ჩემი ეიფელი

ადრე თუ გვიან ყველას გვახსენდება ბავშვობა და ვიხსენებთ მხოლოდ კარგს, ლამაზ დღეებს რადგან სინამდვილეს არ გვინდა რომ თვალი გაუსწოროთ და გულში მაინც გავივლოთ რომ არცთუისეთი დალხენილი ცხოვრება გვქონდა. ყველაფერი კარგი ტივტივდება გონებაში, მხოლოდ ნათელი, ფერადი და მზიანი დღეები გვესახება წინ, მხოლოდ სცილ-კისკისი ჩაგვესმის ყურში და ნეტარებით ვინაბებით, ყურს ვუგდებთ და შორიდან ჩაგვესმის ბავშვის ხითხითი რომელიც მუდამ ბედნიერია თუნდაც მხოლოდ ერთი მიზეზით “მას უყვარს”.

თვალის გახელის შემდეგ კი სარკეში უკვე ზრდასრული და ცოდვებით დამძიმებული ადამიანი გვიბღვერს, შუბლშეკრული გვიყურებს რომელიც იშვიათად თუ გაიღიმებს და ისიც თავაზიანობისდაგამო, გაიღიმებს მხოლოდ იმიტომ რომ ოპტიმისტია მაგრამ რეალურად მას გასაღიმებელი და საიმედო არაფერი აქვს. ბავშვობაში რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო რომელიც ბავშვმა ძნელად შეიძლება გაიგოს მრავალი საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალეთ და ჩემდა გასაკვირად ყველა ბინის ფანჯრებიდან მოჩანდა თბილისის ანძა რომელიც ადრე არ კაშკაშებდათუმცა მაინც აღმიძრავდა ფიქრებს (ახლა ამ პოსტის წერის დროს შიგადაშიგ თვალში მხვდება ახლანდელი მისი “ბრწყინვალება”).

ადრე, ბავშვობაში მას სადღაც თვალით მოკრულ “კოშკს” ვამსგავსებდი, დრო გავიდა და გავიგე რომ ეს კოშკი” ეიფელი იყო 🙂 ბინაში შესვლისთანავე ფანჯრებს ვეცემოდი და საიდანაც უფრო კარგად მოჩანდა ჩემი ეიფელი იმ ოთახს ვირჩევდი, იმს ოთახს ვიჩემებდი და თითქმის პირველი წამიდან მასზე დაშტერებული ვფიქრობდი რომ ოდესღაც მის მწვერვალზე ან უფრო მასზე მაღლა ვიდგებოდი და იქიდან გადმოვხედავდი ამ ქვეყანას, სადაც ერთმანეთს ფულის გამო აღარ დახოცავდნენ, აღარ დააყაჩაღებდნენ, გაძარცვავდენენ და სადაც ნათელ ქუჩებში ერთმანეთის აღარ შეეშინდებოდათ, სადაც ყველას ერთმანეთის მიმართ დახმარების ხელი ექნებოდათ გაწვდილი! (რა მიამიტი ბავშვი ვიყავი ხო) ეს ოცნება დღემდე მაქვს თუმცა ალბათ დღევანდელი გადმოსახედიდან ცოტათი სულელურად მეჩვენება მაგრამ ეს ხომ რეალურად შესაძლებელია. რამდენი ასეთი უაზრო ოცნება ჩაბარდა წარსულს, რამდენმა წლებმა (ალბათ, უფრო კონკრეტულად 7 ან 8 წელმა) გაირბინა თვალსა და ხელს შუა მაგრამ ეს ოცნება რომ მე საფრანგეთში, პარიზში, ეიფელის კოშკიდან გადმოვიხედები მაინც რჩება ოცნებად რომელიც უკვე ხშირად მახსენებს თავს.

პარიზი – სიყვრულის ქალაქი, ჩემთვის კი უბრალოდ ოცნების ქალაქი 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , | 4 Comments

პოსტის ნავიგაცია

4 thoughts on “ჩემი ეიფელი

  1. შენიანი ვყოფილვარ 🙂 პარიზი ჩემი ბავშვობის ოცნებაა. მუსიკაც კი მესმის ყურებში, როცა წარმოვიდგენ, როგორ მივსეირნობ მონმარტრზე…

  2. საინტერესო პარალელებია 🙂

  3. ძალიან მომეწონა პოსტი 🙂 პარიზი ნამდვილად ოცნების ქალაქია, მაშინაც კი როდესაც აისრულებ ^ ^

  4. გავიტრუნე პოსტის კითხვისას და მუსიკაც კი გამოვრთე რომ უფრო კარგად გამეგო. 🙂 მოკლედ, კარგია… ოცნების ასრულებას გისურვებ! :))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: