ვირტუალური სიყვარული ანუ Search for Skype Users

დიდი იმედი მაინდამაინც არ მაქვს, რომ ადრესატი ამას წაიკითხავს მაგრამ “ცდა ბედის მონახევრეა-ო” და მაინც დავწერ. რა იცი, ინეტრნეტი უსაზღვრო სივრცეა და იქნებ შემთხვევით მაინც დაეკლიკოს კიდეც ამ ბმულზე და წაიკთხოს ის, რისი თქმაც ვერ მოვასწარი მისთვის! არ დამცალდა მეთქვა ის, რასაც ახლა ვიტყვი!! მაშ ასე, მე პატარა ისტორიას მოგიყვებით, სრულიად პირდაპირი მნიშვნელობით, არანაირი შელამაზებით, რომელიც ძალიან ბანალურია, თუმცა იმდენად მტკივნეული ჩემთვის, რომ მიუხედავად მას შემდეგ დიდი დრო გავიდა მე მაინც არ მავიწყდება.

ერთ საღამოს, როცა მე სახლში სრულიად უსაქმურად ვიჯექი და კომპიუტერში რაღაცებს ვათვალიერებდი მოწყენილობისგან დაღლილიმა გადავწყვიტე გართობა, მაშინვე გავხსენი ჩემი სკაიპი და დავიწყე გაცნობა ადამიანების, რომელიც ვიცოდი მხოლოდ ერთჯერადი მოსაუბრეები იქნებოდნენ. მაშინ შენ მოგწერე, შენ ჩემთან საუბარს დათანხმდი და ერთმანეთი გავიცანით. შენ მაშინ არ იყავი მარტო, შენი მეგობარიც თან გახლდა (დაქალი) და ცოტათი შებოჭილი იყავი, თუმცა ჩვენი დამოკიდებულება რაღაც თემებთან დაკავშირებით დაემთხვა, ამან ცოტათი გაგვამხიარულა, შემდეგ უკეთესად აეწყო ჩვენი საუბარი და სურათები გავცვალეთ, მე არ დაგიჯერე რომ სურათზე ნამდვილად შენ იყავი და გთხოვე ვებ-კამერა ჩაგერთო ჩემთვის, შენ უარი მითხარი, თუმცა ჩემმა დაჟინებყულმა თხოვნამ და მუდარამ (რადგან სურათზე თავიდანვე მომეწონე) გაჭრა და დამთანხმდი. დაგირეკე და უცებ მონიტორზე ძალიან ლამაზი გოგონა გამოჩნდა, რომელიც იღიმებოდა, მე მიღიმოდა. რაც არ უნდა დაუჯერებელად მოგეჩვენოს მაშინვე დაიწყო გულმა ბაგა-ბუგი. შენი სახე, ღიმილი იმდენად ლამაზი, ნაზი და მხიარული იყო, რომ დიდხანს გაგვიგრძელდა საუბარი, რადგან მიჭირდა გათიშვა და არც შენ გაძლევდი უფლებას კამერა გაგეთიშა. გახსოვს? რამდენი ვიცინეთ მაშინ, რამდენი საერთო აღმოგვაჩნდა. მას შემდეგ თითქმის ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს, იმდენად გავიხსენით ერთმანეთთან, რომ ყოველდღიურ მოვლენებსაც ვუზიარებდით ერთმანეთს, რამოდენიმე საიდუმლოც გამანდე, შენ შემეჩვიე – მე შემიყვადრი. ხო, თავიდან არც მე მჯეროდა 🙂 ასე, ვირტუალურად შემიყვარდი, შემიყვარდი და სამწუხაროდ გვიან გავიგე, რომ შენ საქართველოში არ იყავი. თავიდანვე გამოგვრჩა ეს მთვარი და მნიშვნელოვანი დეტალი. თავიდან თითქოს ვეგუებოდი იმას, რომ ვერ გნახავდი ან გნახავდი თუმცა ეს როდის მოხდებოდა არავინ იცოდა.
დაუჯერებელია მაგრამ დაახლოებით ორი წელი მე შენ (პირისპირ) უნახავად მიყვარდი!

ხო, ამას გულწრფელად ვამბობ რადგან ახლა ტყუილის მიზეზი არ მაქვს და არც არასდროს მომიტყუებიხარ! ამ ორმა წელმა უცებ გაირბინა და ბოლოს ჩვენს შორის სხვა ჩადგა, სხვა ბიჭი, რომელიც მანდ იყო, შენს გვერდით, სულ ახლოს, მას შეეძლო შენთან ერთად ყოფნა, მე კი არა. ასევე მე შენს ერთ-ერთ “დაქალს” არ მოვწონდი და ყველაფერი ქნა (იმ ბიჭის დახმარებით) რომ ჩვენ ერთმანეთს დავშორებულიყავით და ეს შეძლეს კიდეც. მე არაფერი შემეძლო, ვერაფერი ვიღონე. შენ არ მისმენდი, არ მწერდი. მე კი თითქოს გულის გადასაყოლებლად სხვა ვნახე მაგრამ იმ სხვამ ისე გამიტაცა, რომ შენი თავი დამავიწყა. დრო გადიოდა მე აღარ გწერდი, შენც ალბათ დაიღალე ლოდინით და წამშალე, წამშალე როგორც ყველა სოციალური ქსელიდან, ასევე შენი ცხოვრებიდანაც, სადაც სულ უმნიშვნელო ადგილი მეჭირა. თუმცა დრომ და სიშორემ თავისი ქნა და მეც ეს მარტივად გადავიტანე მაგრამ მაინც მახსენდები ხოლმე, ის დრო მახსენდება ხოლმე, ზაფხულში ღამეებს რომ ვათენებდით ერთმანეთის ყურებაში, საუბარში. იქნებ შენც გახსენდები მაგრამ ეს მე არ ვიცი და ვერც გავიგებ.

და ამ ყველაფრით კი რა მინდოდა რომ მეთქვა, მინდა იცოდე რომ მე არ გატყუებდი, მე მართლა მიყვარდი. ყველაფერში დამნაშავე კი შენი მეგობრები არიან. მოგატყუეს შენ კი მათ დაუჯერე, რა თქმა უნდა ისინი ხომ შენი მეგობრები იყვნენ მე კი სკაიპში გაცნობილი ვიღაც საქართველოში მყოფი ბიჭი, რომელიც მხოლოდ სიყვარულს გეფიცებოდა მაგრამ არ შეეძლო შენთან ყოფნა. მეგობრებს დაუჯერე მე კი დამივიწყე. ალბათ “იმასთან” ერთად ხარ ისევ შენი მეგობრების დამსახურებით მაგრამ მე ყოველთვის ბედნიერებას გისურვებ, ყოველთვის 😐 გახსოვს ბოლოს რა მოგწერე უკანასკნელი საუბრისას¿? (თუ დაფიქრდები გაიხსნებ, რადგან ეს არც თუ ისე იშვიათად მითქვამს შენთვის). თავიდანვე შეგუებული ვიყავი იმას, რომ ამ ყველაფერს დასასრული ექნებოდა მაგრამ თუ დამივიწყებდი მაინც არ მეგონა. ჩვენ ხომ ფაქტიურად 2 წელი ერთად ვცხოვრობდით 🙂

P.S მკითხველო; ნურასოდეს შეიყვარებთ სკაიპში გაცნობილ გოგოს/ბიჭს!!

შეიძლება ბედნიერები იყოთ მაგრამ ყოველთვის ექნება დასასრული ამ ბედნიერებას!!

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 23 Comments

პოსტის ნავიგაცია

23 thoughts on “ვირტუალური სიყვარული ანუ Search for Skype Users

  1. 🙂 ოჰ ეს ვირტი!!!! :))))))

  2. ეჰ, ნატალია, ნატალია :)))
    ამიტომაც არასდროს გამიცვნია ინტერნეტით ვინმე და მითუმეტეს არ შევხვედრივარ, უფრო მითუმეტეს არ შემყვარებია : )))

  3. +1 მოლიკოს.. ^^

  4. ტიტუუუუ კახიიი რა ტრაგიზმიააა 🙂

  5. შენ თავს ყოჩაღ! წინა პოსტში მამა იყავი, ამ პოსტში დაკარგულ სიყვარულს მისტირი რომელიც თვალით არ გინახავს :დ ხომმ

    • არაფერს არ მივტირი. არც არაფერი მომხდარა რაიმე განსაკუთრებული. პოსტი დავწერე იმიტომ რომ უბრალოდ (შეიძლება) გაიგოს ის რაც არ დამაცადა რომ მეთქვა 🙂 წინა პოსტებს რაც შეეხება – ცხოვრება ცხოვრებაა!

  6. ლოგიკური კითხვა: რატომ არ ნახე? oO

  7. აი ამიტომაც არ გამიცნია არავინ ინტერნეტით…P.S მკითხველო; ნურასოდეს შეიყვარებთ სკაიპში გაცნობილ გოგოს/ბიჭს!- ამ მოსაზრებას 100% ით ვეთანხმები,მაგრამ დაუჯერებელი ანომალიებიც არსებობს ძალიან იშვიათად. (ჩემი და და საფრანგეთში მყოფი სიძე)

  8. ენივეი ცუდია,რომეს ამბავი ასე დამთავრდა, მაგრამ ცხოვრება ცხოვრებაა და ბოლოსდაბოლოს ოჯახები ინგრევა და შეყვარებულების დაშორებაში რაა გასაკვირი.
    ასე რომ ”გულს ნუ გაიტეხ,ბაჩუკი” :0

    ისე ჩემი მამიდაშვილის გოგო სკაიპით გაცნობილს გაყვა ცოლად რამოდენიმე წლის წინ…….

  9. ის გოგო რომელმაც თქვენს სიყვარულს ხელი შეუშალა ის იყო ვისთან ერთადაც გავიცანით მაშინ? ემიკო ჰქვია თუ კარგად მახსოვს, ჰოდა ნატალი მეგობრებში მყავს მგონი, ჰოდა ახლა დავულინკავ ამ პოსტს :> კახი ბახი რა კარგი ხარ ♥

  10. N*****

    shemtxvevit dameklika am bmulze da wavikitxe = ) gilocav dabadebis dges

  11. siyvaruli ar arsebobs!

    siyvaruli ar arsebobs!
    da arc es iyo siyvaruli, es ubralod shechvevaa da es shen araertxel gitqvams. gaxsovs¿? Samwuxarod rogoc shechvevaa martivi iseve martivia daiviwyo adamiani romelic arasdros ginaxavs da verc naxav! es warsulis amoqeqva ki namdvili sisulelela, gaxsenebit ki gagaxsendeba radgan adamianebi vart da es imas ar nishnavs rom imedi isev unda gqondes ramis. ee kakhi kakhi.. shens wina postebsac gadavxede da arc iseti mosawyeni cxovreba gqonia chemtan shedarebit : ) kargad wer warmatebebi

  12. დასასრული არასოციალური ქსელებით სიყვარულსაც შეიძლება ჰქონდეს.
    დიდად ვერ მჯერა ხოლმე სიყვარულის და რ ვქნა. მიჩვევა შემოგევლე ვიცი. თვს ომ კარგა ვგრძნობ ადამიანთან (თუ ესაა სიყვარული, აუფ, რამდენი ვინმე მყვარებია, განურჩევლად სქესისა.)
    ვერ გეტყვი იბრძოლე-თქო. დიდი სულელური რჩევა იქნება, რადგან არც გზა გაქვს და აზრიც არ არსებობს. სჯობს დაივიწყო ისე, როგორც ვივიწყებთ ყველაფერს, რაც ამქვეყნად ხდება. 🙂

  13. gaixaree am postis gamoqveqnebit dzaalian magaria da reluria rac mtavaria es xom simartleaa(ratom xdeb ase?) ase mgonia she dawere chemi istoria ……

  14. ZuK@

    araa online qselebi siyvarulistvis ra ver gaigo am xalxma:))))))

    • martali xar, tamashia kvelaferi da is, visac (mag.chemsavit) susti guli aqvs, xshirad exveva aset qselebshi..

      • რა ვიცი მე მაინც მგონია რომ არ აქვს მნიშვნელობა ონლაინ ქსელებს თუ ლაივს, სიყვარული სიყვარულია, უბრალოდ ზოგჯერ ონლაინიდან განვითარება არ აქვს, ანუ ონლაინშივე რჩება (სამწუხაროდ) მაგრამ უფრო მეტი წილი დიდი შანსია იმის რომ იპოვო ადამიანი, შეგიყვარდეს ვირტუალურად, უნახავად, გაგიჩნდეს სურვილი მისი უფრო ახლოს გაცნობის, ნახო ლაივში და შემდეგ უკვე შედგეს ერთი ლამაზი წყვილი რომელსაც ეყვარებათ ერთმანეთი და ა.შ 🙂 უფრო იღბალია ალბათ როცა ამხელა სივრცეში იპოვი იმ ერთ ადამიანს ^^

  15. tato

    თქვენგან განსხვავებით მე გამიმართლა,ახლა ასე გაცნობილი გოგონა უკვე ჩემი ცოლია და ჩემი ორი შვილის დედა

    • გილოცავ!! 🙂 მართალია პიესში სხვა მიწერია მაგრამ საბოლოოდ ძნელია არ დაიჯერო იღბალის, გამართლების და სიყვარულის.. ცხოვრებაში არასოდეს არ თქვა არასოდეს 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: