რა მნიშვნელობა აქვს

თბილისის ქუჩებში დაეხეტები და ფიქრობ რომ შენ არავის ჭირდები, რომ ყველასთცის და ყვალაფრისთვის ზედმეტი ხარ, ეს პატრიოტიზმიც ამოგივიდა ყელში, ლექსების წერასაც კაი ხანია შეეშვი, აღარც მუზა გსტუმრობს, მასაც გადაავიწყდი. მანაც მიგატოვა და დაგივიწყა როგორც უამრავმა ნაცნობმა, მეგობარმა, ნათესავმაც კი. მუზა – გაიფიქრე და ინსტიქტურად შეხედე ფილარმონიის წინ მდგარ ხელებ გაშლილ ქალს რომელიც მუდამ ვაჟნი სახით და ძველმოდური პრიჩოთი მთელ რუსთაველს გადაჰყურებს, ხელში რაღაც გაუგებარი რამ უჭერია თუმცა არც გაინტერესებს რა არის, რა მნიშვნელობა აქვს.. “მუზა”, ვისი მუზაა?? რატომ მაინცდამაინც მუზა.. გრძნობ რომ გაღიზიანებს ეს ქანდაკება.. ლამაზი მაინც იყოს ბოლოსდაბოლოს.. გეზარება ფიქრი, ფიქრითაც კი დაიღალე. ქუჩებში სიარულიც გწყინდება და რომელიღაც კაფეში ჯდები, ისე მყუდროდ იქმნი გარემოს თითქოს სამუდამოდ აპირებ დარჩენას, ერთ ფინჯან ყავას უკვეთავ და სიგარეტს უკიდებ. ფიქრი გეზარება და ყურებში ყურსასმენებს იკეთებ, გულში ღიღინებ თუმცა უხასიათოდ, უგულოდ და შუშაბანდიდან გარეთ გამვლელთ ათვალიერებ. არ გინდა არავის (ნაცნობის) ნახვა. აღარ გინდა, დაიღალე თამაშით, უზარო ღიმილით, უაზრო კომპლიმენებით რომელიც თვითონაც კარგად ხვდები რომ ისეთივე არადამაჯერებელი და ყალბია როგორც უნიჭო მსახიობების როლები. ხვდები რომ დაგღალა ამ ყოველდღიურობამ, ერთფეროვნებამ და ამასთან ერთად გრძნობ რომ ოფიციანტი გიახლოვდება თუმცა ყურადღებას არ აქცევ, არ ხარ ხასიათზე. სხვა დროს აუცილებლად გაუღიმებდი და მადლობას ეტყოდი, ამჯერად კი ისეთი გულგრილი და უხეში ხარ მიუხედავად იმისა რომ ყავა მოგწონს მაინც უკმაყოფილო ხარ მომსახურეობით, სიგარეტს ბოლომდე წვავ, ყავას სვამ და გადიხარ. ყურებში ისევ Avril Lavigne გიმღერის (იმ დროისათვის ბოლო ამოჩემება იყო), ხო, გგონია რომ მხოლოდ შენთვის ჩაწერა ეს სიმღერა და მხოლოდ შენ გაქვს უფლება ამ სიმღერას მოუსმინო. ჰმ, უკვე ეგოიზმაც შემოგიტია. მიდიხარ და ფიქობ სად წახვიდე, ვისთან მაგრამ საკუთარ თავს დღეს შეუთანხმდი რომ ბევრს აღარ იფიქრებდი და პირველი ვინც გაგახსენდა (რატომ გაგახსენდა მაინცდამაინც ის არც ახლა არ იცი) მასთან წახვედი. რატომ მიდიხარ მიზეზებს ვერ პოულობ, ან რომ მიხვალ რა უნდა უთხრა არც ის იცი, თითქოს მისი ნახვაც არ გინდა მაგრამ უკვე მის კარებთან დგახარ და მაინც, პრინციპს ღალატობ და ფიქრობ, დარეკო ზარი თუ არა. კარი გაიღო თუმცა.. რა მნიშვნელობა აქვს.. ისევ დაიკეტა..

ოთახში თბილა, არც გარეთ ციოდა თუმცა აშკარად ეტყობა რომ ჰაერზე უკეთესი იყო. არყის სუნი იდგა. შენ ოთახის შუა გულში მდგარ დივანზე ჯდები, ოთახს ეტყობა რომ აქ კიდევ ვიღაც ან ვიღაცეები იყვნენ. არ გინდა, არ გაინტერესებს და არც ეკითხები არაფერს. ის დაიბნა. საშინლად დაიბნა. არ გელოდებოდა. არც შენ მოელოდი თუ მასთან მისვლას გადაწყვეტდი მაგრამ არჩევანი არ გქონდა, შენ არ ფიქრობდი. დაბნეულობისგან არ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა და მხოლოდ ოთახს ალაგებდა, ნივთებს თავიანთ ადგილს უჩენდა, დროდადრო გაკვირვებული შემოგხედავდა და უნებურად ეღიმებოდა. ეს ღიმილი რას ნიშნავდა არ იცოდი, ვერ მიუხვდი თუმცა ვერც ეხლა ხვდები. რა მნიშვნელობა აქვს.. ბოლოს ყავას გთავაზობს, შენც თავის დაქნევით ეთანხმები რომ გინდა, ხმას არ იღებ თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.. ის სამზარეულოში გადის, შენც მიყვები უკან და ისევ არელობა გხვდება, ფიქრობ ალბათ საძინებელიც არეული აქვს მაგრამ აი რა, მაინც რა მნიშვნელობა აქვს.. რაღაცას გეკითხება მაგრამ ამ ფიქრებში (აი, ისევ უღალატე თავს) ვერ გაიგე და გამეორება მოუწია როცა დაბნეული და უფერული თვალებით შეხედე, უპასუხე თუმცა რა, რა უპასუხე თვითონ ვერც შენ ჩაწვდი აზრს მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა ქონდა.. ისევ მისაღებ ოთახში გახვედი და გიტარა აიღე, პირველი შემთხვევა იყო როცა არ გაგხსენებია და გიფიქრია როგორ გინდოდა მასზე დაკვრა გესწავლა. რომელიღაც გაუგებარი ნოტი აიღე და ისე დაჟინებით იმეორებდი რომ მას უკვე ეტყობოდა სახეზე გაოგნება. ყავა მოსვი მაგრამ ისევე უკმაყოფილო დარჩი როგორც კაფეში მაგრამ შედარებით უფრო ის ყავა მოგეწონა რომელიც მომღიმარე ოფიციატმა მოგართვა. გიტარა გამოგართვა და ისე ლამაზად, ოსტატურად, ნელა დაუსვა სიმებს თითები რომ იმ დღეს პირველად გაგეღიმა. არ იცოდი თუ გიტარაზე უკრავდა და თან ასე კარგად. არ გაინტერესბდა, რა მნიშვნელობა ქონდა მაგრამ მაინც კითხე თუ რატომ არ გითხრა რომ იცოდა გიტარაზე დაკვრა. როგორც მოელოდი ზუსტად ისე აქაჩა მხრები ზემოთ და განაგრძო. როცა მუსიკა გეცნო უცებ შეაჩერე, ამ დროს კი ხელით უნებურად შეეხე.. მას ხომ მეტი არც უნდოდა და თვალებში დაგაშტერდა, ისე გაოცებულმა, ისე გამომწვევად რომ.. მიხვდი და.. რა მნიშვნელობა აქვს..

უკვე გზაში ხარ.. მხოლოდ ახლა გაანალიზე რომ სიგიჟე იყო მასთან მისვლა თუმცა არც ახლა გიფიქრია არაფერი. ყურებში ისევ Why-ს უსმენდი და ამ კითხვით მიდიოდი სახლში. მართლაც, რატომ უნდა დაბრუნებულიყავი სახლში?? მიზეზები ვერ იპოვე და ისევ.. სიგარეტი ამოიღე, გინდოდა მოკიდება მაგრამ სანთებელამ გიმტყუნა, არადა როგორ მოგწონდა, მეგობარმა გაჩუქა. ჰმ, მეგობარმა, გაგახსენდა ის დრო როცა სანთებელა გაჩუქა და უცებ მოიღუშე, თვალები დახუჭე, აღარ გინდოდა ფიქრი, მართალია უკვე უღალატე თავს მაგრამ არ იქნები მოღალატე შენ, არ დაემსგავსები სხვებს. ფიქრს ისევ სანთებელის ყიდვა ამჯობინე, თავისფლებაზე უკვე იკეტებოდა მაღაზიები ამიტომ სოლოლაკისკენ აუყევი გზას (კიბეებს), მობილურზე მოსულმა მესიჯმა რომელიც მისგან იყო ვისგანაც სულ რამოდენიმე წუთის წინ წამოხვედი შეგაჩერა. თეატრის წინ ჩამოჯექი და მანდ უკვე ვეღარ აცნობიერებდი რომ საკუთარ თავს ბოლომდე უღალატე, რომ უკვე რამდენი ხანი იყო რაც ჩაფიქრებული, გათიშული უყურებდი მობილურს, ფიქრობდი და უკვე ისე გძულდა ეს ქვეყანა, ეს ადამიანები, ეს გარემო, ეს ჰაერი. მობილურში თითოეულ ასოს არკვევდი რომ დარწმუნებულიყავი იმაში რომ არ ცდებოდი. მესიჯი კი იმ დღისავითვის ჩვეულებროვზე ბანალური იყო, არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან, სულ რამოდენიმე სიტყვა ეწერა თუმცა ბოლოში ძალით მიგდებული სმაილი უფრო აბანალურებდა ყველაფერს, არადა როგორ მოელოდი რაღაც სხვას, განსხვავებულს მისგან. იმ რამოდენიმე სიტყვისთვის, კონკრეტულად სამი ჩვეულებრივი სიტყვისთვის მაინც არ მიგიქცევია ისეთი ყურადღება როგორც მასზე მიმაგრებულ სახელისთვის. ფიქრებში იქვე მოუკიდე სიგარეტს, საოცრია მაგრამ პირველივე ჯერზე აინთო სანთებელა. თუმცა მაინც გადააგდე. რამოდენიმე წუთში ისევ დაბრუნდებოდი თუმცა არაყმა გძლია, დათვერი (არადა ის გეუბნებოდა, გაფრთხილებდა ბევრს სვამო.. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს).

ცოტა ხანში იგრძენი რომ ვიღაც გიახლოვდებოდა მაგრამ თავის ზემოთ აწევაც კი დაგეზარა. გოგონამ სიგარეტი გთხოვა, შენ კი ასანთი თხოვე მიუხედავად იმისა რომ სიგარეტი სულ რამდენიმე წამის ჩამქრალი გქონდა.. მისვლისას არ დაგინახავს როგორ იჯდა ცოტათი მოშორებით მეგობართან ერთად, აი მას როგორც ეტყობოდა თავიდანვე შეუნიშნიხარ და თავისთან მიგიპატიჟა, შენც ადექი და მხიარულად მიხვედი, რამოდენიმეჯერ გაიცინე კიდეც. გაიცანი და თავიდანვე მიხვდი იმას რომ თავისებურები იყვნენ, თუმცა შენთვის ნაცნობი ტიპაჟები. გკითხეს რატომ ხარ მოწყენილიო თუმცა.. რა მნიშვნელობა აქვს.. არ დაიჯერეს შენი მიზეზი თუმცა.. არც ამას აქვს მნიშვნელობა.. რამოდენიმე წუთში დალევა მოგინდა, ბოლომდე დათრობა, გათიშვა და ამ ქვეყნიერებიდან ცოტა ხნით მაინც მოწყვეტა.. რეალობის დავიწყება მაგრამ არცერთი დაყვა შენს ნებას და არ გამოგყვა დასალევად, თუმცა მაინც ყველანაირად ცდილობდი შენთან ერთად დაელია რომელიმეს რადგან არ გინდოდა მარტო დალევა, მარტო ხომ უკვე წყალწაღებულები სვამენ შენ კი უკანასკნელ ხავსს მაინც ეჭიდებოდი.. მათთან საუბარში ცოტათი გახალისდი, უკვე ხშირად იღიმებოდი, აღარ ფიქრობდი. მობილურზე მოსულმა კიდევ ერთმა მესიჯმა კი ისევ ამოატრიალა ყველაფერი, ისევ აურია ყველაფერი, ისევ გააფუჭა განწყობა.. ისევ ფეისბუქიდან იყო მესიჯი, ისევ როგორც ყოველთვის ბანალური, ისევ სამი სიტყვა, ისევ ბოლოში სმაილი ან გული, ისევ შენს კედელზე და ისევ მეგობარი.. ჰმ, მეგობარი.. გევრდით მყოფთ გაუკვირდათ რატომ იყავი მათთან ამ დღეს/საღამოს მაგრამ.. რა მნიშვნელობა აქვს.. ერთ-ერთი წავიდა, დარჩა ის ვინც მოვიდა შენთან, ვინც მიგიპატიჟა და ეცადა შენი გამხიარულება, შეიძლება განზრახ არც უცდია მაგრამ გამოუვიდა. რატომღაც ამ რამოდენიმე წუთში მან კარგი შთაბეჭდილება შეგიქმნა და მოგინდა მასთან საუბარი, უკეთ გაცნობა, დალევა. მასაც ეტყობოდა რომ არ ეჩქარებოდა წასვლა, ალბათ მისთვისაც ადრე იყო სახლში დაბრუნება თუმცა კი უკვე 12 იქნებოდა დაწყებული ის კი შორს ცხოვრობდა. თითო კათხა ლუდი დალიეთ ისე, ისე მოურიდებლად, თამამად, თამამ საკითხებზე ისაუბრეთ. ბოლოს ისიც წავიდა თუმცა კი ეტყობოდა რომ არ უნდოდა წასვლა.. არც შენ გინდოდა რომ წასულიყო.. ისევ მესიჯი.. ისევ გაიფიქრე.. რა მნიშვნელობა აქვს.. გახსენი და დაგხვდა დიდი, შინაარსობრივად გაუმართავი, მომრავლებული კითხვის ნიშნებიანი, აცრემლებული სმაილებიანი, ბოლოში უსასრულო წერტილებიანი მესიჯი..

ისევ დაბრუნდი.. ისევ გაიღო კარები.. ინსტიქტურად ქვედა ტუჩზე იკბინე თუმცა არაფერს ნანობდი.. ისევ არყის სუნი გეცა.. ისევ არეულობა იყო.. მხოლოდ ერთი ნათურა, სუსტი სინათლით ბჟუტავდა.. ფანჯრის რაფაზე წვიმის წვეთების მძიმე დაცემის ხმა ისმოდა.. ის გიტარაზე უკრავდა და გიყურებდა.. შენც უყურებდი, უსმენდი.. ჩუმად მღეროდა.. ალბათ შენ გიძღვნიდა.. ავრილ ლავინის სიმღერა ჯობდა თუმცა ეს ნამდვილად შენი იყო, შენი გიტარა იყო, შენი სიმღერა იყო, შენი ხმა იყო და შენი სიყვა.. რა მნიშვნელობა აქვს.. ოთახში ბნელოდა, მაგიდაზე ისევ გაუხსნელი არაყი იდგა.. ჰმ, ისევ გამომწვევი თვალები შეგრჩა.. ბათუმი გაგახსენდა და.. რა მნიშვნელობა აქვს.. არაყი შენ გახსენი, შენ დაასხი, გულში გსიამოვნებდა ეს.. უკვე აღარ იყო შენი დაბადების დღე.. რა მნიშვნელობა აქვს.. ატყობდი თავს რომ უკვე ძალიან, ძალიან ბევრი მოგსვლოდა დალევა.. ითიშებოდი.. რა მნიშვნელობა აქვს.. დივანი.. კარები.. მოკლე მაძილი.. ბარბაცი.. ისევ კარები.. საძინებელი.. საწოლი.. შტეფცელის წკაპუნი.. სრული სიბნელე.. უაზრო მოძრაობები.. მოზღვავებული, გაუცნობიერებელი ფიქრები.. ხშირი სუნთქვა.. არა, მაინც რა მნიშვნელობა აქვს!..

P.S არც ის იცი თუ რატომ დაწერე ეს პოსტი და თან მეორე პირში.. რა მნიშვნელობა აქვს..

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “რა მნიშვნელობა აქვს

  1. ”leave a reply”-ო და… რა მნიშვნელობა აქვს…

  2. გამოხმაურება: ჩემი დაბადება «

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: