boyfriend & girlfriend

საქართველო (ცოტათი მაინც) რომ განსხვავდება სხვა ქვეყნებისაგან ეს უმრავლესობამ ვიცით მაგრამ არის რაღაც დეტალები რასაც ვიპარავთ, “ვაქართულებთ” და ასევე ქართულად ვასაღებთ. არ მინდა კონკრეტული მაგალითებით დავკონკრეტდე (ვრცელი ნუსხა გამომივა) მაგრამ არ შემიძლია არ შევეხო ერთ პატარა, ზოგისთვის უინტერესოს ზოგისთვის კი ნაცნობ თემას.

არაა, სექსი არაა! თუმცა კავშირშია 🙂 მე მინდა ერთ, გაცილებით მარტივ თემას შევეხო ეს კი ე.წ  boyfriend (მეგობარი ბიჭი) და girlfriend (მეგობარი გოგო) რომელსაც დღეისათვის საქართველოში ამ სიტყვებს მეტ-ნაკლებად სწორი ფორმა აქვს, ან უმეტესობამ არც იცის ამ სიტყვის სრული (გადატანითი) მნიშვნელობა. დღეს საქართველოში სექსი რომ უცხო სიტყვა არ არის ცხადია მაგრამ აი ზემოთ აღნიშნული ორი სიტყვა კი ჯერ-ჯერობით მიუღებელია. ხო, არ შეგეწინააღმდეგებით იმაში თუ იტყვით რომ ბევრს ყავს მეგობარი ბიჭი, ინტიმური ცხოვრება აკავშირებს მასთან და ეს ხანგრძლივი ურთიერთობაა მაგრამ ეს ხდება გამონაკლის შემთხვევაში! თუნდაც ავიღოთ მაგალითად ერთ-ერთი ჩემი დიალოგი ყველაზე სექსუალურ და გარყვნილ (მას ასე გონია ყოველშემთხვევაში) გოგონასთან:

-მეგობარი ბიჭი ანუ ბოიფრენდი გყაავს?
-რა თქმა უნდა. რამდენიც გინდა!
-ეგ როგორ? 😀
-რა ვიცი, როგორ გითხრა. უმეტესობა უფრო ბავშვობის მეგობარია, არ ვარ კომუნიკაბელური! ისე, დაქალები უფრო ბევრნი მყვანან.

(ბონუსად აქვე დასქრინული სურათიც)

მგონი ეს მაგალითი საკმარისია იმისათვის რომ დაგანახოთ რას ვჩივი 🙂 ვიცი ამ მაგალითზეც შემედავებით -ეს გამონაკლისია, მთლა ბავშვი იქნება, გაუნათლებელიო მაგრამ იგი თბილისში ცხოვრობს (თუ მაინცდამაინც პროვინციელი გეგონებათ) საკმაოდ ბევრი მეგობარი ყავს, როგორც ბოლოს გაირკავა არც “დედა ტერეზა” ყოფილა და ინტერნეტთის კარგი მეგობარიცაა მაგრამ ბოიფრენდი მაინც მისი თანატოლი, ბავშვობის მეგობარი გონია. ეს კონკრეტული დიალოგი კი სიმართლე გითხრათ მაგალითისთვის მოვიყვანე მაგრამ უამრავი ასეთი სასაცილო (სატირელი რომ არ იყოს) შემთხვევებიც ყოფილა. არ ვიცი მე სად ვცხოვრობ და თქვენ სად მაგრამ ფაქტია “ჩემს ქვეყანაში” სიტყვა ბოიფრენდი და გერლფრენდი პირდაპირი მნიშვნელობით ესმით და რაც მათ (მე ვგონებ) არა უსექსობაზე არამდენ გაუნათლებლობაზე მეტყველებს.

არა, ისე რომ დაფიქრდეს კაცი მაგ ურთიერთობას ბევრისთვის არც აქვს მნიშვნელობა რა სახელი ერქმევა რადგან ეს ხომ საქართველოა, გქონდა სექსი? მორჩა, ის აღარ ვარგა, ნაგავია და ტრაბახ-ტრაბახით განაგრძობ სხვის ძიებას (აღნიშნული ტრაბახი ცალკე თემაა რომელზეც ადრე თუ გვიან აუცილებლად დავწერ).

Advertisements
Categories: თინეიჯერები, Friendly blogs | ტეგები: , , , , , , , , | 21 Comments

პოსტის ნავიგაცია

21 thoughts on “boyfriend & girlfriend

  1. ხოო, ორი გამოსავალია :
    1.ისწავლონ ინგლისური
    2.მეორეს მაინც არ დავწერ 🙂

  2. პირველი: მომეწონა საჭირო პოსტია და დღეს სწორედ მაგაზე 2 საათიანი დიალოგი მქონდა საკაოდ დაძაბულ ვითარებაში, ანუ სექსუალური განათლების ნაკლებობაზე და შემდგომ პრობლმებზე.
    მეორე: ამ ბოლო წინადადებამ მართლა ძალიან მომხიბლა თუშეიძლება ასე ვთქვა… ,,აღნიშნული ტრაბახი ცალკე თემაა რომელზეც ადრე თუ გვიან აუცილებლად დავწერ” გულით ველოდები ამ პოსტს შენგან და მაინტერესებს ხალხის რეაქცია. ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი ძააააალიან დიდი პრობლემაა და მიზეზი იმ საერთო მდგომარეობისა და სურათისა რასაც დღევანდელი გოგო-ბიჭის ურთიერთობა გვიხატავს…

    • კი, აუცილებლად დავწერ. ეს ისეთი თემაა რასაც საქართველოში ვერ გაექცევი. გმადლობ! მეც მიწევს ხშირად იმ ელემენტალურ საკითხებზე დიდი დებატები რაც ახალ თაობას ახასიათებს 🙂

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥

    დიზაინი შეგიცვლია-მომეწონა 🙂
    რაც შეეხება პოსტს..სხვათაშორის არ მეგონა ამ სიტყვ(ებ)ის მნიშვნელობა თუ არ იცოდნენ.. ვახც 🙂 იმედია ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მაინც ,,განათლდებიან”..

  4. donaldo2191

    au ise ro davfiqrdet…chveni qveyana zustad magitaa unikaluri…sayvareli eri vart, ragac bavshvuri azrovnebit 😀

  5. es martla gasaocaria aset rames ver warmovidgendi tu dgevandelma tinejerebma ara ician boyriend mnishvneloba ….. es martla dzaan provincielia … an dzaan patara …..

  6. ალბათ მაგ გოგოსთვის ასე უნდა გეკითხა :
    -“ლოვე” გყაავს? :დ
    ეგრევე მიხვდებოდა :დდდ

  7. ბოიფრენდ-გელფრენდობა ნიშნავს თანაცხოვრებას, გადასახადების განაწილებას და მსგავს რაღაცებს და არა მხოლოდ სექსს, როგორც ჩვენთან თვლიან ხოლმე 🙂

  8. კარგი პოსტია, ვფიქრობ დღესდღეისობით ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა ადამაინთა გარკვეულ ჯგუფს სულ სხვანაიარდ წარმოუდგენია…. ზოგს უბრალოდ ჩვეულებრივ შეყვარებულად ან სულაც მხოლოდ და მხოლოდ მეგობრად…

  9. razmua

    იმედი მაქვს სულ ეგეთი ბნელები არ ვიქნებით და გამოვალთ სინათლისკენა ანუ “გარყვნილებისკენ” 🙂 (ვიხუმრე)

  10. ლიზიკუნა

    არამგონია საქართველოში დღეს ვინმეს რამე უკვირდეს))) ისეთი “პრადვინუტი” ახალგაზრდობა გვყავს რომ ასეთებიც თუ ხდებოდა არ ვიცოდი>)))) მე მგონი ძაან კარგადაც იციან და უბრალოდ იდებილებენ თავს)))

  11. ბავშვებო Boyfriend-Girlfriend-ის არსის არ ცოდნაზე ოდნავ უფრო აქტუალური პრობლემები ხომ არ გვაქვს ზოგადად საქართველოში ???

  12. კახი, რახან ადამიანმა არ იცის, რომ ბოიფრენდი თურმე, არა მეგობარ ბიჭს ნიშნავს, არამედ შეყვარებულს, მაშინ ჩვენც დავქცეულვართ და ეგ გოგოც.
    სრული უაზრობაა, კაცმა რომ მკითხოს.
    გაუნათლებელი მხოლოდ იმიტომ შეიძლება იყოს, რომ ვიღაცის ყურით მოთრეული სიტყვა – ბოიფრენდი არ იცის ვინ, ან რა არის?
    დაფიქრდი, საყვარელო. ))

    • ქვეყანა არ დაიქცევა სიხარულო 🙂 თუმცა კი სირცხვილია ჩვენი, მათი და ყველასი რადგან საქართვლოში განათლება ინტიმურ საკითხებში დაბალ დონზეა. მაგალითისთვის არ მოვიტან პროფილში გასულ სიუჟეტებს სადაც ახალგაზრდები ისეთებს ბოდავდნენ, მათ მაგივრად მე მრცხვენოდა.
      ეს ყურით მოთრეული სიტყვაა ზუსტადაც რომ ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია იმ თემის რაც ინტიმური ცხოვრება ითვალისწინებს

      • რა მაინტერესებს, სიტყვა მეგობარი ბიჭი, ან მეგობარი გოგონა განსაზღვრავს რა დონეზეა დღესდღეობით საქართველოში განათლების დონე ინტიმურ საკითხებთან დაკავშირებით? ნტ, ნტ…

  13. ვიმეორებ: ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია იმ თემის რაც ინტიმურ ცხოვრებას ითვალისწინებს ორ ადამიანს შორის. ანუ სასურველი იქნება რომ შეეძლოთ ქართველებს ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა

  14. კარგი პოსტია 🙂 ესწავლა მაგ გოგოს ინგლისური, მე დავუხიე წიგნები? 😀

  15. 1233

    martali xar kaxii da dzalian kai postiaa:))):*:*

  16. რა გადაეკიდეთ ხალხნო ამ ინგლისურს ვახ! მე მაგალითად ფრანგულს მასწავლიდნენ სკოლაში და დავხოცო ჩემი მასწავლებლები? ;))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: