თუმცა სხვა ფორმით, სხმა ხმით და ვითარებაში. შენ მითხარი “მიყვარდი” და უცებ უმატე ნაბიჯებს, ხელებს სიცივისგან გაყინულს ერთმანეთის დახმარებით ითბობდი, სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდი, კაბას ქარი აფრიალებდა, თმებიც ისე ნაზად ირხეოდა, შენი გულის ხმა კი ისევ მესმოდა. მიდიოდი და თანდათან პატარავდებოდა შენი სილუეტი, თანდათან ქრებოდა შენი ჩრდილი ამ დროს კი გულში დიდი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ცხოვრებას ვემშვიდობებოდი, თითქოს უკანასკნელი წამებს ვითვლიდი.

დაგიძახე, არ შეჩერდი. უფრო ძლიერად, ხმამაღლა დაგიძახე მაგრამ შენ არ მომაქციე ყურადღება, ისევ მიდიოდი და თანდათან ვეღარ გხედავდი. იელვა, წამით განათდა მაგრამ შენ აღარ ჩანდი, აღარ იყავი ჩემთან. გონს რომ მოვედი მივრბოდი მაგრამ სად არ ვიცოდი, გეძებდი მაგრამ არ იყავი, გეძახდი მაგრამ შენი ხმა აღარ მესმოდა. შევჩერდი, დავიბენი, საკუთარ თავს დავცინე, ბარდიულზე ჩამოვჯექი, ისევ წვიმდა, ისე ძლიერი ელვა გრუხუნებდა, ისევ საშინელი ქარის ზუზუნი ისმოდა, ვფიქრობდი რომ დაგკარგე, მორჩა, აქ იყო იმ დიდი სიყვარულის დასასრული. შუა გზაზე ვიდექი, ყვირილი მომინდა, ღრიალი, ტირილი. ცრემლი იყო თუ წვიმის წვეთები არ ვიცი. სრულიად ბნელი ქუჩა სულ უფრო დაბნელდა, თვალებში დამიბინდდა. მაშინ რა ვიგრძენი ვერ დავწერ, უბრალოდ არ შემწევს უნარი ავღწერო როგორ გავთბი ერთიანად, როგორ ძგერდა გული, როგორ გათბა ძარღვებში სისხლი, როგორ მომინდა ხელში ამეტაცე და მეყვირა რომ მიყვარხარ, არ დავფიქრდებოდი ისე ვუღალატებდი ჩემს პრინციპებს, ისე გადავაბიჯებდი ყველა კანონს. ვიცანი იმ ხელების მოყვანილობა რომელსაც ვეფერებოდი, იმ თმების სუნი რომელსაც არაერთხელ შევხებივარ, გიცანი. უცებ წამოვდექი, თვალებში ისევ სიბნელე სუფევდა, რამოდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიდექი, ბოლოს ხელით შევეცადე შეგხებოდი მაგრამ არ იყავი და არც სინათლე ჩანდა თვალებში…

რამოდენიმე წელია მას შემდეგ გასული მე კი შევეჩვიე უკუნეთ წყვდიადს. იმ საღამოს მე შენს ძებნაში ავარიაში მოვყევი, მძიმე ტრამვის შედეგად დავბრმავდი. შენ ვეღარასოდეს დაგინახავ და მუდამ მემახსოვრები ის მხიარული, მომღიმარი, ალერსიანი როგორიც მე მინდოდა რომ ყოფილიყავი.

Advertisements
Categories: ჩემი შემოქმედება, My Life | ტეგები: , , , , , , , | 7 Comments

პოსტის ნავიგაცია

7 thoughts on “მხატვრულად გაფორმებული ჩემი პირადი

  1. აუ აუ რამდენჯერ წარმომიდგენია ხოლმე, დამუნჯება, დაბრმავება, წელს ქვემოთ მოწყვეტა. მაჟრიალებს.

    სიბრმავე მაინც ყველაზე კარგი რამეა ამათ შორის .

  2. Keti

    რა მაზოხიზმია! ცხოვრებიდან გაქცევის სენტიმენტალურ-რომანტიული სცენარი…

  3. ავჩუყდი 😐

  4. მე საბოლოა ჯამში მომეწონა… ყოჩაგ… !

  5. ტიტუუუ,რა დღეში ჩავარდნილხარ 🙂
    ^__^

  6. უკომენტაროდ..კარგიააა :))))

  7. ისე, უნდა გამოვტყდე და გითხრა, რომ სიყვარულზე ისე წერ, ყველაზე სკეპტიკოს ადამიანსაც დააჯერებ მის არსებობას.
    (რამოდენიმე არაა სწორი ფორმა- რამდენიმეა და რომ ნახავ ჩაასწორე, ძმურად) 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: