თავმდაბალი VS ქედმაღალი

მიუხედავად იმისა რომ ეგოისტი ვარ, მესაკუთრე და ეჭვიანი’ც, მაინც არასდროს მიფიქრია საკუთარი სახელის დამკვიდრების მიზნით ჩემზე სუსტის დამცირება და შეურაწყოფის საჯაროდ მიყენება. ალბათ ეს ეფექტური ხერხია სწორედ იმ მიზნებისკენ რომლებას მე ვისახავ მაგრამ არამგონია მე ეს ოდესმე შევძლო.

არ შემიძლია მე ეს ალბათ იმიტომ რომ არ ვარ ცივსისხლიანი, ბოროტი. არ ვამბობ იმას რომ არ დამიშვია შეცდომა და რომ მე მამა აბრაამის ბატკანი ვარ მაგრამ არ მიყვარს ქედმაღალი ადამიანები! მათი დამახასიათებელი საუბარი, “ყოყლოჩინობა” და თავის გამოდება. მათი მრავლად აღიარებული განათლება, ხელოვნურად შექმნილი იმიჯი, განსხვავებულობა და ა.შ. ასეთ ადამიანებს ხშირად ვხვდები, ხშირად მესმის ერთმანეთისადმი დამაცირებელი ფრაზები, ერთმანეთზე მაღლა და მაღლა ხტუნაობა მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც უწევთ დაბლა დაცემა.

მეც არაერთხელ მომიწია ასეთ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა და გაპაექრება მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ ეს სისულელეა, მეც მათ ვემსგავსებოდი. ალბათ ასეთი სტერეოტიპები ამართლებს, ალბათ ასეთი იმიჯი იქნებოდა ჩემთვის ხელსაყრელი და მარტივი მაგრამ არ ვაპირებ ვინმეს ხარჯზე ავიწიო ზემოთ.

თუნდაც,(როგორ მიყვარს მაგალითებზე (არგუმენტებზე) დაყრდნობით რომ ვწერ პოსტს) ამ რამოდენიმე დღის წინ გადავაწყდი ერთ უცნაურ შემთხვევას რაც ამ პოსტის დაწერის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა.
ქუჩაში მივდიოდი, წინ კი სამი თინეიჯერი მისწრებდა (ალბათ მეგობრები იყვნენ (ერთი გოგო და ორი ბიჭი)) და გაცხარებით რაღაცაზე კამათობდნენ, რატომღაც თემა ძალიან ჩახლართული მომეჩვენა. გოგო კითხვებს სვამდა, ბიჭები კი პასუხებზე კამათობდნენ, ერთ-ერთი რატომღაც არ აღმოჩნდა ძლიერი და მიუხედავად იმისა ეტყობოდა რომ მართალი იყო და თავის სიტყვაში დარწმუნებული მაინც თავს ხრიდა და სიტყვას მეორეს უთმობდა, მეორეც გამარჯვებული, თვითდაჯერებული და კმაყოფილი იერით მიაბიჯებდა. დრო და დრო კი დამამცირებელ რეპლიკებს ისვრიდა იმ ბიჭის მიმართ ვინც (ვგონებ) გოგოსადმი პატივისცემისდაგამო არ აყვა კამათში და გაჩუმდა, დუმილი ამჯობინა. ბოლოს კი როცა დადგა არჩევანი რომელს უფრო ემხრობოდა გოგო ჩემდა გასაკვირად “გამარჯვებულს” აუბა მხარი მიუხედავად იმისა რომ აშკარად ეტყობოდა საქმეში მთლად კარგად ჩახედული არ იყო!

არ ვიცი თქვენ როგორ აღიქვამთ ამას მაგრამ მაშინ მივხვდი რომ გაჯიუტებას აზრი არ აქვს, მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი! ხოლო თუ იმის გამო რომ ვიღაცას არ ჯერა შენი სიმართლის და გკარგავს მაშინ ეს ასეც უნდა მომხდარიყო! გამოგიტყდებით და მეც ბევრჯერ ვყოფილვარ მასეთ სიტუაციებში როცა ვიღაცას ვუმტკიცებ რომ ეს ასეა (მან არც კი იცის რაზეა ლაპარაკი მაგრამ) ის მეწინააღმდეგება რადგან იცის ჩემი ხასიათი, იცის რომ არ მიყვარს დებატები იმ თემებზე რაზეც ვიცი რომ მას არ აქვს წარმოდგენა, იცის რომ არ მიყვარს როცა ვამცირებ მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც თავისას აწვება , როცა მე ვნებდები და ის “გამარჯვებულია” პუბლიკის თვალში ის ჩემზე მაღალია, ჩემზე განათლებული, ჭკვიანი და ა.შ :@ მძულს ასეთი ადამიანები! მძულს!

Advertisements
Categories: თინეიჯერები, Friendly blogs, My Life | ტეგები: , , , , , , , , | 4 Comments

პოსტის ნავიგაცია

4 thoughts on “თავმდაბალი VS ქედმაღალი

  1. არ მინდა ვიყო ქედმაღალი ! 😦 😦

  2. ee magadia kaxi 😀 getanxmebi mec zustad egre var 😀 ai ragacas ro mimtkiceben da tan ro arc ician magaze cudad vxdebi 😦 xandaxan xshirad vichagrebi imis gamo ro egeti tipi ar var da veravis ver davamcireb (nu me xosaertod aba scadon :D:D ) da saertod im dialogze im gogos da bichebis guli damewva 😀 imitom rom ver vitan trabaxa bichebs da eget uchkuoebs. ai isetebze vgijdebi chumebi ro arian da yvelaferi ro ician (xandaxan minda mec egre viyo da xalxs ar avyve 😦 ) 😀

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: