ნუ (და)გოიმდები!

ადამიანებში არასდროს ვცდები, ყოველთვის შემიძლია მისი ხასიათის გამოცნობა, მისი მომდევნო ნაბიჯის წინასწარ გათვლა. ალბათ იტყვით ადამიანს ბოლომდე ვერავინ ვერასდროს შეიცნობსო მაგრამ მე შეგეწინააღმდეგებით რადგან ვთვლი რომ ადამიანები ერთმანეთს იმდენად დავემსგავსეთ რომ უკვე ძალიან შემცირდა ინდივიდუალურობის ზღვარი. თუნდაც იმიტომ რომ ვცდილობთ ერთმანეთს მივბაძოთ, ჩვენზე განსხვავებული და უკეთესი არსებები ჩამოვიშოროთ გზიდან და ისევ მათი დახმარებით ავმაღლდეთ მაგრამ ეს ჩვენ გვგონია ასე, ზოგადად კი ჩვენც იმათ ვემსგავსებით ვისგანაც ეს ვისწავლეთ და მაინც იკარგება უკეთესობის განცდა.
მიმბაძველობა რომ დღეისათვის არ არის უცხო თქვენც მოგეხსენებათ. მაგალითისთვის ჩემთვის პრიმიტიულ არგუმენტს მოვიტან – მოდა.

ხო, ზუსტად მოდა. გაზაფხული-ზაფხულის თუ შემოდგომა-ზამთრის კოლექციას (რა მნიშვნელობა აქვს?!) იმდენი მიმდევარი ყავს რომ კარგავენ საკუთარს, იმოსებიან (ჩემთვის ვიღაც) დოლჩე & გაბანას თუ ვერა ვონის რჩევებით თუ როდის რა უნდა ჩაიცვან, დღისით რა ფერებია რეკომენდირებული და ღამით რა სიგრძის კაბაა სასურველი. ამით კი კარგავენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს, ზღუდავენ აზროვნებას და ენდობიან მათ რადგან მიიჩნევენ საუკეთესოებად რადგან ისევე ისევე ამაღლდნენ სხვის ხარჯზე როგორც თვითონ მათი კლიენტები ცდილობენ ამას მათი დახმარებით. ეს გაუგებრობა კი რატომღაც ნიუტონის მესამე კანონს მაგონებს.

ფიზიკას თავი დავანებოთ და ჩემთვის პირადად გაუგებარია რატომ უნდა ვკითხო სხვას რა ჩავიცვა საღამოს მეგობართან წვეულებაზე, რა ჩავიცვა მაშინ როცა მიწევს შეხვედრაზე წასვლა და ა.შ როცა გამაჩნია აზროვნების უნარი და ჩემი გემოვნება, როცა შემიძლია თავად ავირჩიო ფერი, თავად მოვიხდინო და სარკეშიც ამაყად ვუყურო საკუთარ თავს იმიტომ რომ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა რასაც ყველამ პატივი უნდა სცეს! მე მოდას არ მივყვები, მე არასდროს გადავფურცლავ განზრახ ჟურნალებს და არ მოვიწონებ მამაკაცის პალტოს ან ფეხსაცმელს მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც “გენიოსმა” განაცხადა ასეთი ფეხსაცმელები უნდა ეცვას თანამედროვე მამაკაცსო. არც მოდა მომყვება მე მაგრამ დღემდე არავის უთქვამს ჩემთვის ეს რა გაცვია ან რატომ გაქვს ასეთი ცხოვრებაო, ასე რომ ალბათ არ არის საჭირო სხვას მივბაძო, სხვისი რჩევა მინდა თუ არ მინდა გავითვალისწინო და მისი ავტორიტეტის გამო ჩემს გემოვნებას, პრინციპებს ვურალატო, ჩემი ინდივიდუალობა დავკარგო და ვიყო იმ მილიარდობით ადამინს შორის ერთ-ერთი.

მოდა კი საქართველოში სხვა მხრივადაც შეიძლება მოვიხსენიოთ, მაგალითად საუბრის მანერა, საკუთარი ინტელექტის საჯაროდ დემონსტრირება, Fეშენ მანერულობა და ა.შ… რომ აღარ დავკონკრეტდეთ და შორს აღარ წავიდეთ თურმე ორიენტაციაც კი მოდა ყოფილა (რა თქმა უნდა მხოლოდ საქართველოში).

ხო, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ეს არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის რომ თუ კი ბი ან გეი არ ვარ ე.ი უინტერესო და ჩამოუყალიბებელი ადამიანი ვარ! რამდენჯერმე ამაზე კამათიც მომივიდა ისეთ ადამიანთან რომლისთვისაც ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისებაა ადამიანში, რასაც აფასებს და უპირატესობას ანიჭებს. თანდათან ვრწმუნდები ამაში (და ინტერნეტი ამის საუკეთესო საშუალებაა) რომ ამით ამაყობენ, იკვეხნიან, ცხვირს მაღლა წევენ (მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ ღმერთმანი!) მაგრამ რატომ გონიათ რომ ისინი სხვაზე მეტნი არიან?? ალბათ, ალბათ კი არადა აუცილებლად შემეწინააღმდეგებით თუ ვიტყვი რომ ზოგჯერ ჰომოფობებს ვამართლებ რადგან უკვე დამღლელი და მომაბეზრებელია ის სიტუაცია რაც საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი სოციალურ მედიაში ხდება 🙂 ასე და ამგვარად მე არ ვეთანხმები ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ მოდის ტენდეციას მაშ გამოდის რომ მე გოიმი ვარ! თუმცა ამაყი გოიმი! 🙂

P.S ალბათ ზოგიერთი არ მოელოდება ჩემგან ასეთ პოსტს მაგრამ მოდით ნუ დავხუჭავთ ისედაც დაბრმავებულ თვალებს და ვაღიაროთ რომ ეს რეალობაა!

Advertisements
Categories: თინეიჯერები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 7 Comments

პოსტის ნავიგაცია

7 thoughts on “ნუ (და)გოიმდები!

  1. ის მონაკვეთი ვერ ვნახე ქართული ფილმიდან ,,სიყვარული ყველას უნდა” fashion week რომ აქვთ 🙂
    არ ვარ მოდას აყოლილი. რაზეც ხელი მიმიწვდება იმას ვიცვამ და ვცდილობ ლურჯი იყოს (მიყვარს და იმიტომ).
    ორიენტაცია მართლაც რომ მოდა გახდა 🙂 თანაც ხელი შეუწყო ამას იმ ფაქტმაც, რომ ჯანმო-მ დაავადებათა სიიდან ამოშალა. არადა ჭეშმარიტი გეი-ობა სწორედაც რომ დაავადებაა 🙂 IMHO 🙂 (აი, ეს სმაილიკიც)

  2. რარაცეებსი ვერ დაგეტანხმები
    მოდა–გინდა არ გინდა,რაც ეხლა იყიდება მაღაზია-ბაზრობაზე—ეგეც მაინც მოდური ტენდენციებია,თუ ამას უგულვებელყოფ–მაშინ უნდა გევლო ჩოხიტ(თუმცა ეგეც მოდა იყო).ყველაფერია მოდა,სეიძლება მოდის ბოლო ტენდენციებს ვერ აყვე იმიტომ რომ მაგის საშუალება არ ქონდეს ადამიანს, მაგრამ მოფდი,რა, მოდას ხაზს ნუ უსვამ!
    გეებს რაც შეეხება, არც იმდენი არიან, რომ მთლად მოდად იქცს, თუმცა ”დამღლელი და მომაბეზრებელია ის სიტუაცია რაც საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი სოციალურ მედიაში ხდება” –გეთანხმები.
    და კიდე არ გთანხმები იმაში, რომ ეს მხოლოდ საქართველოში ხდება–ეს ყველაგან ხდება
    ხო,თუ რამე დარჩა იმ დანარჩენში ფეთანხმები 🙂 ❤

  3. Jason Evans

    ar vicodi geebi tuuu ese amayobdnen taviant tavebze da dachagrul sazogadoebashi agar itvlebodnen.. turme piriqit yofila.. me ar var homofobiit shepyrobili magramm ar dzalian msiamovvnebs romm esxalxii nametaniii gadadis farglefs iqit.. modashi getanxmebiii yvelaferi ar undaa chaicvaa rasac gircheen. sheidzleba miyvebode modis ritms magram am modidan aigo kargir ac shen mogewoneba da araayvelanair tyavshi chaxte rasac adamianis forma aqvs : )

  4. arasodes vitvaliswineb sxvata azrs,tumcaa ki vusmeen 😀 saaboolod mainc chemi gemovnebit,chemi shexedulebebit da a.sh. vigheb gadawyvetilebas..asee namdvilad ar vkaargaav individualurobass da saakmaod makmayopilebs kidevac amgvari vitarebaa cheemii ckhovrebisa 😀 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: