ჩემი იდეალი

იცით წინასწარ არაფერს ვგეგმავ, არაფერზე ვფიქრობ წინასწარ და არც ის მაინტერესებს მომავალში რა მოხდება 🙂 ხო, აი ასე, ზუსტად ვიცი რომ რაც არ უნდა ვიფიქრო მაინც ისე მოვიქცევი როგორ იმ წამს დამკრავს თავში. ხო და რა აზრი აქვს იმაზე ფიქრს როგორი იქნება ჩემი მომავალი მეორე ნახევარი, როგორი ხასიათების, როგორი საუბრის მანერით, ლოგიკით, აზროვნებით და ა.შ. რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია მაგრამ ეს ხომ ჩვენივე გემოვნებაა, ვერ დავიჯერებ იმას რომ არ მოსწონს გარეგნულად მაგრამ იზიდავს მისი შინაგანი სამყარო და ამიტომ ადამიანს იგი ცოლად მოყავს. ხო არ მიფიქრია მაგრამ რომ მკითხონ როგორი გოგონები მოგწონსო ალბათ ასე ვუპასუხებ:

იცით, ჩემთვის მის გარეგნობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია გულით იყოს ლამაზი, მასთან საუბრისას თავს კარგად ვგრძნობდე, სასიამოვნო მოსაუბრე იყოს და მენდობოდეს… შით! რა მარაზმია. არა და ამ დროს ყველას გულში მხოლოდ ერთი ინტერესი ამოძრავებთ  “გოგო უნდა იყოს ლამაზი”, (რა თქმა უნდა თუ მასზე სერიოზულად ვიფიქრებ და არა სამეგობროდ) ხო ლამაზი გარეგნულად, ფიზიკურად და არა სულიერად. კონკრეტულად კი:

მაღალი (ნუ ჩემი ტოლი მაინც), გამხდარი (მაქს. 55 კგ), თვალების ფერს დიდი და გადამწყვეტი მნიშველობა არ აქვს (სასურველია მწვანე ან ცისფერი თვალები ქონდეს), კანით თეთრი, ქათქათა მომწონს, ნუ ზოგჯერ დაზაგრულ გოგონებზეც მეკეტება (სეზონს გააჩნია რა), თმების ფერიც ასევე დიდ როლს არ თამაშობს (სასურველია ქერა ოღონდ ბუნებრივი ფერით), პატარა, პუსკუნა ცხვირებზე ჭკუას ვკარგავ, ნაზი ღიმილი და მოძრაობები უნდა ახსიათებდეს, ხო ღიმილზე გამახსენდა და რატომღაც დამჩემდა კბილებზე გართულება და გამომდინარე აქედან წკრიალა კბილები უნდა ქონდეს რადგან მისი ღიმილი მსიამოვნებდეს, ვეცადო მისი გაღიმება და მეც კარგ განწყობაზე ვიყო, მკრთალი მაკიაჟის ტარება უნდა უყვარდეს, ზედმეტი აქსესუარებით გადაჭედილებს ვერ ვიტან, მიყვარს როცა მაღლებზე, “შპილკებზე” დაბაკუნობს გოგო, მიყვარს გამომწვევად რომ აცვია თუმცა არა იმდენად მთელი თბილისი უკან რომ მიყვება, მიყვარს როცა გოგომ საკუთარი თავის ფასი იცის, ვერ ვიტან უზრდელ გოგონებს თუმცა მიყვარს ერთი-ორჯერ უხამსი სიტყვა გოგოსგან გასროლილი (აი ისეთი რაა, მადისაღმძვრელი 🙂 ), მიყვარს როცა ნაზ სუნამოს ხმარობს, ვგიჟდები როცა გოგო ეწევა (თუმცა არ არის აუცილებელი), როცა სიცოცხლით სავსეა და თვალები უბრწყინავს.

ხო, ეს რაც შეეხება გარეგონას მაგრამ თუ მაინცდამაინც ჩამეძიებით მის სულიერ, შინაგან სამყაროზე ის ასეთია:

პუნქტუალური, ზრდილობიანი, თავშეკავებული (მაგრამ ამავე დროს ოდნავ თამამიც), გემოვნებიანი, “22”-ე საუკუნის მოაზროვნე, ვერ ვიტან ოჯახის გოგონებს  (არ ვარ ამ კუხნა-საწოლის მომხრე), არ მიყვარს ზედმეტად კომპლექსიანები, მატყუარები, დაუფიქრებლები. ვერ ვიტან როცა უაზროდ მეწინააღმდეგებიან მხოლოდ იმიტომ რომ მაგრძნობინებენ მე შენ არ გეკუთვნი, შენი მონა არ ვარო. მიყვარს როცა გოგო მსჯელობს საჭირბოროტო თემებზე, ჩვენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს და ა.შ

ხო და მოდი ახლა და მკითხე შეყვარებული რატომ არ გყავსო 😀 უი გამომრჩა – ძალიან პრინციპული ვარ! გოგოს არასდროს პირველი არ ვეტყვი – მიყვარხარ! მიყვარს როცა გოგო იმ დონემდე მიმყავს რომ პირველი ის ტყდება და მეუბნება იმას რაც მე უკვე ვიცი. ხო, მერე რაც ხდება ეგ ჩემი საქმეა 😀

P.S ისე და თუ ამ პოსტს ვინმე მასეთი გარეგნობის (და სასურველია ე.წ შინაგანი სამყაროს) პატრონი წაიკითხავს გამომეხმაურეთ მაინც, რა იცით რა ხდება 😉

Advertisements
Categories: თინეიჯერები, My Life | ტეგები: , , , , , , | 22 Comments

პოსტის ნავიგაცია

22 thoughts on “ჩემი იდეალი

  1. Teaa

    ააახ, კახი გამიტეხე გული, არ ვჯდები შენს იდეალში…. :დეპრესიასმაილი: :დ
    ღმერთმა შეგახვედროს ამნაირი და კიიიდევ უფრო უკეთესი გოგო შენ, იმიტომ რომ კარგი ბიჭი ხარ :* :p

  2. მარტო არ დარჩე ასეთის ძებნაში 🙂

  3. ’პაემანია’ რაააა 🙂

    რო იპოვი დაგვანახე მერე,ოკ ?!

  4. იდეალი იმიტომ არის იდეალი რომ ყველაფერი რაც გსურს ერთ ადამიანში ვერ იქნება თავმოყრილი.მოგიწევს რაღაც-რაღაცეების დათმობა და ისე სიყვარულმა და ვნებამ არ იცის კრიტერიუმების აწონ-დაწონვა)).
    პ.ს.არის შემთხვევები როცა პარტნიორი გარეგნობით არ მოსწონთ,მაგრამ იზიდავთ და უყვართ.შესაძლებელია ასეთ მეწყვილეს თვალი ყოველთვის გაეპაროს ლამაზი საპირისპირო სქესისკენ მაგრამ მაინც ის ეყვარება ვისთანაც მშვიდად და ბედნიერად გრძნობს თავს.

  5. კახიი :))) ეს მომეწონა : “ხო და მოდი ახლა და მკითხე შეყვარებული რატომ არ გყავსო” 😀 მე კიდე ატანა არ მაქვს დიდი და კეხიანი ცხვირების და წვრილი ღილებივით თვალების და რამდენიც ბიჭი მომეწონა, იმდენჯერვე კეხიანი ცხვირი ქონდა და ღილებივით თვალები, თვალებს აიტანს ადამიანი, მარა ცხვირიიიი??? ხო და ეხლა მეაშინია უკვე, რა იცი რა ხდება და მერე არ მინდა ჩემს შვილსაც კეხიანი ცხვირი ქონდეს :)))))
    ერთი კითხვა გამიჩნდა საჭირბოროტო, ყველა მამაკაცი, ვინც სასურველ ქალს ახასიათებს იწყებს სიტყვებით: ქერა, ცისფერ(მწვანე)თვალება და რა დავაშავეთ ამ შავგვრემანმა ეშხიანმა გოგონებმა? 😀 😀 😀 (თავმდაბალისიცილაკი) 😀

    • გენაცვალე მაგ თავმდაბალ სიცილაკში შენ :დდდ ნუ სხვები არ ვიცი მაგრამ მე გარკვევით მიწერია “თმების ფერიც ასევე დიდ როლს არ თამაშობს (სასურველია ქერა ოღონდ ბუნებრივი ფერით)” და არც თვალის ფერისთვის გამისვამს ხაზი “თვალების ფერს დიდი და გადამწყვეტი მნიშველობა არ აქვს (სასურველია მწვანე ან ცისფერი თვალები ქონდეს)”
      ხოდა ასე რომ თუ მხოლოდ ამ ელემეტნტალურის გარდა ყველაფერი ჯდება მაშ ფბ-ზე გადავინაცვლოთ :დ უიი კეხიანი ცხვირიც არ მაქვს :დდ

  6. ქერები რატომ მოგწონთ იცით? შტერები გგონიათ და ადვილი სამართავი,მაგრამ ეს –გგონიათ! იმიტომ რომ მამაკაცს ოჯახში უნდა იყოს წამყვანი. ხოდა უკვე მექანიკურად ქერებს გაიძახიან 🙂

    • კონკრეტულად მე არ მგონია ქერა ქალები ადვილი სამართავები და სხვისი რა მოგახსენო :დ ❤ ეს უბრალოდ გემოვნებაა, მე ფიზიკურ მონაცემებს ვგულისხმობდი და არანაირ იმ შედეგებზე და ძალაუფლებაზე არ დავფიქრებულვარ რაც ქერა ქალთან ურთიერთობისას ხდება, მე ხაზგასმით ავღნიშნე რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა ამ კონკრეტულ მონაცემს 🙂 :*

      • არა, მე ისე დავწერე,ნინაკას ნათქვამს მივაყოლე,თორე ისე, ეს გემოვნებაც,რომ ქერა მოწონს ზოგს ქვეცნობიერის ნაკარნახევია ხშირ შემთხვევაში.
        უფ ისე, რა იცი რომელ გოგოში რა ’ჩორტი’ შეგიყვარდება 🙂
        შეიძლება ამ აღწერის სულ საპირისპირო იყოს და ისე მოგხიბლოს როოოოო ❤

    • ეგეც გარკვეულ დროს გარკვეულ მამაკაცთან მართალია, მაგრამ საერთოდ ქერებს შავგვრემნები მოსწონთ და შავგვრემნებს ქერები… საწინააღმდეგო თვისებებს არჩევს ადამიანი თავის იდეალში :დ ეს ფსიქოლოგის დასკვნას ვაკოპირებ რაა :დ

  7. გამოტეხვის პუნქტი შეცვალე, თორემ კიდევ დიდხანს ივლი ეულად :):))

  8. :დ უი მე კახი :დ ეგ ნამეტანი იდეალური გამოგივიდა :დ მასეთები არ არსებობენ :დ:დ:დ

  9. me ramdenjerac vilaparake chems idealze da agvwere, imdenjer sruliad gansxvavebuli adamiani shemyvarebia, ase, rom winaswar ver gansazgvrav… : )))

  10. იოოო შესანიშნავია :დ ჩემი ტაქტიკაა რა :დ პირადად მე მოვკვდები და “მიყვარხარ”-ს არასოდეს ვიტყვი :დ თუ საჭიროა მივწერ, ფურცელზე დავუწერ, დავუხატავ მაგრამ თქმით პირადად არ ვეტყვი :დ:დ:დ:დ;დ ნა პრინციპ რა :დ იპოვის ასეთ გოგოს აი ნახავთ თუ არა :დ წარმატებები :*:*:*

  11. გამოხმაურება: გოგონა დრაკონის ტატუთი (ვეძებ სალანდერს) «

  12. გამოხმაურება: მინდა მიყვარდეს «

  13. სხვა მოთხოვნებიც გაწერილი გექნება , მაგრამ გერიდება ზედმეტებში არ გადახვიდე არა? ხო ასეა…
    შემთხვევით ზოდიაქოთი ქალწული ხომ არ ხარ :D:D:D

  14. ვაააა…
    გამოვიცანიიი??? 😀

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: