ეჭვიანი’ც ვარ

რომანტიკოსი ვარ! ხო, ეს უკვე ვთქვი და დიდი პოსტიც მივუძღვენი რომ უსაზღვროდ ძლიერი სიყვარული შემიძლია, რომ სიყვარულით ვიგუდები და ა.შ და ა.შ :დ მაგრამ ამასთანავე საშინლად ეჭვიანი ვარ. არ ვიცი ეს ჩემი დიდი მინუსია ალბათ მაგრამ ვაღიარებ. ჩემთან “რომანს” ან თუნდაც პატარა ფლირტს დიდი ნებისყოფა და ნერვები ჭირდება. სულ 2ჯერ მიყვარდა და მგონი ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო დაშორების, ალბათ ძალიან მომთხოვნი ვარ, პრეტენზიული და მესაკუთრე. ვიცი უმეტესობას არ მოგწონთ ასეთი “თავნება” ადამიანები მაგრამ როცა ვიტყვი რომ “ეს ასე უნდა იყოს” ის აუცილებლად მასე უნდა იყოს (თუმცა ეს მაინდამაინც ხშირად არ ხდება, ზოგჯერ დამთმობაზეც მივდივარ), წინააღმდეგ შემთხვევაში რაც არ უნდა მიყვარდეს ადამიანი ის რატომღაც კარგავს აქტუალურობას და ვკარგავ მისდამი ინტერესს, ალბათ ეს უფრო აზრთა გათვალისწინებას გავს მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ულტიმატუმებს მე ვაყენებ (გინდა ჩემთან? მაშინ დაემორჩილე ჩემს მოთხოვნებს) არადა სულაც არ ვარ ხეპრე, ვიცი რა, სად და როდის თუმცა..

ალბათ ეს უკვე ავადმყოფობაა მაგრამ ეს ეჭვიანობა მეგობრებზეც ვრცელდება. არ მიყვარს როცა ორ ადამიანს შორის მესამე ჩნდება როგორც არ უნდა უწყინარი იყოს. არა, მის საწინააღმდეგოდ არანაირ სტრატეგიებს და გეგმებს არ ვამუშავებ მაგრამ ვცდილობ ოდნავ მაინც გავანეიტრალო მისი ინტერესი მესამე პირისადმი და მთლიანად ჩემზე გადმოერთოს, არ ვიცი როგორ მაგრამ ეს გამომდის! 🙂
არ მიყვარს როცა მსაყვედურობენ! საშინლად ვერ ვიტან როცა შეცდომებზე მიმითითებენ და მაგრძნობინებენ რომ ეს მე ვერ გავაკეთე. რა თქმა უნდა ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მიღებულია ჩემთვის მაგრამ უმჯობესი იქნება თუ ეს რჩევის სახით იქნება 🙂
მოგეხსენებათ დედისერთა ვარ და ეგოისტობა როგორც არ უნდა თავი გამოვიდო მაინც მახასიათებს, მაინც მესაკუთრე ვარ და ეს ხელს უწყობს ჩემს მძაფრ ეჭვიანობას.

თუნდაც უყურადღებობას ვერ ვიტან, არ მიყვარს ჩრდილში დგომა (უმეტეს შემთხვევაში) და მითუმეტეს როცა ვიღაც ჩემს მიმართ არასაკმარის ყურადღებას იჩენს :დ ხო საშინელი ეგოიზმია მაგრამ ასეთი ვარ! ეჭვიანობას ადრე ვერ ვაანალიზებდი მაგრამ ამ ბოლო დროს როცა მომიწია მარტო ყოფნა მივხვდი რომ იმედგაცრუებასთან ერთად ეჭვებმაც იმძლავრა. მიუხედავად იმისა რომ ოჯახისგან ყურადღება არ მაკლდა, ყველა ჩემი სურვილი და “კაპრიზი” ყოველთვის დაკმაყოფილებული იყო მაინც არასრულყოფილების შეგრძნება მქონდა. ახლაც ასე ვარ. დრო გავიდა და მაინც ისეთივე ჯიუტ და ეგოისტ ბავშვად დავრჩი. მიყვარს ყურადღება რა ჩემი ბრალია :დდ (ვიცი პატარა პოსტია მაგრამ ასეთი გულახდილი ჯერ არასდროს ვყოფილვარ ბლოგზე)

+ ვიტყვი რომ დარწმუნებული ვარ ყველას, 100%-ით ყველას სიამოვნებს რომ აქებენ, რომ რაღაცას უწონებენ და “ხოტბას ასხამენ”მაგრამ რატომღაც არ ვიცი ეს თამდაბლობის მანტია ყველას აქვს მორგებული და ირცხვენს, წითლდება და გაიძახის არ მიყვარს როცა მაქებენ, საშინლად მაღიზიანებსო და ა.შ კარგით რა! 😀 (ხო, მართალია ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია მაგრამ დარწმუნებული ვარ ამაში და ნუ ეცდებით რომ შემედავოთ) 😀

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 20 Comments

პოსტის ნავიგაცია

20 thoughts on “ეჭვიანი’ც ვარ

  1. უყურადღებობას ვერც მე ვიტან, მაგრამ შენისთანა ეგოისტი მაინც არ ვარ :))

  2. არც იქ არ ქონდათ გოგო გადავირიე რაააა… ამ თბილისში ხო ვერ ისოვი ვერაფერს . ხო და რა უნდა მეკითხა ვაჩემ რაო იმ ამბავზე აკეტბინებს ბოლო ბოლო აბორტს ნანკას თუ იტოვებენ? 😦

    • იტოვებენ და ცოლად მოყავს ნანკა და ვგულაობთ ქორწილშიი :))) რა უნდა ჩავიცვა აზრზე არ ვარ :)) შენ რას ფიქრობ :))

      • მე ნუ კოქტეილის ზმანზე მოვალ, ნიას ძმის მანქანით და არ იცი რა სვაროვსკის სამაჯური გავჩითეეე!!! იხოხეეეეებ!!!!! :*** შენ ვისთან ერთად მოდიხარ?

  3. მეც მომიყვანს ვინმე მანქანით :))) გადავწყვეტ მანამდე ყველაფერს :))) მგონი კარგი იქნება :>

    • გოგო კიდე: გუშინ გიგას მამას გაუფრენია და პაკრიშკები დაუჭრია მანქანისთვის და თურმე ძლივს აკავებდნენ საჭეს რომ დაუწყო ღეჭვა! არა და რა კარგი კაცი იყო. აზზე ხარ რას შვება კლიმაქსი?!!! :((((( მეშინია უკვე!!!!

  4. აუ ეგ რა არის, ანის დედა წაასწრეს ვიღაც კაცთან ერთად. სუ გაგიჟდა ეს ხალხი :/ ეჰ საწყალი ანი

  5. უკვე დავშორდი არ იცოდი? საცაა ახას გავიჩენ :))
    შენ რას შვები იმასთან :))

  6. მე კი არა შენ ხა დებილი უფ :))

  7. ვფიქრობ ეხლა თქვენ დაგხოცოთ თუ თავი მოვიკლა :დდდ

  8. “-ც” ;დ

  9. კახისაც მიაგენით ხო?

    მოვკვდი იმდენი ვიცინე :*

  10. აუ აუ აუ როგორ მიყვარს ჩემნაირ არადადამიანებს რომ ვპოულობ ხოლმე ^^
    მეც დედისერთა ვარ,საშინლად იგოისტი,ეჭვიანი,მესაკუთრე და ა.შ.
    მოკლედ,გამახარე :დ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: